ვლადიმერ ლენინი
ვლადიმერ ილიას ძე ლენინი (ნამდვილი გვარი ულიანოვი) (რუს. Владимир Ильич Ленин, Ульянов) (დ. 10 აპრილი, 22 აპრილი, 1870, სიმბირსკი, ახლანდელი ულიანოვსკი ― გ. 21 იანვარი, 1924, დაბა გორკი, ახლანდელი ლენინსკიე გორკი, მოსკოვის ოლქი) — პროლეტარული რევოლუციონერი, კ. მარქსისა და ფ. ენგელსის საქმის განმგრძობი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის დამაარსებელი, ისტორიაში უდიდესი სოციალისტური რევოლუციისა და მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს შემქმნელი.
ციტატები
[რედაქტირება]სახელმწიფო - ძალადობის იარაღია გაბატონებული კლასის ხელში. |
ციტატის წყარო: თხზულებათა სრული კრებული (მესამე გამოცემა). - მოსკოვი.:გამომც. „პოლიტიზდატი“, ტ.XX, გვ.20.
მარქსის მოძღვრება ყოვლის შემძლეა, იმიტომ რომ იგი სწორია. |
ციტატის წყარო: წერილიდან: მარქსიზმის სამი წყარო და სამი შემადგენელი ნაწილი / ვლადიმერ ლენინი // საბჭოთა მასწავლებელი .- 1938 .- 9 მაისი .- N40 .- გვ.2
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება]- ლენინი, ვ., სპებ-ის ელექტრონული კატალოგი. ბიბლიოგრაფია.