მაჰათმა განდი
მოჰანდას კარამჩანდ განდი (ჰინდი: मोहनदास करमचन्द गांधी; გუჯარათი: મોહનદાસ કરમચંદ ગાંધી; ; სინდჰი: محاتما گاندهي; დ. 2 ოქტომბერი, 1869, პორბანდარი ― გ. 30 იანვარი, 1948, დელი) — ეროვნული წინამძღოლი ხალხისა, ბრიტანეთის მიერ მართულ ინდოეთში.
ციტატები
[რედაქტირება]კორუფცია და ფარისევლობა არ უნდა იყოს დემოკრატიის გარდაუვალი შედეგი, როგორც ეს დღესაა. |
დედამიწაზე მრავლადაა ხალხი, რომელიც იმდენად მშიერია, რომ ერთადერთი ფორმა, რომლითაც მათ შეიძლება ღმერთი მოევლინოს, პურია. |
თავიდან ისინი ძაღლადაც არ გაგდებენ, შემდეგ დაგცინიან, ბოლოს კი გებრძვიან- ასეთია გზა გამარჯვებისაკენ. |
მე მომწონს ქრისტე, მაგრამ მე არ მომწონს ქრისტიანები, რადგან ისინი ძალიან განსხვავდებიან ქრისტესგან. |
ერთადერთი საშუალება იცხოვრო - მდგომარეობს იმაში, რომ სხვასაც მისცე ცხოვრების უფლება. |
ციტატის წყარო: მაჰათმა განდი ციტატები
ძალადობით მოპოვებული გამარჯვება დამარცხების ტოლფასი და მოკლეა. |
ციტატის წყარო: მაჰათმა განდი ციტატები
ღმერთს არ გააჩნია რელიგია. |
ციტატის წყარო: მაჰათმა განდი ციტატები
ადამიანის ყვირილი ვერ ჩააღწევს იქ, სადაც სინდისის ჩუმი მშვიდი ხმა ისმის. |
ციტატის წყარო: მაჰათმა განდი ციტატები
სუსტებს არ შეუძლიათ პატიება. |
ციტატის წყარო: მაჰათმა განდი ციტატები
გინდა შეცვალო სამყარო? დაიწყე შენგან. |
ციტატის წყარო: მაჰათმა განდი ციტატები
იდეალის ფასი მისი მიღწევისთანავე ქრება. |
ციტატის წყარო: მაჰათმა განდი ციტატები