შინაარსზე გადასვლა

კარლ გუსტავ იუნგი

ვიკიციტატიდან
(გადმომისამართდა კარლ იუნგი-დან)
კარლ იუნგი

კარლ გუსტავ იუნგი (Carl Gustav Jung; დ. 26 ივლისი, 1875, კესვილი, თურგაუ, შვეიცარია — გ. 6 ივნისი, 1961, კიუნახტი, ციურიხის კანტონი, შვეიცარია) — შვეიცარიელი ფსიქიატრი და ანალიტიკური ფსიქოლოგიის დამფუძნებელი.

ციტატები

[რედაქტირება]

თუ ნიჭიერი ადამიანი ხართ, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მიიღეთ ცხოვრებისგან და შეგიძლიათ რაიმე გასცეთ.

ზოგჯერ ხელები უმკლავდებიან იმ თავსატეხს, რომლის წინაშეც ინტელექტი უძლურია.

ყველაფერმა, რაც სხვებში გაღიზიანებთ, შესაძლოა, საკუთარი თავის გაგებამდე მიგიყვანოთ.

უნდა შეძლოთ საკუთარ გულში ჩახედვა; ვინც გარეთ იყურება, მხოლოდ სიზმრებს ხედავს, ხოლო საკუთარ თავს ვინც უყურებს, ის ფხიზლდება.

  •  

საკუთარი სიბნელის შემეცნება საუკეთესო მეთოდია სხვათა სიბნელის განსაკურნებლად.

  •  

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვუყურებთ ჩვენ საგნებს და არა იმაზე, თუ როგორია ის სინამდვილეში.

  •  

ადამიანები აკეთებენ ყველაფერს, ყოვლად აბსურდულ ქმედებებსაც კი, რათა თვალი არ გაუსწორონ საკუთარ სულს. ისინი მიმართავენ ინდურ იოგებსა და სავარჯიშოებს, იცავენ მკაცრ დიეტებს, სწავლობენ მთელი მსოფლიოს ლიტერატურას — ამ ყველაფერს კი იმიტომ აკეთებენ, რომ გაექცნენ საკუთარ თავს, მათ მცირეოდენი რწმენაც კი არ აქვთ, რომ საკუთარ სულში რაიმე ღირებულს აღმოაჩენენ.

  •  

ორი პიროვნების შეხვედრა ორი ქიმიური ნივთიერების კონტაქტს ჰგავს: თუ მათ შორის რაიმე რეაქცია არსებობს, ორივე იცვლება.