მალალა იუსაფზაი
იერსახე
მალალა იუსაფზაი (პუშტუ ملاله یوسفزۍ, ინგლ. Malala Yousafzai; დ. 12 ივლისი, 1997, მინგორა) — პუშტუნი პაკისტანელი უფლებადამცველი, რომელიც მთელს მსოფლიოში ქალებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის გამოდის. მისი უფლებადამცველობითი საქმიანობის გამო, 2012 წლის 9 ოქტომბერს ძლიერად დაჭრეს ტერორისტული მოძრაობა „ტეჰრიკ-ი-თალიბან პაკისტან“-ის მებრძოლებმა. 2013 წელს მიიღო ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემია და სახაროვის პრემია. 2014 წელს გახდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ინდოელ კაილაშ სატიართისთან ერთად. პრემია გადაეცა „ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩაგვრასთან ბრძოლისა და ბავშვების განათლების უფლებისთვის“.
2014 წლის 29 ოქტომბერს მიენიჭა კიდევ ერთი პრესტიჟული პრემია, მსოფლიოს ბავშვთა პრემია, რომელსაც მედია ნობელის ბავშვთა პრემიას უწოდებს.
ციტატები
[რედაქტირება]- „ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს, ერთ კალამს შეუძლია შეცვალოს სამყარო. განათლება ერთადერთი გამოსავალია!“