შინაარსზე გადასვლა

სტივენ ჰოკინგი

ვიკიციტატიდან
(გადმომისამართდა სტივ ჰოკინგი-დან)

სტივენ უილიამ ჰოკინგი (ინგლ. Stephen William Hawking; დ. 8 იანვარი, 1942, ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი — გ. 14 მარტი, 2018) — ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

თუ დროში მოგზაურობა შესაძლებელია, მაშინ რატომ არ ჩანან დროში მოგზაურები?


  •  

შემინიშნავს, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია და ჩვენ ვერაფერს შევცვლით, გზაზე გადასვლამდე ყოველთვის იყურებიან აქეთ-იქით.


  •  

ჩემი მიზანი მარტივია - სამყაროს სრული შეცნობა, რატომ არის ასეთი და საერთოდ რატომ არსებობს.


  •  

აინშტაინი ცდებოდა, როცა თქვა, რომ ღმერთი კამათლებით არ თამაშობს. შავი ხვრელების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ღმერთი არა მარტო თამაშობს კამათლებით, არამედ ზოგჯერ გვაბნევს კიდეც, როცა ჩვენგან მიუწვდომელ ადგილას მოისვრის ხოლმე.


  •  

მიუხედავად იმისა, რომ 11 სექტემბერი საშინელება იყო, ის არ უქმნიდა საფრთხეს კაცობრიობის არსებობას, განსხვავებით ბირთვული იარაღებისგან.


  •  

ცხოვრება ტრაგიკული იქნებოდა, სასაცილო რომ არ იყოს.


  •  

ჩემი პოპულარობის უარყოფითი მხარე ისაა, რომ მსოფლიოს რომელ კუთხეშიც გინდა წავიდე, ყველგან მცნობენ. მუქი სათვალისა და პარიკის ტარება ჩემთვის საკმარისი არაა, სავარძელი ყოველთვის გამცემს.


  •  

ფუნდამენტურად განსხვავდება რელიგია, რომელიც ეფუძნება ავტორიტეტებს, და მეცნიერება, რომელიც დამყარებულია დაკვირვებასა და მსჯელობაზე. მეცნიერება გაიმარჯვებს, რადგან ის მუშაობს.


  •  

მე არანაირი სურვილი არ მაქვს, ვინმეს ვუთხრა, რისი სჯეროდეს. მაგრამ პირადად ჩემთვის, ღმერთის არსებობის საკითხი ნამდვილად ესადაგება მეცნიერებას. ბოლოს და ბოლოს, რთულია მოიფიქრო უფრო მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საიდუმლო, ვიდრე ის, თუ ვინ ან რამ შექმნა სამყარო და აკონტროლებს მას.


  •  

როცა მეკითხებიან, შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა, მე ვპასუხობ, რომ ეს კითხვა აზრს მოკლებულია. დიდ აფეთქებამდე დრო არ არსებობდა, ამიტომ არც ღმერთისთვის იყო დრო, რომ სამყარო შეექმნა. ეს დაახლოებით იგივეა, ეძებო მიმართულებები დედამიწის კიდისკენ. დედამიწა სფეროა და მას კიდეები არ გააჩნია. ამიტომ მისი ძებნა უნაყოფო და ფუჭი მცდელობაა.მე დამონებული ვარ...
სიმართლე გითხრა შენ უკვე ნანობ.


  •  

მეცნიერება წინასწარმეტყველებს, რომ მრავალი სხვადასხვა სახის სამყარო შეიძლება სპონტანურად შეიქმნას არაფრისგან. ამ სამყაროში რომ ვარსებობთ, უბრალოდ შემთხვევითობაა.


  •  

გალილეოს ალბათ ნებისმიერ სხვა ადამიანზე მეტად მიუძღვის წვლილი თანამედროვე მეცნიერების დაბადებაში.


  •  

სამყაროს საზღვარი ისაა, რომ მას საზღვრები არ გააჩნია.