ვლადიმერ ნაბოკოვი
ვლადიმერ ვლადიმერის ძე ნაბოკოვი (რუს. Владимир Владимирович Набоков) (* 22 აპრილი, 1899 ― გ.2 ივლისი, 1977) — რუსი-ამერიკელი მწერალი. პირველი ლიტერატურული ნაწარმოებები დაწერა რუსულად, თუმცა საერთაშორისო აღიარება, როგორც პროზაიკოსს, ინგლისურ ენაზე დაწერილმა რომანებმა მოუტანა.
ციტატები
[რედაქტირება]ავტორის უმაღლესი ოცნება: გარდაქმნას მკითხველი მაყურებლად. | |
Высшая мечта автора: превратить читателя в зрителя... |
ციტატის წყარო: „სასოწარკვეთა“
რაოდენ მეშინია. რაოდენ განვიცდი ავადმყოფობას. მაგრამ ჩემს თავს არავის დავუთმობ და არც ძალუძთ წამართვან. | |
Как мне страшно. Как мне тошно. Но меня у меня не отнимет никто. |
ციტატის წყარო: „მიპატიჟება სიკვდილით დასჯაზე“
წიგნები, რომელიც თქვენ ასე ძალიან გიყვართ, უნდა წაიკითხოთ და მიხვიდეთ იმ აღრფთოვანებამდე, რაც თქვენში კრთომასა და მძიმედ სუნთქვას გამოიწვევს. | |
Книги, которые вы любите, нужно читать, вздрагивая и задыхаясь от восторга. |
ციტატის წყარო: „ლექციები რუსულ ლიტერატურაზე“
მე ვგრძნობდი თითქოს ჩემი გულის ფეთქვა ყველგან ერთდროულად ვითარდება. | |
Я чувствовал, будто мое сердце бьется всюду одновременно. |
ციტატის წყარო: „ლოლიტა“
პირველი სიყვარულისგან გამოწვეული უზენაესი ბედნიერება ყოვლად უნიკალური და განუმეორებელია. | |
Густое счастье первой любви неповторимо. |
ციტატის წყარო: „კამერა ობსკურა“
ოჰ, ერთხელ მაინც მომეცით უფლება, რომ ვიყო სენტიმენტალური. ძალიან დამღლელია ცინიკოსად ყოფნა. | |
О, дайте мне хоть разок посентиментальничать. Я так устал быть циником! |
ციტატის წყარო: „ლოლიტა“
საკმარისად ვამაყობ იმით, რომ შემიძლია თავმდაბლად ვაღიარო, რომ ყველაფერი არ ვიცი. | |
Я в достаточной мере горд тем, что знаю кое-что, чтобы скромно признаться, что не знаю всего. |
ციტატის წყარო: „ლოლიტა“
ნუთუ შემეძლო მეცხოვრა სამი წელი შენს გარეშე და მცოდნოდა რითი მეცოცხლა და ვისთვის მეცოცხლა? | |
Неужели я жила эти три года без тебя и было чем жить и для чего жить? |
ციტატის წყარო: „მაშენკა“
თუკი მეტყოდნენ, რომ ამ საქციელის გამო ხვალვე დამსჯიჯდნენ - მიუხედავად ამისა, მაინც განვაგრძობდი მის ყურებას. | |
Если мне бы сказали, что за это меня завтра казнят - я все равно бы на нее смотрел. |
ციტატის წყარო: „კამერა ობსკურა“
უცნაურია, ფული მაქვს და ოცნება ოცნებად რჩება. | |
Странно, что вот деньги есть, а мечта остается мечтой. |
ციტატის წყარო: „კაროლი, დამა და ვალეტი“
მთელი მსოფლიო ცრემლებს დაესველებინა. | |
Весь мир был мокр от слез. |
ციტატის წყარო: „კამერა ობსკურა“
- რატომ ფიქრობ, რომ შევწყვიტე შენ მიმართ ინტერესი? | |
Почему ты думаешь, что я перестал тобой интересоваться?» |
ციტატის წყარო: „ლოლიტა“
ზოგჯერ ეს რუსები საუბრობენ ძალიან მგრძნობიარე რამეზე. ნუთუ იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ზამთარში მეტად ადვილია ფიქრი? | |
Иногда эти русские говорят очень дельные вещи. Не оттого ли, что зимой вообще лучше думается? |
ციტატის წყარო: „მაშენკა“
უნდა არსებობდეს ნიმუში, სადაც არსებობს მოუხერხებელი ასლი. | |
Должен же существовать образец, если существует корявая копия. |
ციტატის წყარო: „მიპატიჟება სიკვდილით დასჯაზე“
ყოველ ადამიანში, ამა თუ იმ დონეზე, ადგილი აქვს ორ საპირისპირო ძალას: განმარტოების საჭიროეაბას და ადამიანებთან ურთიერთობის სურვილს. | |
В каждом человеке в той или иной степени противодействуют две силы: потребность в уединении и жажда общения с людьми. |
ციტატის წყარო: „ლექციები რუსულ ლიტერატურაზე“
სასიკვდილო განაჩენი ანაზღაურდება სიკვდილის დროის ზუსტი ცნობით. | |
Смертный приговор возмещается точным знанием смертного часа. |
ციტატის წყარო: „მიპატიჟება სიკვდილით დასჯაზე“
მე, ჩემს თავს ვერავინ წამართმევს. | |
Меня у меня не отнимет никто. |
ციტატის წყარო: „მიპატიჟება სიკვდილით დასჯაზე“
არ შეიძლება საკუთარი ცხოვრების აყვავება უბედურების ნიადაგზე. ეს ცოდვაა ცხოვრების მიმართ. | |
Нельзя строить жизнь на песке несчастья. Это грех против жизни. |
ციტატის წყარო: „კამერა ობსკურა“
არსებობს მომენტები, როცა ყველაფერი ხდება ამაზრზენი, უძიროდ ღრმა, როცა გეჩვენება, რომ საშინელია ცხოვრება და კიდევ უარესი სიკვდილი. | |
Бывают такие мгновения, когда все становится чудовищным, бездонно-глубоким, когда, кажется, так страшно жить и еще страшнее умереть. |
ციტატის წყარო: „მაშენკა“
სულიერი და ფიზიკური შერწყმა მოხდა ჩვენი სიყვარულის ასეთ სრულყოფილ ეტაპზე, რომელიც არც კი დასიზმრებია დღემდე მძებნელ მოზარდს. | |
Духовное и телесное сливалось в нашей любви в такой совершенной мере, какая и не снилась нынешним на всё просто смотрящим подросткам. |
ციტატის წყარო: „ლოლიტა“
მისი პირველი უიღბლო სიყვარული იყო, რასაც ის დედის მიმართ განიცდიდა. | |
Любовь к матери была его первой несчастной любовью. |
ციტატის წყარო: „კაროლი, დამა და ვალეტი“
ყველგან ისეთი სიმშვიდე სუფევდა, მოულოდნელი სიმშვიდე, თითქოს დუმილი ვერ გაუძლებს და ეს-ესაა გაიცინებს. | |
Все было тихо, выжидательно тихо, казалось, что тишина не выдержит и вот-вот рассмеется. |
ციტატის წყარო: „კამერა ობსკურა“
ჩვენ ყველანი განწირულები ვართ. მაგრამ ზოგიერთი განწირულია სხვაზე მეტად. | |
Мы все обречены. Но некоторые обречены страшнее других. |
ციტატის წყარო: Собрание сочинений американского периода в 5 томах. Том 4. Ада или Радости страсти
იცი, სიკვდილის საშინელება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი ბედის ანაბარაა მიგდებული. | |
Знаешь, ужасно в смерти то, что человек совсем предоставлен самому себе. |
ციტატის წყარო: „ლოლიტა“
ჩვენ ვცხოვრობთ არა მარტო წარმოსახვით და იდეებით სავსე სამყაროში, არამედ ნივთების სამყაროში. სიტყვები, პრაქტიკული გამოცდილების გარეშე უმნიშვნელოა. | |
Мы живем не только в мире идей, но в мире вещей. Слова без практического опыта не имеют смысла. |
ციტატის წყარო: „ლოლიტა“
ხედავ მეგობარო, არ შეიძლება ოცნებები უწილადო ბანკს პროცენტის მიღების მიზნით. ქაღალდები არასანდოა და მაშასადამე პროცენტები - უსაფუძვლო. | |
Видишь ли, друг мой, мечты нельзя отдавать в банк под проценты. Это бумаги неверные; да и проценты - пустяшные. |
ციტატის წყარო: „კაროლი, დამა და ვალეტი“
ჩვენი სიყვარული ისევ კვლავინდებურ ფორმას იღებს, იმ გიჟური ზომებისგა განსხვავებით, რომელიც ასე ხშირად ამსხვრევს ჩამოყალიბებული ადამიანების ცხოვრებას. | |
Мы любили преждевременной любовью, отличавшейся тем неистовством, которое так часто разбивает жизни зрелых людей |
ციტატის წყარო: „ლოლიტა“
დრო, ცნობიერების გარეშე — ცხოველური სამყაროა. დრო, ცნობიერებასთან ერთად - ადამიანი. ცნობიერება, დროის გარეშე - არსებობის უმაღლესი საფეხური. |
რაც უფრო ძლიერ გიყვარს მოგონებები, მით უფრო ძლიერია სიყვარული. |
მე ვფიქრობ, როგორც გენიოსი. მე ვწერ, როგორც გარიყული მწერალი. მე ვსაუბრობ, როგორც ბავშვი. |
სიცოცხლე არის უმშვენიერესი რამ, რომელიც ჰგავს მზის ამოსვლას. რატომ არ შეიძლება სიკვდილი იყოს უფრო მშვენიერი. |
არაფერი გადმოგვცემს წარსულს ისე სრულყოფილად, როგორც სურნელი, რომელიც ოდესღაც წარსულთან ასოცირდებოდა. |
ერთ დამანგრეველ ტალღას არ შეუძლია ახსნას მთელი ზღვის საიდუმლოება. |
ლიტერატურის მხოლოდ ერთი სკოლა არსებობს და ეს არის ნიჭი. |
მწერალი კვდება, როცა მას აღელვებს ისეთი საკითხები, როგორიცაა — რა არის ხელოვნება და რაში მდგომარეობს მწერლის ვალი. |
ჩემი სურვილი მეტად მოკრძალებულია — სახელმწიფოს მეთაურის პორტრეტი არ უნდა აღემატებოდეს საფოსტო მარკის ზომას. |