შინაარსზე გადასვლა

ევრიპიდე

ვიკიციტატიდან
ევრიპიდე
Bacchae

ევრიპიდე (დაახლ.480-406წ ძვ.წ) — ძველი ბერძენი ტრაგიკოსი, „ბრწყინვალე სამეულის“ მესამე წევრი, „მედეას“ ავტორი (პირველმა გამოიყვანა მედეა შვილებს მკვლელად).

Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ევრიპიდე


ციტატები

[რედაქტირება]
  •  

ცხოვრება ბრძოლას ნიშნავს.


  •  

ადამიანები ვერ შესძლებდნენ ეცხოვრათ, ღმერთებს რომ დავიწყების უნარი არ მიეცათ.


  •  

მკვდარს კი ნუ დაიტირებთ, არამედ დაიტირეთ ის, ვინც დაიბადა, რათა ებრძოლოს ცხოვრების სიმუხთლეს.


  •  

თავისუფალი ადამიანის წოდება ყველაზე ძვირფასი წოდებაა.


  •  

სილამაზე, ესაა დედოფალი, რომელიც ცოტა ხნით ბატონობს.


  •  

აუცილებლად დაქორწინდი, თუ კარგი ცოლი გარგუნა ღმერთმა, გამონაკლისი იქნები და თუ ცუდი-ფილოსოფოსი მაინც გახდები.


  •  

უმდიდრესი კაცი ისაა, რომელიც მცირედით კმაყოფილდება, რადგან ეს მეტყველებს მისი ბუნების სიმდიდრეზე.


  •  

სიმდიდრე კარგია, ჯანმრთელობა უკეთესი; ოღონდ იმას ვერ შეედრება, როცა ბევრ მეგობარს გულწრფელად უყვარხარ.


  •  

შემთხვევა მბრძანებლობს ადამიანს და არა ადამიანი მბრძანებლობს შემთხვევას.


  •  

დაელაპარაკე გრძნობებზე სულელს და იგი შენ ჩაგთვლის სულელად.


  •  

ბრძენი ხალხი თავიანთი მიმართულებებით დადიან.


  •  

არ გადმოყაროთ ცრემლები დღეს ძველი დარდებისთვის.


  •  

როცა კარგ ადამიანს სტკივა, ყველამ, ვისაც კარგი ადამიანი ეწოდება, მასთან ერთად უნდა განიცადოს ეს ტკივილი.