ერნესტო ჩე გევარა
ერნესტო ჩე გევარა (დ. 14 ივნისი 1928, როსარიო, არგენტინა — გ. 9 ოქტომბერი1967, ლა-იგერა, ნოლივია)— არგენტინელი ექიმი, მარქსისტი რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, კუბის პარტიზანული ლიდერი. მისი სტილიზებული სახე გახდა წინააღმდეგობის საყოველთაოდ გავრცელებული კონტრკულტურული სიმბოლო და სახალხო კულტურის გლობალური ნიშანი.
ციტატები
[რედაქტირება]კაცი მაშინ აღწევს თავის სრულ ადამიანურ მდგომარეობას, როდესაც ის არ მოქმედებს ისეთი ფიზიკური აუცილებლობით, რომ საკუთარი თავი ნივთივით გაყიდოს. |
ციტატის წყარო: ჩე გევარა, ადამიანი და სოციალიზმი კუბაში.[1]
დიდია განსხვავება თავისუფალ საწარმოო განვითარებასა და რევოლუციურ განვითარებას შორის. ერთ მათგანში, სიმდიდრე თავმოყრილია მთავრობის მეგობარი, კარგად მოსაქმე იღბლიანი უმცირესობის ხელში, მეორეში კი სიმდიდრე ხალხის მემკვიდრეობაა. |
ციტატის წყარო: ჩე გევარა[2]
საქმე ის კი არაა, რამდენი გირვანქა ხორცის შეჭმა შეუძლია ერთ ადამიანს, წელიწადში რამდენი ხნით შეუძლია პლაჟზე წასვლა ან რამდენი უცხოური მოსართავის შეძენა შეუძლია თავის ხელფასით, არამედ საქმე სინამდვილეში იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდი სრულყოფილად გრძნობდეს თავს, უფრო მეტი ეროვნული სიმდიდრითა და პასუხისმგებლობით. |
ციტატის წყარო: ჩე გევარა[3]
უმრავლესობისთვის უხილავი და ბრმა კაპიტალიზმის კანონები პიროვნებაზე ისე მბრძანებლობს, სულ არ აინტერესებს თუ რას ფიქრობს ის მის შესახებ. ის მხოლოდ მის წინ არსებულ ჰორიზონტის უსასრულო სივრცეს ხედავს. კაპიტალიზმის პროპაგანდისტები მისი დახატვისთვის და წარმატების შესაძლებლობის დემონსტრირებისთვის იშველიებენ როკფელერის მაგალითს, მიუხედავად იმისა, მართალია ის თუ არა. სიღარიბისა და გაჭირვების ოდენობა სწორედაც რომ აუცილებელია როკფელერის გამოჩენისთვის, ხოლო უზნეობის ოდენობა რომელიც ამხელა ქონების დაგროვების იღბალს წარმოშობს, ნახატის მიღმა რჩება და ხალხი მას როგორც წესი, ყოველთვის ვერ ხედავს. |
ყოველდღიურად იბრძოლეთ იმისათვის, რომ ადამიანური სიყვარული ყველასათვის სამაგალითო ქმედებად გადაიქცეს და ამავე დროს „მამოძრავებელი ძალა“ გახდეს. |
ციტატის წყარო: ჩე გევარა, ადამიანი და სოციალიზმი კუბაში.[4]
უპირველესად, ყოველთვის შეგწევდეთ იმის უნარი, რომ ღრმად შეიგრძნოთ ვინმეს მიმართ ჩადენილი ნებისმიერი უსამართლობა, ყველგან მსოფლიოში. ეს რევოლუციის ყველაზე მშვენიერი თვისებაა. |
ციტატის წყარო: ჩე გევარა[5]
სადაც არ უნდა შევხვდეთ უეცარ სიკვდილს, დაე მივესალმოთ მას, იმ პირობით, რომ ჩვენი ბრძოლის ხმა მისწვდება ვიღაცის ყურს, მეორე მხრივ კი შესაძლოა ის ჩვენს იარაღებს დაეპატრონოს. |
ციტატის წყარო: ჩე გევარა[6]
თუ ყოველ უსამართლობაზე შენ აღშფოთებისგან ცახცახებ, მაშინ ჩემი მეგობარი ხარ. |
ციტატის წყარო: The Quotable Rebel : Political Quotations for Dangerous Times (2005) by Teishan Latner, გვ. 112
არ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი იმაში, რომ გვაქვს რაღაც, რისთვისაც ვცხოვრობთ, თუ მზად არ ვართ მოვკვდეთ მისთვის. |
ციტატის წყარო: Wise Guys : Brilliant Thoughts and Big Talk from Real Men (2005) by Allan Zullo, გვ. 36
დუმილი სხვა საშუალებების მიერ განხორციელებული არგუმენტია. |
ციტატის წყარო: Secrets to a Richer Life: Illuminating Wisdom from the Human Family on the 12 Ultimate Questions (2005) by Earl Ernest Guile
არც ქრისტე ვარ და არც ფილანთროპი, მოხუცი ქალი, მე ქრისტეს სრულიად საპირისპირო ვარ... ჩემს განკარგულებაში არსებული ყველანაირი იარაღით ვიბრძვი იმისთვის, რაც მჯერა და ვცდილობ სხვა ადამიანს სიცოცხლე მოვუსწრაფო, რის შემდეგაც არც ჯვარზე გამაკრავენ და არც სხვა რამეზე. |
ციტატის წყარო: წერილი დედამისს (15 ივლისი, 1956), Che Guevara: A Revolutionary Life (1997) — Jon Lee Anderson ISBN 0802116000
მე არ ვარ განმანთავისუფლებელი. განმანთავისუფლებლები არ არსებობენ. ხალხი საკუთარ თავს თვითონ ათავისუფლებს. |
ციტატის წყარო: მოხსენება მექსიკაში (1958) Kaplan AP World History 2005 (2004) edited by the Kaplan staff, გვ. 240
თუ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეუძლია კარგი თქვას წინა მთავრობაზე, ეს საკმაირისია იმისთვის, რომ მე იგი დავხვრიტო. |
ციტატის წყარო: Cuba and the Rule of Law (1962), compiled by the International Commission of Jurists, Geneva, გვ. 185
რევოლუცია ვაშლი არაა, რომ დამწიფდეს და ჩამოვარდეს. ის შენ უნდა ჩამოაგდო. |
ციტატის წყარო: Intercontinental Press (Vol. 3 January-April 1965); also, in Che Guevara speaks: Selected Speeches and Writings (1967)
არ ვარ დაინტერესებული მშრალი ეკონომიკური სოციალიზმით. ჩვენ ვებრძვით სიღარიბეს, თუმცა ამავე დროს ვებრძვით გასხვისებასაც. |
ციტატის წყარო: The Many Faces of Socialism Comparative Sociology and Politics (1983) by Paul Hollander, გვ. 224, ISBN 0887387403
ადამიანი შესაძლოა ძალზედ გამდიდრდეს, მაგრამ არასოდეს არ უნდა დაკარგოს სისათუთე. |
ციტატის წყარო: Essential Care : An Ethics of Human Nature (2008) by Leonardo Boff, გვ. 82
ვიცი, ჩემს მოსაკლავად მოხვედით. მესროლეთ, თქვენ მხოლოდ ადამიანის მოკვლას აპირებთ. |
ციტატის წყარო: Summary of various accounts of Che Guevara's Death at George Washington University
სურვილი, შესწირო მთელი შენი სიცოცხლე უკეთილშობილეს იდეალებს ფუჭია თუ მარტო მუშაობ. |
ციტატის წყარო: "On Revolutionary Medicine"
ერთი ადამიანის სიცოცხლე მილიონჯერ უფრო ფასეულია, ვიდრე მსოფლიოს ყველა უმდიდრესი ადამიანის ქონება ერთად აღებული. |
ციტატის წყარო: "On Revolutionary Medicine"
ხალხის მადლობა უფრო გადამწყვეტი და უფრო მტკიცეა, ვიდრე ის ოქრო, რაც კი შესაძლოა მოიხვეჭო. |
ციტატის წყარო: "On Revolutionary Medicine"
ჩვენი და სრულიად ამერიკის მტერია ამერიკის შეერთებული შტატების მონოპოლისტი მთავრობა. |
ციტატის წყარო: "On Revolutionary Medicine"
საბოლოო და ყველაზე მნიშვნელოვანი რევოლუციური შთაგონება: იმის ხილვა, რომ ადამიანები გათავისუფლებული არიან საკუთარი გასხვისებისგან. |
ციტატის წყარო: ჩე გევარა, ადამიანი და სოციალიზმი კუბაში.[7]
თუ თქვენ იპოვით გზას ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, მაშინ ამ გზას არსაით მიჰყავხართ. |
იყავით რეალისტები, მოითხოვეთ შეუძლებელი. |
რეალობაში მცხოვრებმა მოითხოვეთ წარმოუდგენელი. |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება]- Time 100 : Che Guevara
- Moreorless.au.com - Hero File profile and timeline
- The Che Guevara internet archive - contains written works, pictures, and speeches
- Che Guevara page which includes many articles and much information
- "The Death of Che Guevara: Declassified" by Peter Kornbluh, a summary of various accounts of Che Guevara's Death at George Washington University
სქოლიო
[რედაქტირება]- ↑ Man and Socialism in Cuba by Che Guevara
- ↑ Kellner 1989, გვ. 59.
- ↑ Kellner 1989, გვ. 75.
- ↑ Man and Socialism in Cuba by Che Guevara
- ↑ Guevara 2009, გვ. 167.
- ↑ Obituary: Che Guevara, Marxist Architect of Revolution by Richard Bourne, The Guardian, October 11, 1967
- ↑ Man and Socialism in Cuba by Che Guevara