სერენ კიერკეგორი
სერენ ები კიერკეგორი (დ. 5 მაისი, 1813 - გ. 11 ნოემბერი, 1855) — დანიელი ფილოსოფოსი და თეოლოგი, მიჩნეულია ეგზისტენციალიზმის ფუძემდებლად.
ციტატები
[რედაქტირება]მმართებს ვიპოვო ჭეშმარიტება, რომელიც მართებულია ჩემთვის, იდეა, რომლითაც მე ვიცოცხლებ და რომლისთვისაც მზად ვიქნები მოვკვდე. |
არსებობის ყველაზე უფრო მტკივნეული ნაწილია მოგონებები ჩვენს მომავალზე, მომავალზე, რომელიც არასდროს დადგება. |
ღმერთი სიყვარულის გარეშე - ადამიანია. |
მე ასე მწამს: რაც უფრო მეტად იტანჯება ადამიანი, მით უფრო კარგი იუმორის გრძნობა აქვს მას. ჩვენ მხოლოდ უკიდურესი ტანჯვისას ვაფასებთ ჯეროვნად იუმორის მნიშვნელობას. |
ადამიანის გონების ვალია იმის გაგება, რომ ბევრი რამ არსებობს ისეთი, რასაც ვერ გაიგებს. |
სიმართლე ხაფანგივითაა: მას ვერ დაიჭერ, თუ თავად არ დაგიჭირა. |
რა უფრო რთულია, გამოაღვიძო ის, ვინც სთვლემს, თუ ის, ვისაც ჰგონია, რომ მას უკვე ღვიძავს? |
ჩვენი ცხოვრება მისტერიაა, რომელშიც უნდა იცხოვრო და არა პრობლემა, რომელიც საჭიროებს მოგვარებას. |
მიმაკუთვნო ხალხის რომელიმე კატეგორიას, ეს ჩემი პიროვნების უარყოფაა. |
თუ მე გავრისკე და დავმარცხდი, არაფერია, ცხოვრება დამეხმარება მისივე დარტყმის გადატანაში. მაგრამ მაშინ ვინ-ღა დამეხმარება, თუ მე არასდროს გავრისკავ, ვინ ? |
როცა ბოლომდე შეაბიჯებ სიყვარულის სამეფოში, სამყარო,მიუხედავად მისი არასრულფასოვნებისა, ხდება საუცხოოდ მშვენიერი და შედგება მხოლოდ სიყვარულის გამოხატვის შესაძლებლობებისაგან. |
ბგერა შეაღწევს იქ, სადაც ვერ შეაღწევს მზის სხივი.(მოცარტთან დაკავშირებით) |
ყოველივე განისაზღვრება ყურით: გრამატიკის კანონები განისაზღვრება ყურით; კანონის გაგება განისაზღვრება ყურით; ფუნდამენტალური ბანი - ყურით. ამიტომვე, სხვა ცხოვრება გამოისახება, როგორც მთელი მუსიკა, როგორც დიადი ჰარმონია. ეჰა, შეძლებდნენ მაინც ჩემი ცხოვრების დისონანსები უმალ შეერწყან მას. |
სუბიქტურობის ნამდვილი სახელი ირონიაა. |
ტირანი კვდება და მასთან ერთად კვდება მისი ბატონობა; ხოლო წამებულის ბატონობა სწორედ მისი სიკვდილის შემდეგ იწყება. |
ცხოვრება თავსატეხი კი არ არის, რომელიც უნდა ამოხსნა, არამედ რეალობაა, რომელიც უნდა გამოსცადო |