ლუციუს ანეუს სენეკა

ლუციუს ანეუს სენეკა (ლათ. Lucius Annaeus Seneca; დ. დაახლოებით ძვ. წ. 4, კორდუბა (კორდობა) — გ. 65, რომი) — რომაელი ფილოსოფოსი, ორატორი, დრამატურგი და იუმორისტი. სენეკა უფროსის ვაჟი.
ციტატები
[რედაქტირება]ბავშვები და ჭკუიდან შეშლილნი არ უფრთხიან სიკვდილს; და განა სამარცხვინო არ იქნება, თუ გონება ვერ გვაზიარებს იმ სიმშვიდეს და უშიშრობას, რასაც უგუნურება გვანიჭებს? |
ზოგიერთები იმიტომ გვეჩვენებიან დიდებად, რადგან მათ კვარცხლბეკთან ერთად ზომავენ. |
ხელი ხელსა ჰბანს. | |
Manus manum lavat. |
იარე არა იმ გზით, რა გზითაც სხვები დადიან, არამედ იმ გზით, რა გზითაც ძალგიძს იარო... |
ცეზარისთვის ბევრი დაუშვებელია, იმიტომ რომ მისთვის ყველაფერი შესაძლებელია. |
ოქროს ცეცხლით აკეთილშობილებენ, ქალს – ოქროთი, ხოლო მამაკაცს – ქალით. |
ვინც აისმა ნახა აღზევებული, მას დაისი ძირს დამხობილს ნახავს. |
ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია “ ( გამომცემლობა ხელოვნება 1989)
სხვა ხალხებზე ბატონობა ხანმოკლეა მარად. |
ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია “ ( გამომცემლობა ხელოვნება 1989)
ნუ დამშვიდდები წარმატებაში, ძნელბადობაში ნუ კარგავ იმედს. |
ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია “ ( გამომცემლობა ხელოვნება 1989)
სიძუნწე გახლავთ ღირსება მართ ოდენ დროის კარგვაში. |
ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია “ ( გამომცემლობა ხელოვნება 1989)
ვერავინ ამჩნევს, როგორ გადის სიჭაბუკე, მაგრამ როცა გასულია, ყველა ხედავს. |
ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია “ ( გამომცემლობა ხელოვნება 1989)
