შინაარსზე გადასვლა

უილიამ სომერსეტ მოემი

ვიკიციტატიდან
(გადმომისამართდა უილიამ სამერსიტ მოემი-დან)
უილიამ სომერსეტ მოემი

უილიამ სომერსეტ მოემი (ინგლ. William Somerset Maugham [ˈsʌməsɪt mɔːm]; დ. 25 იანვარი, 1874, პარიზი, საფრანგეთი ― გ. 16 დეკემბერი, 1965, ნიცა) — ინგლისელი დრამატურგი, მწერალი, რომანისტი, 1930-იანი წლების ყველაზე მაღალანაზღაურებადი ავტორი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

ფული მეექვსე გრძნობაა. ადამიანს იგი უნდა ჰქონდეს, რადგან მის გარეშე დანარჩენ ხუთს ვერ გამოიყენებს.


  •  

ადამიანი ისევე აღარ ეკუთვნის თავის თავს, როგორც ხომალდზე მიჯაჭვული მონა.


  •  

ადამიანისაგან ყველაფერია მოსალოდნელი.


  •  

ადამიანი ხალხში ყოფნისას ცდილობს სხვაგვარად მოგაჩვენოს თავი, ისეთად, როგორიც, მისი აზრით, უფრო მოეწონება საზოგადოებას. მის ნამდვილ სახეს მხოლოდ იმ წვრილმანი საქმეებით შეიცნობთ, რომლებიც შეუგნებლად ჩაიდინა; და კიდევ - სახის გამომეტყველების უნებლიე შეცვლით. ხანდახან ადამიანები ისე სრულყოფილად ატარებენ არჩეულ ნიღაბს, რომ დროთა განმავლობაში ეს ნიღაბი მათ ნამდვილ სახედ იქცევა.