შინაარსზე გადასვლა

იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე

ვიკიციტატიდან
(გადმომისამართდა გოეთე-დან)
იოჰან ვოლფგანგ გოეთე (1828)

იოჰან ვოლფგანგ გოეთე (გერმ Johann Wolfgang von Goethe; *28 აგვისტო. 1749, mაინის ფრანკფურტი - † 22 მარტი. 1832, ვაიმარი) — გერმანელი მწერალი და მოაზროვნე.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

გარეგნულ ბრწყინვას წამიერი აქვს აღმავლობა, ჭეშმარიტი კი გადასწვდება შთამომავლობას.

  ციტატის წყარო: „ფაუსტი“

  •  

შეხედეთ ამ ტლანქ და გულცივ ხალხს და დაინახავთ, რომ წუთიერი გართობაა მათთვის მთავარი.

  ციტატის წყარო: „ფაუსტი“

  •  

და, რაც კი ძალგიძთ, ისარგებლოთ ცხოვრების ენით, რადგან ცხოვრებით ბევრი ცხოვრობს ამ ქვეყანაზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის რამე ნამდვილი მასზე.

  ციტატის წყარო: „ფაუსტი“

  •  

მაღალ სწრაფვათა მიღწევაზე ვინ იტყვის უარს! მაგრამ გარეგნულ ბრწყინვალებას ელტვიან უმალ.

  ციტატის წყარო: „ფაუსტი“

  •  

სულთა სამყარო დაგმანული ნუ გეგონება; გამოგფიტვია როგორც გული, ისე გონება.

  ციტატის წყარო: „ფაუსტი“

  •  

მოჩვენებითი საფრთხის გამო ვეძლევით განგაშს, და მას დავტირით, რაც ჯერ კიდევ არ დაგვიკარგავს.

  ციტატის წყარო: „ფაუსტი“

  •  

თუმც ცნობილია: ძალზე ხშირად ადამიანი თავგამოდებით უღრენს იმას, რაც ბევრად მასზე მაღლა დგას, რადგან, ბრმადქცეული და შურით სავსე, ვერ ეთვისება მშვენიერის ღვთაებრივ ძალას.

  ციტატის წყარო: „ფაუსტი“

  •  

ოღონდ საკუთარ თავისადმი ნდობა გაგაჩნდეს, და სულ ადვილად მოევლება უკვე დანარჩენს.

  ციტატის წყარო: „ფაუსტი“

  •  

რისი მოსმენაც აღაშფოთებთ უბიწო ყურებს, ის ტკბილ ოცნებად ესახებათ უბიწო გულებს.

  ციტატის წყარო: „ფაუსტი“

  •  

ერთი ვინმეც კი ვერ მოძებნოთ ამქვეყნად იქნებ, რომ კითხულობდეს ზომიერად გონივრულ წიგნებს. ახალგაზრდებზე ხომ არაფერს არ ვამბობ, რადგან, არა მგონია, რომ რაიმე გამოდნეს მათგან.

  ციტატის წყარო: „ფაუსტი“

  •  

მე ვარ ნაწილი მთელი იმ ნაწილისა, ვისაც სწადია ქმნას ბორიტი, მაგრამ იქმს კეთილს.

  ციტატის წყარო: „ფაუსტი“


  •  

მათემატიკოსები ფრანგებივით არიან; როცა მათ ელაპარაკები, ისინი ყველაფერს თავიანთ ენაზე თარგმნიან და შემდეგ უცებ ყველაფერი სულ სხვა რამ არის.


  •  

ცოდნა, რომელიც გამაჩნია ყველას შეუძლია რომ შეიძინოს, მაგრამ ჩემი გული მხოლოდ მე მეკუთვნის.


  •  

ქცევა ის სარკეა, რაშიც თითოეული ჩვენგანი ჩვენს სახეს ვაჩვენებთ.


  •  

მხდალი და ლაჩარი მხოლოდ მაშინ იმუქრება, როცა უსაფრთხოდ გრძნობს თავს.


  •  

დაყავი და იბატონე - გაჰყვირიან პოლიტიკოსები; გააერთიანე და უხელმძღვანელე - ეს კი სიბრძნის მოწოდებაა.


  •  

თესვა ისე ძნელია არაა, როგორც მოსავლის აღება.


  •  

მხოლოდ ცოდნა არაა საკმარისი. ცოდნა უნდა გამოვიყენოთ. მხოლოდ სურვილი არაა საკმარისი, უნდა ვიმოქმედოთ.


  •  

ვერავინ ვერ შეძლო სრულად შეეცნო საკუთარი თავი.


  •  

წერილები ყველაზე მნიშვნელოვანი სამახსოვრო რამაა მათ შორის, რასაც კი ადამიანი ამ ქვეყნად ტოვებს.


  •  

ერთი ბავშვებსა და ჩიტებს უნდა ვკითხოთ თუ რა გემო აქვს ალუბალსა და მარწყვს.


  •  

მე შემიძლია გითხრა ჩემო კეთილო მეგობარო, თუ რისი უნდა გჯეროდეს: მიყევი ცხოვრებას. ის გასწავლის უკეთ, ვიდრე წიგნი ან ორატორი.


  •  

ათი წლით ადრე თუ გვიან დაბადებულ ადამიანთა მთელი წარმოდგენები შესაძლოა განსხვავებული იყოს.


  •  

მოდით ყველამ ერთად დავგავოთ ჩვენი სახლ-კარის წინა ნაწილი და მთელი მსოფლიო სუფთა იქნება.


  •  

უბედნიერესია ის, მნიშვნელობა არ აქვს მეფეა თუ გლეხი, ვინც სახლში სიმშვიდეს იპოვის.


  •  

უმჯობესია რომელიმე მეგობრისგან მოტყუებული დარჩე, ვიდრე თავად შენ მოატყუო ისინი.


  •  

ყველაზე სასაცილოა სურვილი, რომ ყველას მოსწონდე.


  •  

თუ კაცს უნდა რომ მიაღწიოს რაიმე დიდს, მან საკუთარი თავი იმაზე დიდად უნდა ჩათვალოს, ვიდრე სინამდვილეში არის.


  •  

რომელი მთავრობაა საუკეთესო? ის, რომელიც გვასწავლის, როგორ ვმართოთ ჩვენი თავი.


  •  

მსოფლიო მუდამ ერთი და იგივეა.


  •  

ლიტერატურული დაღმასვლა, ერის დაღმასვლის მომასწავებელია.


  •  

ღმერთს რომ ჩემი სხვაგვარობა სდომოდა, იგი მე სხვაგვარს გამაჩენდა.


  •  

დედამიწა მოსაცდელი დარბაზია იმ ქვეყნად გასამგზავრებლად.


  •  

ვფიქრობ, მათზე უკეთესი ვარ, ვინც ჩემს რეფორმირებას ცდილობს.


  •  

ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ბავშვების ჩვენივე წარმოდგენებით ფორმირება. ჩვენ უნდა მივიღოთ და გვიყვარდეს ისინი ისეთები, როგორიც ღმერთმა მოგვცა.


  •  

ძალიან ცოტა ადამიანს აქვს რეალობის აღქმის უნარი.


  •  

ყველაფერი ამ ქვეყნად მხოლოდ წუთიერი და წარმავალია.


  •  

მხოლოდ ის არის საუკეთესო მთავრობა, რომელიც გვასწავლის ჩვენი თავის მართვას.


  •  

რომ შექმნა რაიმე, აუცილებლად უნდა იყვე ვინმე.


  •  

არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი, როგორც იმაში, თუ რა მიაჩნია მას სასაცილოდ.


  •  

კანონი ძლიერია, ოღონდ უფრო ძლიერია გაჭირვება.


  •  

ხასიათი თავისთავად, ცხოვრების დინებაში ყალიბდება.


  •  

ჩვენ ხშირად ვფლანგავთ მთლიან დღეს, რადგან გვახსოვს, რომ არსებობდა გუშინდელი დღე და გვჯერა, რომ ხვალინდელი დღეც დადგება.


  •  

თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს ქვა ესროლო, რომელიც გიყეფს, მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევ.


  •  

ცხოვრებაში მთავარი ცხოვრებაა და არა ცხოვრების შედეგი.


  •  

ცისარტყელა ცაზე 15 წუთის განმავლობაში რომ ჩანდეს, არავინ მიაქცევდა მას ყურადღებას.


  •  

ინდივიდუალურობის არსებობისათვის გარკვეული ნაკლოვანებანიც საჭიროა.


  •  

იმედი უბედურთა მეორე სულია.


  •  

სიცოცხლე არის ისეთი გამოცდილება, რომლის გამოც სიამოვნებით აღარ ვკვდებით.


  •  

ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივ პრივილეგიას წარმოადგენს.


  •  

მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი.


  •  

ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს.


  •  

მხოლოდ ის ადამიანია სიცოცხლის ღირსი, ვინც დღენიადაგ ბრძოლით მოიპოვებს ცხოვრების უფლებას.


  •  

არაბუნებრივი ძალიან ბუნებრივი რამაა.


  •  

შეუძლებელია, ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად.


  •  

ხშირად კარგავენ დროს უსარგებლო ამბების კითხვაში. კაცმა მხოლოდ ის უნდა წაიკითხოს, რაც აღტაცების ღირსია.


  •  

სრული ბედნიერების ჟამს თითოეული დღე მთელი სიცოცხლეა!


  •  

თუკი ჭაბუკი ყველამ შეიძულა, ჩანს, ის რაღაცას წარმოადგენს.


  •  

არაფერი ისე არ ასახავს ადამიანის ხასიათს, რაც ის, რაზეც იგი იცინის.


  •  

როცა იდეა მარცხს განიცდის, საქმეში აქტიურად ერთვებიან სიტყვები.


  •  

ჩვენ არასდროს ვტყუვდებით - ჩვენ თავადვე ვიტყუებთ საკუთარ თავს.


  •  

არავინ არ იმყოფება ისეთ იუმედო მონობაში, როგორც ისინი, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ბოლომდე თავისუფალია.


  •  

ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დავაპატიმროთ და მივუსაჯოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ის თავის თავში იპოვის პასუხს კითხვაზე - რატომ?


  •  

სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.


  •  

დიდი რევოლუციის მოხდენაში ხალხი კი არ არის დამნაშავე, არამედ - მთავრობა.


  •  

გამოუყენებელი სიცოცხლე ადრეული სიკვდილის ტოლფასია.


  •  

სიღატაკის დანახვა შურიანებს არ აშფოთებთ.


  •  

შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის.


  •  

ქალი ყოველი არსის გვირგვინია.


  •  

თუნდაც აუსრულებელი მაღალი მიზნები უფრო ძვირფასია, ვიდრე აღსრულებული მდაბალი მიზნები.


  •  

შეცდომები ახალგაზრდობაში საპატიებელია, მაგრამ ასაკში უკვე აღარ.


  •  

არსებობენ ცრუხელოვანნი - დილეტანტები და სპეკულიანტები. პირველნი ხელოვნებაში იღწვიან გართობისათვის, მეორენი კი - გამორჩენისათვის.


  •  

შინაგანი სამყაროს გადმოცემა ბგერებით, ყოველგვარ სხვა საშუალებათა დახმარების გარეშე, მუსიკის უდიდესი და უძვირფასესი თვისებაა.


  •  

ადამიანი იმას აქებს, ვისიც სწორ და ტოლად თავისი თავი მიაჩნია.


  •  

ადამიანი, რომელიც წვრილმანებისთვის ზრუნავს, სთესს ცრუ-მედიდურობას და მკის სასოწარკვეთილებას.


  •  

ადამიანი თავისთავს ცნობს არა გონების თვალით, არამედ გამოცდილებით, ისიც მხოლოდ მაშინ, როცა შეუდგება მოვალეობის აღსრულებას.


  •  

ადამიანის თვისებაა ჰკიცხოს ყოველივე ის, რის უნარიც თვითონ არა აქვს.


  •  

იყავი გულკეთილი და ხშირად გაუმეორე კეთილი სიტყვები ისეთ ხალხს, ვინც გულმავიწყია.


  •  

კაცის მანერები მისივე პორტრეტია, რომელშიც იგი თავის ნამდვლის სახეს გვაჩვენებს.


  •  

იზრდება ცოდნა – იზრდება ეჭვი.


  •  

„პატარა კაცი“ მაინც კაცად ითვლება.


  •  

მოქმედება გამჭრიახობის გარეშე, ეს ხომ საშინელებაა.


  •  

შეგიძლია თავი მკვდრად ჩათვალო, თუ არავის ნდობა არა გაქვს.


  •  

ცოტას შეუძლია ჰქონდეს რეალიზმის წარმოსახვითი ხედვა.


  •  

ცხოვრების თითოეული საფეხური გვიჩვენებს, რომ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს.


  •  

ყოველდღე სასურველია, თუგინდ ერთი პატარა სიმღერა მოვისმინოთ, წავიკითხოთ ერთი კარგი ლექსი, შევხედოთ რაიმე ჩინებულ სურათს, და თუ შესაძლებელია, რამდენიმე ჭკვიანური სიტყვა წარმოვთქვათ.


  •  

ყოველი ავტორი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვაჩვენებს მის ნამდვილ სახეს მისივე ნაშრომში, იმისდა მიუხედავად, ჰგავს თუ არა ეს სახე მის იმჟამინდელ მდგომარეობასა და ყოფას.


  •  

თუ გინდა, რომ შეიცნო ადამიანის გონება, უბრალოდ ყური დაუგდე მას.


  •  

სიყვარულს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ მოვალეობას მასზე მეტი.


  •  

სიცოცხლე ჩვენი ბავშვობის მარადისობაა.


  •  

მაგია, ეს ხომ თვითდაჯერებაა და თუ შენ ამას შეძლებ, შეგიძლია ჩათვალო, რომ ყველაფერი შეგიძლია.


  •  

როგორც კი საკუთარ თავს ნდობას გამოუცხადებ, შენ უკვე გეცოდინება, თუ როგორ უნდა იცხოვრო.


  •  

არაფერი ფასობს ისე, როგორც ერთი დღე.


  •  

არაფერი ისე არ ასახავს ადამიანის ხასიათს, რაც ის, რაზეც იგი იცინის.


  •  

არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე იმის დანახვა, რომ ვიღაცის მოქმედებაში ერთი დიდი უვიცობა დევს.


  •  

არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე უგემოვნო წარმოსახვის გრძნობა.


  •  

პიროვნულობა ხელოვნებაში და პოეზიაში უმნიშვნელოვანესია.


  •  

ადამიანის „ნახევრად-ცოდნა“ გამომდინარეობს მეორე ადამიანის ცოდნისაგან.


  •  

ყველაზე ძნელი საქმე შენ თვალ წინ მომხდარის გაანალიზებაა.


  •  

ადამიანის გონება შეუზღუდავია.


  •  

მან, ვინაც პირველი ღილი არასწორად შეიკრა, ბოლოს მაინც ვერ შეიკრავს სწორად.


  •  

დიდი შეცდომაა იოცნებო შენს თავზე იმაზე მეტად, ვიდრე გეკუთვნის და იმაზე ნაკლებად დააფასო საკუთარი თავი, ვიდრე ღირხარ.


  •  

არაფერია სიღრმეში, შიგნიდან არაფერი ამოდის, რადგან ის რაც შიგნითაა, გარეთაა გამოვლენილი.


  •  

ვინც ჩვენ გვასწავლის, მოძღვარს ვუწოდებთ, მაგრამ ყოველი, ვინც გვასწავლის, არ იმსახურებს ამ სახელს.


  •  

განა სიყვარულს რაიმე საერთო აქვს გონებასთან?


  •  

ჩვენ უნდა ვიყოთ არავინ და გვინდა, რომ გავხდეთ ყველაფერი.


  •  

დარწმუნება ეს დაწყება კი არა, მხოლოდ ავნებს ყოველგვარ შემეცნებას.


  •  

ყველა ქურდთაგან ყველაზე მავნე სულელია, ის გვპარავს დროს და ნერვებს.


  •  

სიყვარული იდეალურია, ოჯახის შექმნა რეალური. იდეალურის და რეალურის შეერევაა საზღაურის გარეშე არასოდეს არ იქმნება.


  •  

ამბობენ, ორ სხვადასხვა აზრს შორის ჭეშმარიტება დევსო, არავითარ შემთხვევაში, ამ დროს შუაში პრობლემაა.


  •  

საკუთარი არასრულყოფილების შეგნება სრულყოფილებასთან გვაახლოებს.


  •  

მშვენიერი თვისებაა ადამიანისა - რაიმე ახლის დაუყოვნებლივ დაწყების სურვილი.


  •  

მხოლოდ ისაა თავისუფლების და ცხოვრების ღირსი, ვინც ყოველ დღე იბრძვის მისთვის.


  •  

ვინც ეძებს, ის ვალდებულია შეცდეს და აირიოს.


  •  

რისიც არ ესმით, იმას არ ფლობენ.


  •  

უსარგებლო ცხოვრება უდროო სიკვდილია.


  •  

ცხოვრებაში საქმე ცხოვრებას ეხება და არა მის შედეგს.


  •  

ადამიანები არ დაიტანჯებოდნენ ასე ძლიერ, მათ რომ არ გაეღვივებინათ წარმოსახვის უნარი. არ ემახსოვრებოდათ უსასრულოდ წარსული წყენა და იცხოვრებდნენ უწყინარი აწმყოთი.


  •  

უფრო ადვილია მოკვდე, ვიდრე ფეხზე მდგარმა აიტანო წამებულის ტვირთი.


  •  

როცა საკუთარი თავი დავკარგეთ ყველაფერი დაიკარგა ჩვენთვის.


  •  

ის, ვინც პირველ ადგილზე ზის, მთავარ როლს იშვიათად თამაშობს.


  •  

ადამიანს სჭირდება ძალიან ცოტა მიწა, რათა სიკეთე ჰბადოს და უფრო ცოტა, რათა განისვენოს.


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]