გოდერძი ჩოხელი
გოდერძი ჩოხელი (დ. 2 ოქტომბერი, 1954 — გ. 16 ნოემბერი, 2007) — ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი.
ციტატები
[რედაქტირება]ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია და ყოველ მათგანს სათაურს ვუძებნი. |
ციტატის წყარო: „ადამიანთა სევდა" გამომცემლობა - ბაკმი საქართველო, თბილისი 2011 წ.
დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის. |
ციტატის წყარო: „ადამიანთა სევდა" გამომცემლობა - ბაკმი საქართველო, თბილისი 2011 წ.
სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებს წყვდიადს. |
ციტატის წყარო: „ადამიანთა სევდა" გამომცემლობა - ბაკმი საქართველო, თბილისი 2011 წ.
სანთელი შალის გულზე არ აინთება და კაცი კიდევ ძაღლის გულით ვერ იკაცებს... |
ციტატის წყარო: „ადამიანთა სევდა" გამომცემლობა - ბაკმი საქართველო, თბილისი 2011 წ.
- სიკვდილისა გეშინია? |
ციტატის წყარო: „ადამიანთა სევდა" გამომცემლობა - ბაკმი საქართველო, თბილისი 2011 წ.
ქალის სიყვარული დასაწყისია იმ დიდი სიყვარულისა, რასაც მარადიული სიცოცხლე ჰქვია. |
ციტატის წყარო: „ადამიანთა სევდა" გამომცემლობა - ბაკმი საქართველო, თბილისი 2011 წ.
ეეჰ, დედამიწავ! გაგისკდებოდა გული, რომ იცოდე, რა სევდას მგვრის, როცა შენს ბეჭებზე შავად ჩაცმულ ქართველ ქალს ვხედავ. |
ციტატის წყარო: „ადამიანთა სევდა" გამომცემლობა - ბაკმი საქართველო, თბილისი 2011 წ.
- რა გადარდებს? |
ციტატის წყარო: „ადამიანთა სევდა" გამომცემლობა - ბაკმი საქართველო, თბილისი 2011 წ.
- რა არის სიცოცხლე? |
ციტატის წყარო: „ადამიანთა სევდა" გამომცემლობა - ბაკმი საქართველო, თბილისი 2011 წ.
ციტატის წყარო: „წითელი მგელი“ გამომცემლობა - ბაკმი საქართველო, თბილისი 2011 წ.
რაა სიკვდილი? - ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრება. ზოგი დაბადებიდან გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს ამის შიში, სანამ სულ - ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს. |
ციტატის წყარო: „წითელი მგელი“ გამომცემლობა - ბაკმი საქართველო, თბილისი 2011 წ.
ხშირად გარბიან ადამიანები იქიდან, სადაც სიკვდილი ეგულებათ და იქით კი მირბიან, სადაც სინამდვილეში ელოდება ის. |
ციტატის წყარო: „წითელი მგელი“ გამომცემლობა - ბაკმი საქართველო, თბილისი 2011 წ.
თქვენ გინდათ თავისუფლება და ჩიტად ყოფნას იმიტომ ნატრობთ? მერედა თუ გიყვართ, რატომ იმონებთ ერთიმეორეს. თავისუფლება კი არა, უფრო მეტად ერთიმეორეს დამონება და დამცირება გიყვართ. |
ციტატის წყარო: „თევზის წერილები“ გამომცემლობა - ბაკმი საქართველო, თბილისი 2011 წ.
ადამიანები იმიტომაც ბერდებიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია, იმედის სითბო. ადამიანს, დაბადებიდან, სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს, რომ ერთხელაც იქნება... მაგრამ რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ - ნელა, რაც წლები გადის, თანდათან ქრება იმედის სითბო და მართალია სიკვდილამდე მაინც ღვივის მისი ნაპერწკლები ადამიანის სულში, მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს საიდანღაც მონაქროლის ამაოების ქარი. |
ციტატის წყარო: „სიყვარულის ცეცხლი“ გამომცემლობა - ბაკმი საქართველო, თბილისი 2011 წ.
სიყვარულთან ერთად, თუ სიყვარულის გარდა ამ ქვეყანაზე არსებობს ბედისწერა, რომელიც ყველაფერს თუ არა, თითქმის ყველაფერს განაგებს ადამიანის ამქვეყნურ შარაგზაზე, ზოგისთვის რომ მართლა შარაგზა არის და ზოგისთვის კი, მიხვეულ - მოხვეული, ეკლიანი ბილიკი. სიყვარული კი ისეთი ღვთიური გრძნობაა, გინდა შარაგზაზე იდგე და გინდა მიხვეულ - მოხვეულ, ეკლიან ბილიკზე, ამ გრძნობას უიღბლოს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ ის სიყვარულია!!! |
ციტატის წყარო: „სიყვარულის ცეცხლი“ გამომცემლობა - ბაკმი საქართველო, თბილისი 2011 წ.
როცა გზაზე ადამიანები ხშირად აღარ დადიან, გზამაც მოწყენა იცის. თანდათან ბელტდება და ვიწროვდება. მერე კი სულაც ნაგზევი ხდება და ემატება იმ სიტყვებს, როგორიცაა: ნასოფლარი, ნასაყდრალი, ნასახლარი, ნაფუძარი, ნაცოლარი, და ვინ იცის, კიდევ რამდენი სიტყვა შეემატოს ამ სიტყვებს, ვინ გაიგებს, როგორ ქარს წამოუბერავს ზენაარი დედამიწაზე, თუ ადამიანები საერთოდ დაივიწყებენ ისეთ სიტყვას, როგორიცაა - სიყვარული! |
ციტატის წყარო: „სიყვარულის ცეცხლი“ გამომცემლობა - ბაკმი საქართველო, თბილისი 2011 წ.
კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის - ნახევარი. და შენ, კუზიანო დედამიწავ, რამდენიც გენებოს, იტრიალე! |
ციტატის წყარო: ლექსი „ნატირალი“
- რა ჰქვია? |
ციტატის წყარო: „9 შეკითხვა სიყვარულის შესახებ“
- რას იტყვით, რა არის სიყვარული? |
ციტატის წყარო: „9 შეკითხვა სიყვარულის შესახებ“
- ბებოო? |
ციტატის წყარო: „9 შეკითხვა სიყვარულის შესახებ“
სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული. |
ციტატის წყარო: „9 შეკითხვა სიყვარულის შესახებ“
სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს! |
ციტატის წყარო: „9 შეკითხვა სიყვარულის შესახებ“
- შენ რომ სთხოვე ღმერთს, იმიტომ შეწყვიტა სეტყვის ჩამოყრა ციდან, ხო, დედიკო? – დარწმუნებულმა მაინც ვკითხე დედას. |
ციტატის წყარო: „ანგელოზთღამეობა“
მინდა ყველას გითხრათ, რომ ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია და ვისაც ცოცხალი გყავთ, ღმერთმა ყველას დიდხანს გიცოცხლოთ; ვისაც არა, ღვთის საუფლოში გაგინათლოთ. ამის სათხოვნელად ნამდვილად მივალ იმ ადგილზე, სადაც ღმერთი სურვილებს მისრულებდა ჩემს ბავშვობაში. |
ციტატის წყარო: „ანგელოზთღამეობა“
- მე შეიძლება გავგიჟდე. |
ციტატის წყარო: „აფრენა“
მაღალო ღმერთო! ეს მოთხრობა აღსარებად ჩამითვალე და ისე ნუ გააფერმკთალებ დედა-შვილობის მადლს, ისე ნუ მოგვაკლებ სიყვარულს, რომ დევებს უფრო ვეცოდებოდეთ ჩვენი ჩადენილი ცოდვებისათვის, ვიდრე ჩვენ ერთიმეორე. |
ციტატის წყარო: „დევების ნასოფლარი“
გზა ვერ იტევს უკაცობას. გზა სავსე არის მოლოდინით და ხალხით. გზას პირველს სტკივა ქვეყნის სატკივარი. გზა პირველი მოელის შინმოუსვლელთ. გზას პირველ მოაქვს სიხარული: |
ციტატის წყარო: „მოლოდინივით მძიმეა მიწა“
მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის. |
ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული. |
სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა... |
დედამიწაც ჩემი სულის გარშემო ბრუნავს. |
ამქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მას არ უსმენენ. მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო, თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში. |
სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი. |
მშვიდობით, ჯვარი გეწეროს, ღვთივ კურთხეულო სამყარო. ანგელოზები მეწვივნენ, სული ხორცს უნდა გავყარო. ერთსა გთხოვთ, ყველას, ნუ იტყვით, შენ ჩვენებური არ ხარო. |
– სულ შენ გადამირიე ეს ხალხი თორე, რაღა დროს ამათი ანა–ბანაა?! |
ციტატის წყარო: სამოთხის გვრიტები (ფილმი)
– აბა ეხლა ეს მითხარი, რატოა ტკბილი საქართველო? |
ციტატის წყარო: სამოთხის გვრიტები (ფილმი)