იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე

იოჰან ვოლფგანგ გოეთე (გერმ Johann Wolfgang von Goethe; *28 აგვისტო. 1749, mაინის ფრანკფურტი - † 22 მარტი. 1832, ვაიმარი) — გერმანელი მწერალი და მოაზროვნე.
ციტატები
[რედაქტირება]გარეგნულ ბრწყინვალებას წამიერი აღმავლობა აქვს, ჭეშმარიტი კი ─ შთამომავლობას გადასწვდება. |
ციტატის წყარო: „ფაუსტი“
შეხედეთ ამ ტლანქ, გულცივ ხალხს ─ მათთვის წუთიერი გართობაა მთავარი. |
ციტატის წყარო: „ფაუსტი“
ეცადეთ, რაც შეგწევთ, ცხოვრება თავად განიცადოთ, რადგან ბევრს უბრალოდ ცხოვრება უწევს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რას ნიშნავს ის სინამდვილეში. |
ციტატის წყარო: „ფაუსტი“
მაღალ სწრაფვათა მიღწევაზე ვინ იტყვის უარს?! მაგრამ გარეგნულ ბრწყინვალებას ელტვიან უმალ. |
ციტატის წყარო: „ფაუსტი“
სულთა სამყარო დაგმანული ნუ გეგონება; გამოგფიტვია როგორც გული, ისე გონება. |
ციტატის წყარო: „ფაუსტი“
მოჩვენებითი საფრთხის გამო ვეძლევით განგაშს და მას დავტირით, რაც ჯერ კიდევ არ დაგვიკარგავს. |
ციტატის წყარო: „ფაუსტი“
თუმც ცნობილია: ძალზე ხშირად ადამიანი თავგამოდებით უღრენს იმას, რაც მასზე ბევრად მაღლა დგას, რადგან, ბრმად ქცეული და შურით სავსე, ვერ ეთვისება მშვენიერის ღვთაებრივ ძალას. |
ციტატის წყარო: „ფაუსტი“
რისი მოსმენაც აღაშფოთებთ უბიწო ყურებს, ის ტკბილ ოცნებად ესახებათ უბიწო გულებს. |
ციტატის წყარო: „ფაუსტი“
იქნებ, ერთიც კი ვერ მოძებნოთ ამქვეყნად, ვინც ნამდვილად აზრიან წიგნებს კითხულობს. ახალგაზრდებზე ხომ არაფერს ვამბობ ─ არ მგონია, რაიმე გამოვიდეს მათგან. |
ციტატის წყარო: „ფაუსტი“
მე ვარ ნაწილი მთელი იმ ნაწილისა, ვისაც სწადია ქმნას ბოროტი, მაგრამ იქმს კეთილს. |
ციტატის წყარო: „ფაუსტი“
მათემატიკოსები ფრანგებივით არიან: როცა მათ ესაუბრები, ყველაფერს თავიანთ ენაზე თარგმნიან ─ და უცებ ყველაფერი სულ სხვა რამ ხდება. |
ცოდნა, რომელიც გამაჩნია, ყველას შეუძლია შეიძინოს, მაგრამ ჩემი გული მხოლოდ მე მეკუთვნის. |
მხდალი და ლაჩარი მხოლოდ მაშინ იმუქრება, როცა თავს უსაფრთხოდ გრძნობს. |
„დაყავი და იბატონე!“ ─ გაჰყვირიან პოლიტიკოსები. „გააერთიანე და უხელმძღვანელე“ ─ ეს კი სიბრძნის მოწოდებაა. |
თესვა ისე ძნელია არაა, როგორც მოსავლის აღება. |
მხოლოდ ცოდნა არაა საკმარისი ─ ცოდნა უნდა გამოვიყენოთ. მხოლოდ სურვილი არაა საკმარისი ─ უნდა ვიმოქმედოთ. |
ვერავინ ვერ შეძლო სრულად შეეცნო საკუთარი თავი. |
ერთი ბავშვებსა და ჩიტებს უნდა ვკითხოთ, თუ რა გემო აქვს ალუბალსა და მარწყვს. |
მე შემიძლია გითხრა, ჩემო კეთილო მეგობარო, თუ რისი უნდა გჯეროდეს: მიჰყევი ცხოვრებას ─ ის გასწავლის უკეთ, ვიდრე წიგნი ან ორატორი. |
ათი წლით ადრე თუ გვიან დაბადებულ ადამიანთა მთელი წარმოდგენები შესაძლოა განსხვავებული იყოს. |
მოდით, ყველამ ერთად დავგავოთ ჩვენი სახლ-კარის წინა ნაწილი და მთელი მსოფლიო სუფთა იქნება. |
ყველაზე სასაცილოა სურვილი, რომ ყველას მოსწონდე. |
მსოფლიო მუდამ ერთი და იგივეა. |
ლიტერატურული დაღმასვლა ერის დაღმასვლის მომასწავებელია. |
ღმერთს რომ ჩემი სხვაგვარობა სდომოდა, იგი მე სხვაგვარს გამაჩენდა. |
დედამიწა მოსაცდელი დარბაზია იმ ქვეყნად გასამგზავრებლად. |
ვფიქრობ, მათზე უკეთესი ვარ, ვინც ჩემს რეფორმირებას ცდილობს. |
ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ბავშვების ჩვენივე წარმოდგენებით ფორმირება; უნდა მივიღოთ და გვიყვარდეს ისინი ისეთები, როგორებიც ღმერთმა მოგვცა. |
ძალიან ცოტას აქვს რეალობის აღქმის უნარი. |
ყველაფერი ამ ქვეყნად მხოლოდ წუთიერი და წარმავალია. |
რაიმე რომ შექმნა, აუცილებლად უნდა იყო ვინმე. |
კანონი ძლიერია, ოღონდ უფრო ძლიერია გაჭირვება. |
ცისარტყელა ცაზე 15 წუთის განმავლობაში რომ ჩანდეს, არავინ მიაქცევდა მას ყურადღებას. |
არაბუნებრივი ძალიან ბუნებრივი რამაა. |
ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დავაპატიმროთ და მივუსაჯოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, და ის თავის თავში იპოვის პასუხს კითხვაზე ─ რატომ? |
ადამიანი, რომელიც წვრილმანებისთვის ზრუნავს, სთესს ცრუ მედიდურობას და იმკის სასოწარკვეთილებას. |
ადამიანი თავის თავს არ ცნობს გონების თვალით, არამედ გამოცდილებით, და ისიც მხოლოდ მაშინ, როცა შეუდგება მოვალეობის აღსრულებას. |
იყავი გულკეთილი და ხშირად გაუმეორე კეთილი სიტყვები ისეთ ხალხს, ვინც გულმავიწყია. |
კაცის მანერები მისივე პორტრეტია, რომელშიც იგი თავის ნამდვილ სახეს აჩვენებს. |
„პატარა კაცი“ მაინც კაცად ითვლება. |
ყოველდღე სასურველია, თუნდ ერთი პატარა სიმღერა მოვისმინოთ, წავიკითხოთ ერთი კარგი ლექსი, შევხედოთ რაიმე ჩინებულ სურათს, და თუ შესაძლებელია, რამდენიმე ჭკვიანური სიტყვა წარმოვთქვათ. |
სიყვარულს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ მოვალეობას ─ მასზე მეტი. |
სიცოცხლე ჩვენი ბავშვობის მარადისობაა. |
მაგია ─ ეს ხომ თვითდაჯერებაა, და თუ შენ ამას შეძლებ, შეგიძლია ჩათვალო, რომ ყველაფერი შეგიძლია. |
არაფერი ფასობს ისე, როგორც ერთი დღე. |
პიროვნულობა ხელოვნებასა და პოეზიაში უმნიშვნელოვანესია. |
ყველაზე ძნელი საქმე შენ თვალწინ მომხდარის გაანალიზებაა. |
ის, ვინც პირველი ღილი არასწორად შეიკრა, ბოლოს მაინც ვერ შეიკრავს სწორად. |
შეცდომაა, იოცნებო საკუთარ თავზე იმაზე მეტად, ვიდრე გეკუთვნის ─ და დააფასო ის იმაზე ნაკლებად, ვიდრე ღირხარ. |
სიღრმეში არაფერია ─ ის, რაც შიგნითაა, უკეთ გარეთ იჩენს თავს. |
ჩვენ მხოლოდ არავინ უნდა ვიყოთ, მაგრამ გვწადია ყველაფერი ვიყოთ. |
დარწმუნება არ არის დასაწყისი, არამედ დაბრკოლებაა გრძელვადიან შემეცნებაში. |
სიყვარული იდეალურია, ოჯახის შექმნა ─ რეალური. იდეალურისა და რეალურის შერევა არასოდეს ხდება საზღაურის გარეშე. |
ამბობენ, ორ სხვადასხვა აზრს შორის ჭეშმარიტება დევსო, არავითარ შემთხვევაში ─ ამ დროს შუაში პრობლემაა. |
მშვენიერი თვისებაა ადამიანისთვის რაიმე ახლის დაუყოვნებლივ დაწყების სურვილი. |
ის, ვინც ეძებს, ვალდებულია შეცდეს და აირიოს. |
რისიც არ ესმით, იმას არ ფლობენ. |
უფრო ადვილია მოკვდე, ვიდრე ფეხზე მდგარმა აიტანო წამებულის ტვირთი. |
როცა საკუთარი თავი დავკარგეთ, ყველაფერი დაიკარგა ჩვენთვის. |
ადამიანს ძალიან ცოტა მიწა სჭირდება, რათა სიკეთე ჰბადოს ─ და კიდევ უფრო ცოტა, რათა განისვენოს. |
"დიდი ჭკუის წინაშე თავს ვხრი, ხოლო დიდი გულის წინაშე მუხლებზე ვდგები...“
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება]- გოეთე პროექტ Gutenberg-ზე
- Johann Wolfgang von Goethe's works at Projekt Gutenberg-DE (in German)
- Poems of J. W. Goethe as HTML/PDF, Directories, Dictionary (in German)
