სერგეი ესენინი

ვიკიციტატიდან
(გადმომისამართდა ესენინი, სერგეი-დან)
Jump to navigation Jump to search
სერგეი ესენინი

სერგეი ალექსანდრეს ძე ესენინი (რუს. Сергей Александрович Есенин)(დ. 21 სექტემბერი/3 ოქტომბერი, 1895, სოფელი კონსტანტინოვო, რიაზანის გუბერნია ― გ. 28 დეკემბერი 1925, ლენინგრადი, დაკრძალულია მოსკოვში) — რუსი პოეტი-იმაჟინისტი. აისედორა დუნკანის მეუღლე.

პოეზია[რედაქტირება]

  •  

ვინ ვარ? რა ვარ? მხოლოდ მეოცნებე,
დილის ციალის სხივი ვარ ბნელეთში,
მე ეს ცხოვრება გავნვლე სხვათა შორის,
მაგრამ მეგობრებთან ერთად მიწაზე.

 

Кто я? Что я? Только лишь мечтатель,
Синь очей утративший во мгле,
Эту жизнь прожил я словно кстати,
Заодно с другими на земле.

  ციტატის წყარო: „ვინ ვარ მე, რა ვარ მე, მხოლოდ მეოცნებე“

  •  

და თუნდ იცხოვრონ ვნებით მონებმა,
საძულველია ვნება ჩემი სულისთვის.

 

И пусть живут рабы страстей —
Противна страсть душе моей

  •  

ცოცხალი დარჩება მხოლოდ პროტესტი,
დუმან ისინი, ვისაც საფლავზე ადგას ქვა და ჯვარი.

 

В живом остаётся протест.
Молчат только те – на погостах,
На ком крепкий камень и крест.

  •  

სამოთხე და ჯოჯოხეთი რომ არ არსებულიყო,
ადამიანი გამოიგონებდა მას.

 

Если б не было ада и рая,
Их бы выдумал сам человек.

  •  

ჩვენთვის პირობითი გახდა გმირი,
ჩვენ გვიყვარს ის, ვინც ატარებს შავ ნიღაბს.

 

Для нас условен стал герой,
Мы любим тех, что в черных масках…

  •  

იცხოვრე ისე, თითქოს ახლავე უნდა მოკვდე, რადგან ეს არის საუკეთესო სწრაფვა ჭეშმარიტებისკენ. ბედნიერება ბედია უბედურისა, უბედურება ბედია ბედნიერისა. არავის სულს არ შეუძლია არ გრძნობდეს საკუთარ წამებას, ხოლო ჩემი წამება შენი მწუხარებაა, შენი მწუხარება კი ჩემი ტანჯვა.

 

Живи так, как будто сейчас должен умереть, ибо это есть лучшее стремление к Истине. Счастье — удел несчастных, несчастье — удел счастливых. Ничья душа не может не чувствовать своих страданий, а мои муки — твоя печаль, твоя печаль — мои терзанья…

  •  

ძლიერ მიყვარს ამ ქვეყნად ის, რაც სულიერს ასისხლხორციელებს.

 

Слишком я любил на этом свете Все, что душу облекает в плоть.

  •  

სიყვარულისგან არ თხოულობენ გირაოს.

 

От любви не требуют поруки.


  •  

სიყვარული ზღვაში ბანავია ან უნდა იყვინთო, ან საერთოდ არ ჩახვიდე წყალში. თუ ნაპირთან იდგები მუხლებამდე წყალში, შენ მხოლოდ წვეთები შეგესხმევა და შეგცივდება.


  •  

როგორც ხეს სცვივა ჩუმად ფოთოლი,
ასევე მცვივა დარდიანი სიტყვები.


  •  

დრო მიდის, დრო ცვლის სახეებს, სულ სხვა სინათლე ეფინებათ მათ.


  •  

ტაძარს ჯვარი ჩამოხსნა კომისარმა,
უკვე ღმერთიც ვერსად ილოცებს,
მე მივალ ტყეში ვერხვებთან სალოცავად,
იქნებ გამომადგნენ.


  •  

რა უაზროა ჩვენი ცხოვრება, ყველას გვარწევს როგორც აკვანში და იმის ნაცვლად, რომ ყველანი ადამიანები გამოვიდეთ, იზრდებიან მახინჯი ბრიყვები.


  •  

უხეშთ ერგებათ სიხარული,
ნაზთ კი მხოლოდღა მოწყენა.


  •  

ცხოვრება ტყუილია მომხიბლელი ტანჯვით.


  •  

ბედნიერება ხელებისა და ტვინის სიმარჯვეა.


  •  

მიყვარს პოეტები, მათ გულებში ყოველთვის ვიპოვი ჩემს მსგავსებას.


  •  

პოეტმა უნდა იფიქროს სიკვდილზე, რათა უფრო მძაფრად იგრძნოს სიცოცხლე.


  •  

დრო ქვასაც ფშვნის.


  •  

მას, ვისაც უყვარდა, კვლავ ვერ შეიყვარებს,
არ ძალუძს დამწვარს, კვლავ რომ აალდეს.


  •  

პირისპირ სახეს ვერ ნახავ, სახეს ნახავ მოშორებული.


  •  

რა ცოტა გზაა განვლილი,
რამდენი შეცდომაა დაშვებული.


Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
სერგეი ესენინი