შინაარსზე გადასვლა

იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე

ვიკიციტატიდან
(გადმომისამართდა იოჰან ვოლფგანგ გოეთე-დან)
იოჰან ვოლფგანგ გოეთე (1828)

იოჰან ვოლფგანგ გოეთე (გერმ Johann Wolfgang von Goethe; *28 აგვისტო. 1749, mაინის ფრანკფურტი - † 22 მარტი. 1832, ვაიმარი) — გერმანელი მწერალი და მოაზროვნე.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

გარეგნულ ბრწყინვალებას წამიერი აღმავლობა აქვს, ჭეშმარიტი კი ─ შთამომავლობას გადასწვდება.

  ციტატის წყარო: „ფაუსტი“

  •  

შეხედეთ ამ ტლანქ, გულცივ ხალხს ─ მათთვის წუთიერი გართობაა მთავარი.

  ციტატის წყარო: „ფაუსტი“

  •  

ეცადეთ, რაც შეგწევთ, ცხოვრება თავად განიცადოთ, რადგან ბევრს უბრალოდ ცხოვრება უწევს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რას ნიშნავს ის სინამდვილეში.

  ციტატის წყარო: „ფაუსტი“

  •  

მაღალ სწრაფვათა მიღწევაზე ვინ იტყვის უარს?! მაგრამ გარეგნულ ბრწყინვალებას ელტვიან უმალ.

  ციტატის წყარო: „ფაუსტი“

  •  

სულთა სამყარო დაგმანული ნუ გეგონება; გამოგფიტვია როგორც გული, ისე გონება.

  ციტატის წყარო: „ფაუსტი“

  •  

მოჩვენებითი საფრთხის გამო ვეძლევით განგაშს და მას დავტირით, რაც ჯერ კიდევ არ დაგვიკარგავს.

  ციტატის წყარო: „ფაუსტი“

  •  

თუმც ცნობილია: ძალზე ხშირად ადამიანი თავგამოდებით უღრენს იმას, რაც მასზე ბევრად მაღლა დგას, რადგან, ბრმად ქცეული და შურით სავსე, ვერ ეთვისება მშვენიერის ღვთაებრივ ძალას.

  ციტატის წყარო: „ფაუსტი“

  •  

ოღონდ საკუთარ თავისადმი ნდობა გაგაჩნდეს და სულ ადვილად მოევლება უკვე დანარჩენს.

  ციტატის წყარო: „ფაუსტი“

  •  

რისი მოსმენაც აღაშფოთებთ უბიწო ყურებს, ის ტკბილ ოცნებად ესახებათ უბიწო გულებს.

  ციტატის წყარო: „ფაუსტი“

  •  

იქნებ, ერთიც კი ვერ მოძებნოთ ამქვეყნად, ვინც ნამდვილად აზრიან წიგნებს კითხულობს. ახალგაზრდებზე ხომ არაფერს ვამბობ ─ არ მგონია, რაიმე გამოვიდეს მათგან.

  ციტატის წყარო: „ფაუსტი“

  •  

მე ვარ ნაწილი მთელი იმ ნაწილისა, ვისაც სწადია ქმნას ბოროტი, მაგრამ იქმს კეთილს.

  ციტატის წყარო: „ფაუსტი“

  •  

მათემატიკოსები ფრანგებივით არიან: როცა მათ ესაუბრები, ყველაფერს თავიანთ ენაზე თარგმნიან ─ და უცებ ყველაფერი სულ სხვა რამ ხდება.

  •  

ცოდნა, რომელიც გამაჩნია, ყველას შეუძლია შეიძინოს, მაგრამ ჩემი გული მხოლოდ მე მეკუთვნის.

  •  

ქცევა ის სარკეა, სადაც თითოეული ჩვენგანი საკუთარ სახეს აჩვენებს.

  •  

მხდალი და ლაჩარი მხოლოდ მაშინ იმუქრება, როცა თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

  •  

„დაყავი და იბატონე!“ ─ გაჰყვირიან პოლიტიკოსები. „გააერთიანე და უხელმძღვანელე“ ─ ეს კი სიბრძნის მოწოდებაა.

  •  

თესვა ისე ძნელია არაა, როგორც მოსავლის აღება.

  •  

მხოლოდ ცოდნა არაა საკმარისი ─ ცოდნა უნდა გამოვიყენოთ. მხოლოდ სურვილი არაა საკმარისი ─ უნდა ვიმოქმედოთ.

  •  

ვერავინ ვერ შეძლო სრულად შეეცნო საკუთარი თავი.

  •  

წერილები ყველაზე მნიშვნელოვანი სამახსოვრო რამაა მათ შორის, რასაც კი ადამიანი ამ ქვეყნად ტოვებს.

  •  

ერთი ბავშვებსა და ჩიტებს უნდა ვკითხოთ, თუ რა გემო აქვს ალუბალსა და მარწყვს.

  •  

მე შემიძლია გითხრა, ჩემო კეთილო მეგობარო, თუ რისი უნდა გჯეროდეს: მიჰყევი ცხოვრებას ─ ის გასწავლის უკეთ, ვიდრე წიგნი ან ორატორი.

  •  

ათი წლით ადრე თუ გვიან დაბადებულ ადამიანთა მთელი წარმოდგენები შესაძლოა განსხვავებული იყოს.

  •  

მოდით, ყველამ ერთად დავგავოთ ჩვენი სახლ-კარის წინა ნაწილი და მთელი მსოფლიო სუფთა იქნება.

  •  

უბედნიერესია ის, მნიშვნელობა არ აქვს მეფეა თუ გლეხი, ვინც სახლში სიმშვიდეს იპოვის.

  •  

უმჯობესია, რომელიმე მეგობრისგან მოტყუებული დარჩე, ვიდრე თავად შენ მოატყუო ისინი.

  •  

ყველაზე სასაცილოა სურვილი, რომ ყველას მოსწონდე.

  •  

თუ კაცს სურს, რომ რაიმე დიდს მიაღწიოს, მან საკუთარი თავი იმაზე დიდად უნდა ჩათვალოს, ვიდრე სინამდვილეში არის.

  •  

რომელი მთავრობაა საუკეთესო? ─ ის, რომელიც გვასწავლის, როგორ ვმართოთ საკუთარი თავი.

  •  

მსოფლიო მუდამ ერთი და იგივეა.

  •  

ლიტერატურული დაღმასვლა ერის დაღმასვლის მომასწავებელია.

  •  

ღმერთს რომ ჩემი სხვაგვარობა სდომოდა, იგი მე სხვაგვარს გამაჩენდა.

  •  

დედამიწა მოსაცდელი დარბაზია იმ ქვეყნად გასამგზავრებლად.

  •  

ვფიქრობ, მათზე უკეთესი ვარ, ვინც ჩემს რეფორმირებას ცდილობს.

  •  

ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ბავშვების ჩვენივე წარმოდგენებით ფორმირება; უნდა მივიღოთ და გვიყვარდეს ისინი ისეთები, როგორებიც ღმერთმა მოგვცა.

  •  

ძალიან ცოტას აქვს რეალობის აღქმის უნარი.

  •  

ყველაფერი ამ ქვეყნად მხოლოდ წუთიერი და წარმავალია.

  •  

რაიმე რომ შექმნა, აუცილებლად უნდა იყო ვინმე.

  •  

არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი, როგორც იმაში, თუ რა მიაჩნია მას სასაცილოდ.

  •  

კანონი ძლიერია, ოღონდ უფრო ძლიერია გაჭირვება.

  •  

ხასიათი თავისთავად, ცხოვრების დინებაში ყალიბდება.

  •  

ჩვენ ხშირად ვფლანგავთ მთელ დღეს, რადგან გვახსოვს, რომ არსებობდა გუშინდელი დღე და გვჯერა, რომ დადგება ხვალინდელი დღეც.

  •  

თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს ქვა ესროლო, რომელიც გიყეფს, მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევ.

  •  

ცხოვრებაში მთავარი ცხოვრებაა, და არა ცხოვრების შედეგი.

  •  

ცისარტყელა ცაზე 15 წუთის განმავლობაში რომ ჩანდეს, არავინ მიაქცევდა მას ყურადღებას.

  •  

ინდივიდუალურობის არსებობისთვის გარკვეული ნაკლოვანებებიც საჭიროა.

  •  

იმედი უბედურთა მეორე სულია.

  •  

სიცოცხლე არის ისეთი გამოცდილება, რომლის გამოც სიამოვნებით აღარ ვკვდებით.

  •  

ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივი პრივილეგიაა.

  •  

მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი.

  •  

ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს.

  •  

არაბუნებრივი ძალიან ბუნებრივი რამაა.

  •  

შეუძლებელია ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად.

  •  

ხშირად კარგავენ დროს უსარგებლო ამბების კითხვაში. კაცმა მხოლოდ ის უნდა წაიკითხოს, რაც აღტაცების ღირსია.

  •  

სრული ბედნიერების ჟამს თითოეული დღე მთელი სიცოცხლეა!

  •  

თუკი ჭაბუკი ყველამ შეიძულა, ჩანს, ის რაღაცას წარმოადგენს.

  •  

არაფერი ისე არ ასახავს ადამიანის ხასიათს, როგორც ის, რაზეც იგი იცინის.

  •  

როცა იდეა მარცხდება, საქმეში აქტიურად ერთვებიან სიტყვები.

  •  

ჩვენ არასდროს ვტყუვდებით ─ ჩვენ თავადვე ვიტყუებთ საკუთარ თავს.

  •  

არავინ არ იმყოფება ისეთ უიმედო მონობაში, როგორც ისინი, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ბოლომდე თავისუფალია.

  •  

ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დავაპატიმროთ და მივუსაჯოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, და ის თავის თავში იპოვის პასუხს კითხვაზე ─ რატომ?

  •  

სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.

  •  

დიდი რევოლუციის მოხდენაში ხალხი კი არ არის დამნაშავე, არამედ ─ მთავრობა.

  •  

გამოუყენებელი სიცოცხლე ადრეული სიკვდილის ტოლფასია.

  •  

სიღატაკის დანახვა შურიანებს არ აშფოთებთ.

  •  

შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, როცა ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვატაროთ ის.

  •  

ქალი ყოველი არსის გვირგვინია.

  •  

თუნდაც აუსრულებელი მაღალი მიზნები უფრო ძვირფასია, ვიდრე აღსრულებული მდაბალი მიზნები.

  •  

არსებობენ ცრუხელოვანნი ─ დილეტანტები და სპეკულიანტები. პირველნი ხელოვნებაში იღწვიან გართობისათვის, მეორენი ─ გამორჩენისათვის.

  •  

შინაგანი სამყაროს გადმოცემა ბგერებით, ყოველგვარი სხვა საშუალებების გარეშე, მუსიკის უდიდესი და უძვირფასესი თვისებაა.

  •  

ადამიანი იმას აქებს, ვისიც სწორად და ტოლად თავისი თავი მიაჩნია.

  •  

ადამიანი, რომელიც წვრილმანებისთვის ზრუნავს, სთესს ცრუ მედიდურობას და იმკის სასოწარკვეთილებას.

  •  

ადამიანი თავის თავს არ ცნობს გონების თვალით, არამედ გამოცდილებით, და ისიც მხოლოდ მაშინ, როცა შეუდგება მოვალეობის აღსრულებას.

  •  

ადამიანის თვისებაა ჰკიცხოს ყოველივე ის, რისი უნარიც თვითონ არ აქვს.

  •  

იყავი გულკეთილი და ხშირად გაუმეორე კეთილი სიტყვები ისეთ ხალხს, ვინც გულმავიწყია.

  •  

კაცის მანერები მისივე პორტრეტია, რომელშიც იგი თავის ნამდვილ სახეს აჩვენებს.

  •  

იზრდება ცოდნა ─ იზრდება ეჭვი.

  •  

„პატარა კაცი“ მაინც კაცად ითვლება.

  •  

მოქმედება გამჭრიახობის გარეშე ─ ეს ხომ საშინელებაა.

  •  

შეგიძლია თავი მკვდრად ჩათვალო, თუ არავის ნდობა არ გაქვს.

  •  

ცხოვრების თითოეული საფეხური გვიჩვენებს, რომ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს.

  •  

ყოველდღე სასურველია, თუნდ ერთი პატარა სიმღერა მოვისმინოთ, წავიკითხოთ ერთი კარგი ლექსი, შევხედოთ რაიმე ჩინებულ სურათს, და თუ შესაძლებელია, რამდენიმე ჭკვიანური სიტყვა წარმოვთქვათ.

  •  

ყოველი ავტორი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვაჩვენებს თავის ნამდვილ სახეს მისივე ნაშრომში, მიუხედავად იმისა, ჰგავს ეს სახე მის იმჟამინდელ მდგომარეობასა და ყოფას თუ არა.

  •  

თუ გინდა, რომ შეიცნო ადამიანის გონება, უბრალოდ ყური დაუგდე მას.

  •  

სიყვარულს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ მოვალეობას ─ მასზე მეტი.

  •  

სიცოცხლე ჩვენი ბავშვობის მარადისობაა.

  •  

მაგია ─ ეს ხომ თვითდაჯერებაა, და თუ შენ ამას შეძლებ, შეგიძლია ჩათვალო, რომ ყველაფერი შეგიძლია.

  •  

როგორც კი საკუთარ თავს ნდობას გამოუცხადებ, უკვე გეცოდინება, როგორ უნდა იცხოვრო.

  •  

არაფერი ფასობს ისე, როგორც ერთი დღე.

  •  

არაფერი ისე არ ასახავს ადამიანის ხასიათს, როგორც ის, რაზეც იგი იცინის.

  •  

არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე იმის დანახვა, რომ ვიღაცის მოქმედებაში დიდი უვიცობა დევს.

  •  

არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე უგემოვნო წარმოსახვის გრძნობა.

  •  

პიროვნულობა ხელოვნებასა და პოეზიაში უმნიშვნელოვანესია.

  •  

ადამიანის „სანახევრო ცოდნა“ ხშირად სხვისი ცოდნისგან მომდინარეობს.

  •  

ყველაზე ძნელი საქმე შენ თვალწინ მომხდარის გაანალიზებაა.

  •  

ადამიანის გონება შეუზღუდავია.

  •  

ის, ვინც პირველი ღილი არასწორად შეიკრა, ბოლოს მაინც ვერ შეიკრავს სწორად.

  •  

შეცდომაა, იოცნებო საკუთარ თავზე იმაზე მეტად, ვიდრე გეკუთვნის ─ და დააფასო ის იმაზე ნაკლებად, ვიდრე ღირხარ.

  •  

სიღრმეში არაფერია ─ ის, რაც შიგნითაა, უკეთ გარეთ იჩენს თავს.

  •  

ვინც გვასწავლის, მას მოძღვარს ვუწოდებთ, მაგრამ ყველა მასწავლებელი ამ სახელის ღირსი არ არის.

  •  

განა სიყვარულს რაიმე საერთო აქვს გონებასთან?

  •  

ჩვენ მხოლოდ არავინ უნდა ვიყოთ, მაგრამ გვწადია ყველაფერი ვიყოთ.

  •  

დარწმუნება არ არის დასაწყისი, არამედ დაბრკოლებაა გრძელვადიან შემეცნებაში.

  •  

ყველა ქურდთაგან ყველაზე მავნეა სულელი ─ ის გვპარავს დროსა და ნერვებს.

  •  

სიყვარული იდეალურია, ოჯახის შექმნა ─ რეალური. იდეალურისა და რეალურის შერევა არასოდეს ხდება საზღაურის გარეშე.

  •  

ამბობენ, ორ სხვადასხვა აზრს შორის ჭეშმარიტება დევსო, არავითარ შემთხვევაში ─ ამ დროს შუაში პრობლემაა.

  •  

საკუთარი არასრულყოფილების შეგნება სრულყოფილებასთან გვაახლოებს.

  •  

მშვენიერი თვისებაა ადამიანისთვის რაიმე ახლის დაუყოვნებლივ დაწყების სურვილი.

  •  

მხოლოდ ისაა თავისუფლებისა და სიცოცხლის ღირსი, ვინც ყოველდღე იბრძვის მისთვის.

  •  

ის, ვინც ეძებს, ვალდებულია შეცდეს და აირიოს.

  •  

რისიც არ ესმით, იმას არ ფლობენ.

  •  

ცხოვრებაში საქმე ცხოვრებას ეხება და არა მის შედეგს.

  •  

ადამიანები არ დაიტანჯებოდნენ ასე ძლიერ, რომ არ გაეღვივებინათ წარმოსახვის უნარი ─ არ ემახსოვრებოდათ უსასრულოდ წარსული წყენა და იცხოვრებდნენ უწყინარი აწმყოთი.

  •  

უფრო ადვილია მოკვდე, ვიდრე ფეხზე მდგარმა აიტანო წამებულის ტვირთი.

  •  

როცა საკუთარი თავი დავკარგეთ, ყველაფერი დაიკარგა ჩვენთვის.

  •  

ის, ვინც პირველ ადგილზე ზის, მთავარ როლს იშვიათად თამაშობს.

  •  

ადამიანს ძალიან ცოტა მიწა სჭირდება, რათა სიკეთე ჰბადოს ─ და კიდევ უფრო ცოტა, რათა განისვენოს.

"დიდი ჭკუის წინაშე თავს ვხრი, ხოლო დიდი გულის წინაშე მუხლებზე ვდგები...“

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]