შინაარსზე გადასვლა

ონორე დე ბალზაკი

ვიკიციტატიდან
ონორე დე ბალზაკი

ონორე დე ბალზაკი (ფრანგ. Honoré de Balzac დ. 20 მაისი 1799; გ. 18 აგვისტო 1850) — ფრანგი მწერალი, რეალისტი.

ციტატები

[რედაქტირება]

შაგრენის ტყავი (1831)

[რედაქტირება]
  •  

სამწუხაროდ, ფული არასოდეს გვაკლია ჩვენი ჟინის დასაკმაყოფილებლად, მხოლოდ სასარგებლო ან აუცილებელი საგნების ფასზე ვაჭრობთ: უდარდელად ოქროს ვესვრით მოცეკვავე ქალს და ვევაჭრებით მუშას, რომლის დამშეული ოჯახი ბეჩავი გასამრჯელოს მიღებას ელის.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

საზოგადოებრივი აზრი? — ეს ხომ ყოველ მეძავ ქალზე გარყვნილი არსებაა!...

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

მე მესმის, რომ კაცი სათამაშოდ მიდიოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ დროს უნდა მოხდეს, როცა ის თავის თავსა და სიკვდილს შორის არაფერს ხედავს, გარდა უკანასკნელი ხუთფრანკიანისა.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ადამიანი იშრიტება ორ ინსტიქტურად შესრულებულ აქტში, რომელიც აშრობს მისი არსებობის წყაროებს. ორი სიტყვა გამოხატავს ყოველ ფორმას: სურვილი და ძალა. ადამიანური მოქმედების ამ ორ საზღვარს შორის არსებობს კიდევ სხვა ფორმულა, რომელსაც ბრძენი ადამიანები ფლობენ – ცოდნა. სურვილი გვწვავს, ძალა გვანადგურებს, მაგრამ ცოდნა ჩვენს სუსტ ორგანიზმს მუდმივი მშვიდობიანობის მდგომარეობაში ტოვებს.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

უმჯობესია კაცი მკვდარი იყოს, ვიდრე უბედური.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ამ ქვეყანაზე არაფერია სრულყოფილი, გარდა უბედურებისა.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

მან თითქოს ყველა დაფარული აზრი ამოიკითხა და შეეშინდა საზოგადოებისა. მან საშინელი მარტოობა იგრძნო. ეს საზოგადოება აღარ ცდილობდა ნიღაბი აეფარებინა მის წინაშე, შეიძლება იმიტომ, რომ მას იგი გამოცნობილი ჰყავდა.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

შეყვარებულს სურს, თავის სატრფო აბრეშუმში გაახვიოს. უმეტეს შემთხვევაში კი მის სხეულს ჭუჭყიან ლოგინზე ეუფლება.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ყოველი თვითმკვლელობა მელანქოლიის ამაღლებული პოემაა.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

რა არის სიგიჟე, თუ არა სურვილისა და ძალის სიჭარბე?

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

თანაგრძნობა, რომელსაც ამაოდ ვეძებდი მაღალი საზოგადოების ცივ სფეროებში, აქ იყო, იგი ჭეშმარიტ ნელსაცხებელივით დამაამებელ მტკიცე განცდას წარმოადგენდა...

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ჩემი სიცოცხლე მოვათავსე არა გულში, რომელიც ტყდება, არა გრძნობაში, რომელიც ჩლუნგდება, არამედ ტვინში, რომელიც არ ცვდება. მე ყველაფერს იმიტომ მივაღწიე, რომ ბოლოს ყველაფერი უგულვებელვყავი.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ემილი ჟურნალისტი იყო, მას უქმად ყოფნით მეტი სახელი ფქონდა მოხვეჭილი, ვიდრე სხვები წარმატებით იხვეჭენ. იგი გაბედული, შთაგონებული და გესლიანი კრიტიკოსი იყო. მისი ღირსებანი ადვილად ასატას ხდიდნენ მის ნაკლთ. გულახდილი და დამცინავი იყო. მეგობარს პირში ათას ეპიგრამას მიახლიდა, მაგრამ თამამად და პატიოსნად იცავდა პირს უკან. ყველაფერს დასცინოდა, თვით თავის მომავალს. ფული არასოდეს ჰქონდა. ზარმაცი იყო, როგორც ყოველი ნიჭიერი კაცი. ერთ მოსწრებულ სიტყვაში მთელი წიგნის შინაარს დებდა და ცხვირ-პირში ესროდა ადამიანებს, რომელთაც ერთი სიტყვის ჩადება არ სურთ მთელ წიგნში. უამრავ აღქმას იძლეოდა და არაფერს ახორციელებდა. სახრჩობელაზე წავიდოდა მეგობრის გულისთვის. ცინიკოსი იყო, მაგრამ ამასთან ბავშვივით მეამიტი. მუშაობდა მხოლოდ ჟინის ან გაჭირვების კარნახით.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ჩემი პატივმოყვარეობის ერთადერთი საგანი დანახვა იყო. რა გვრჩება ხელში მატერიალური მფლობელობიდან? მხოლოდ აზრი. არასოდეს არაფერი მომისურვებია, მხოლოდ ველოდი. სამყაროში ისე ვსეირნობდი, თითქოს ჩემი საკუთარი ბაღი ყოფილიყო.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

რასაც ადამიანები მწუხარებას, სიხარულს, პატივმოყვარეობას, მარცხს, კაეშანს უწოდებენ, ჩემთვის მხოლოდ იდეებია, რომელსაც მე ოცნებად ვაქცევ.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

განა ჯალათებს არ უტირიათ ქალწულთა დანახვაზე, რომელთა ქერა თავები გილიოტინის ქვეშ უნდა დაყრილიყო?

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

სამარცხვინო მონარქია, დამხობილი ხალხის გმირული თავგანწირვის წყალობით, ცუდი ყოფაქცევის დედაკაცი იყო. მასთან შეიძლებოდა სიცილიც და ქეიფიც. მაგრამ სამშობლო ჭირვეული და სათნო ცოლია, გინდა თუ არა, მისი გამოზომილი ალერსი უნდა მიიღო.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

მან იგრძნო, რომ ეს პატარა სამყარო მაღალ საზოგადოებად წოდებული შეიძლება შეუგნებლად იმ დიდ მძიმე ულმობელ ზნეობრივ კანონს ექვემდებარებოდა, რომელმაც სრულქმნილი განხორციელება პოვა თეოდორაში.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ჭეშმარიტების ლიკვიდაცია რომ მოგვეხდინა, შეიძლება აღმოგვეჩინა, რომ იგი გაკოტრებულია.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

თავისუფლება ანარქიას შობს, ანარქია-დესპოტიზმს. დესპიტიზმი-თავისუფლებას. მილიონობით არსება დაიღუპა ისე, რომ ვერც ერთ ამ სისტემას ვერ გაამარჯვებინა. განა ეს მოჯადოებული წრე არ არის, რომელშიც მუდამ იტრიალებს მორალური სამყარო?

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

როცა ადამიანს ჰგონია სრულყოფილებას მივაღწიეო, აღმოჩნდება, რომ მხოლოდ ნივთები გადაულაგებია. დიდება ცუდი საქონელია: ძვირად იყიდება და ცუდად ინახება.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

განა დიდება დიდი ადამიანების ეგოიზმი არაა, როგორც ბედნიერებაა სულელების ეგოიზმი?

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ადამიანი ჯამბაზია, რომელიც თოკზე ცეკვავს უფსკრულის პირას.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

დესპოტიზმი არალეგალურად დიდ საქმეებს აკეთებს. თავისუფლება კი თავს არ იწუხებს, პატარა საქმეები მაინც გააკეთოს ლეგალურად.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

აბსოლუტურ თავისუფლებას ერები თვითმკვლელობისკენ მიჰყავს.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

სათნოება მახინჯებსა და კუზიანებს ჰქონდეთ. რაღა იქნებოდნენ ეს საბრალონი მის გარეშე?

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ბევრია ისეთი ადამიანი, რომლის ძირს ჩამოვარდნა არაა სახიფათო, როგორც ბავშვისა, რომელიც ისეთი სიმაღლიდან ვარდება, რომ არ შავდება. მაგრამ დიდი ადამიანის დაშავებისათვის საჭიროა იგი დიდი სიმაღლიდან გადმოვარდეს, ზეცამდე იყოს ასული, რაღაც მიუწვდომელი სამოთხე ჰქონდეს დანახული.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ქალებს არ უყვართ, როცა მოწყალებას თხოვენ.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ვინც მხოლოდ ცხოვრების მატერიალურ მოვლენებს ეხება, იგი ქრონოლოგიას წერს. ე.ი. უგუნურთა ისტორიას.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ნიჭი დღეჩაგდებულ ციებცხელებას ჰგავს. არც ერთ ქალს არ სურს ეს ავადმყოფობა განიცადოს. ყველას პატივმოყვარეობის დამაკმაყოფილებელი საგნის აღმოჩენა უნდა თავის საყვარელში.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ქალები ნიჭიერ ადამიანებში მხოლოდ ნაკლს ხედავენ, უგუნურში – მხოლოდ ღირსებას.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ღარიბი, დიდი ადამიანისათვის საკმარისი არაა განყენებული სიყვარული. ის სრულ თავგანწირვას მოითხოვს. პატარა არსებებს თავგანწირვა არ აქვთ – ისინი მას სხვებისგან მოითხოვენ. სიყვარულში მხოლოდ ძალაუფლებით გამოწვეულ სიამოვნებას ხედავენ და არა მორჩილებით გამოწვეულს.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

თუ ქალი არავის ნებდება, სურს ყველა შეინარჩუნოს.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

მე მირჩევნია ჩემი სატრფო საფლავში იწვეს, ვიდრე მეტოქე ქალის ლოგინში.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

მთელი სიცოცხლე სიყვარულის ერთ წუთშია მოქცეული.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ძალაუფლების ხელში ჩაგდება არ გვაძლევს მისი გამოყენების უფლებას. სკიპტრა სათამაშოა ბავშვისთვის, ხოლო ნაპოლეონისთვის დედამიწის ასაწევ ოწინარს წარმოადგენდა.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ერთადერთი, რაც ნებადართულია ადამიანისთვის, ესაა შეიგნოს ის, რასაც ვერასოდეს შეიგნებს.

  ციტატის წყარო: „შაგრენის ტყავი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012


ოცდაათი წლის ქალი (1831)

[რედაქტირება]
  •  

განა ჩვენ არ შევხვედრივართ ისეთ ადამიანს, ვისი სრული უნიათობაც საიდუმლოდ რჩება მის ნაცნობთა უმრავლესობისთვის? მაღალი მდგომარეობა, წარჩინებული წარმოშობა, დიდი თანამდებობა, გარეგნული კეთილშობილება, თავშეკავებული ქცევა ან სიმდიდრის მომაჯადოებელი ძალა, - ეს ყველაფერი ისეთი საბურველია, რომელიც გაშემომყოფებს ხელს უშლის, მის შინაგან სამყაროს ჩაწვდნენ. ეს ადამიანები იმ მეფეებს ჰგვანან, რომერლთა ჭეშმარიტ სიდიადეს, ხასიათსა და ზნეობას ვერავინ ვერასოდეს ამოიცნობს და ვერ შეაფასებს, რადგან მათ ან ძალიან შორიდან, ან მეტისმეტად ახლო მანძილიდან ხედავენ. მოჩვენებითი ღირსებებით დაჯილდოებული ეს პიროვნებები, იმის მაგიერ, რომ გესაუბრონ, კითხვებს გისვამენ; მათ აქვთ უნარი, სხვები წამოსწიონ ავანსცენაზე იმისთვის, რათა თავად ჩრდილში დარჩნენ. ისინი ოსტატურად ახერხებენ ადამიანთა ვნებებისა თუ პატივმოყვარეობის სიმებზე ზემოქმედებას და მარიონეტებად აქცევენ, ხოლო ზოგს როცა საკუთარ დონემდე დაამდაბლებენ, არარაობად წარმოაჩენენ, თუმცა სინამდვილეში, თავად მათზე გაცილებით დაბლა დგანან. ასე იმარჯვებს დაბალი დონის, მაგრამ გაქნილი არსება ბრძენ, ჭეშმარიტად მასშტაბურ პიროვნებაზე. ამგვარად ამ არარაობათა შეფასებისას საჭიროა, უფრო მეტად გამოვიჩინოთ გამჭრიახობა და არა ღრმააზროვანი მიდგომა, უფრო მოთმინება და არა ფართო ჰორიზონტი, უფრო ეშმაკობა და ტაქტი და არა კეთილშობილება და ცოდნის გამოყენება.

  ციტატის წყარო: „ოცდაათი წლის ქალი“

  •  

ახალგაზრდა ქალები ხშირად თავისთვის წარმოდგენას იქმნიან კეთილშობილ, მომაჯადოებელ სახეებზე, სრულყოფილ არსებებზე და განუხორციელებელი ოცნებებით იკვებებიან მამაკაცებზე, გრძნობებზე, მაღალ საზოგადოებაზე, შემდეგ ისინი თავიანთი ოცნების მამაკაცის სრულყოფილ თვისებებს მიამიტად, სრულიად ჩვეულებრივ ადამიანს მიანიჭებენ და მთლიანად მიენდობიან. მათ თავიანთ რჩეულში უყვართ საკუთარ წარმოდგენაში შექმნილი არსება. მაგრამ ბოლოს და ბოლოს როცა უბედურებისათვის თავის არიდება უკვე გვიანაა, ის მაცდუნებელი მომხიბვლელობა, რითაც სათაყვანებელი კერპი დააჯილდოვეს, საშინელ მოჩვენებად იქცევა... მათ არ გააჩნიათ ის სიფაქიზე გულისა რაც მამაკაცებს ქალის ბედნიერების მონად ხდის.... ან თავად ხდები ტირანი, ან ტირანის მსხვერპლი შეიქმნები. ქალის ცხოვრებაში ორივე შედეგს ერთნაირად მოაქვს უბედურება.

  ციტატის წყარო: „ოცდაათი წლის ქალი“

  •  

მამაკაცს ნამდვილი უპირატესობა ეძლევა, როცა მისი შეუპოვრობით აფორიაქებული ან შეშინებული ქალის გონების დაპყრობას ახერხებს.

  ციტატის წყარო: „ოცდაათი წლის ქალი“


მამა გორიო (1835)

[რედაქტირება]
  •  

იმაზე ცუდი არაფერია, როცა შენს ნაკლს სხვას გააგებინებ, ამით შეიძლება ქორწილიც კი ჩაგეშალოს.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ახალგაზრდა კაცის თვალი ყველაფერს ამჩნევს; მისი სული ითქვიფება ქალის სხივებში, როგორც მცენარე ითვისებს ჰაერიდან სასიცოცხლო ნივთიერებებს.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ყველა ქალმა, ვინც კი იძულებული არის ქმრის ხასიათს ანგარიში გაუწიოს, რათა საშუალება ჰქონდეს ნება-სურვილისამებრ მოიქცეს, კარგად იცის ის ზღვარი, სადამდეც შეიძლება მისვლა ძვირფასი ნდობის დაუკარგავად, და ამიტომ არასოდეს არ აუხირდება ხოლმე ქმარს წვრილმანების გამო.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ზოგიერთ მამაკაცს ურჩევნია საბრძოლოდ გამზადებული იდგეს მეორე მამაკაცის წინაშე, რომელსაც მახვილი აქვს მოღერებული მისი გულის გასაგმირავად, ვიდრე მანდილოსნის წინაშე, რომელიც ორიოდე საათს იწუწუნებს და მერე მომაკვდავივით სასუნებელ მარილს მოითხოვს.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

წერილით უფრო ადვილია სიყვარულისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ვიდრე ცოცხალი სიტყვით.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

როდესაც ადამიანი ცრუობს, ის იძულებული ხდება, სიცრუე სიცრუეს დაუმატოს.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ჭეშმარიტ გრძნობებს თვალიც აქვს და გონებაც.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

როგორც კი რამე უბედურება დაგვატყდება თავს, მაშინვე მახარობლად ვინმე მეგობარი მოგვევლინება და გულში ჩხრეკას იწყებს ხანჯლით, რომლის ტარითაც ჩვენ წინაშე თავს იწონებს.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

არიან ქალები, რომლებსაც სწორედ სხვისი რჩეულები უყვართ მდაბიო ქალების მსგავსად, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ ჩვენნაირ ქუდებს დაიხურავენ, ჩვენს მანერებსაც შეიძენენ.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

როდესაც მისი ასაკის ახალგაზრდა კაცს აბუჩად აიგდებენ, ის გაფიცხდება ხოლმე, გააფთრდება და მთელ საზოგადოებას მოუღერს მუშტს, შურისძიება სწადია, მაგრამ თავისი თავი აეჭვებს.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ვისაც არ სურს, რომ თოჯინების თამაშით მოტყუვდეს, ტილოს კედლის ჭუჭრუტანებიდან კი არ უნდა უცქიროს, ფარდულში უნდა შევიდეს.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

დის გული სიწმინდის ალმასია, სინაზის უძირო ზღვაა.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

თუკი მამაკაცის გულში რაიმე თანდაყოლილი გრძნობა არსებობს, ეს გახლავთ სიამაყე. მამაკაცს ეამაყება ის მფარველობა, რასაც იგი ყოველ წუთს უწევს სუსტ არსებას.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

თუ ადამიანის გული სვენებ-სვენებით ადის სიყვარულის მწვერვალისკენ, სამაგიეროდ სიძულვილის ციცაბო დაღმართში იშვიათად თუ შეფერხდება.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

სულმოკლე ადამიანები თავის გრძნობებს (კარგსაც და ცუდსაც) წვრილმანი საქციელებით იკმაყოფილებენ.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

როდესაც ორი ცოცხალი ადამიანისგან ერთ-ერთი უნდა მოისპოს, სულელი უნდა იყო, რომ შემთხვევას მიენდო.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

არიან ნაზი ბუნების ადამიანები, რომლებსაც თუ რამე აზრი ჩაუჯდათ თავში, მას შეუძლია სულ გაანადგუროს ისინი, მაგრამ არიან კარგად შეჯავშნული ადამიანებიც, ბრინჯაოს თავის ქალიანი, რომელზედაც სხვისი ნებისყოფა ისრისება და კედლიდან არეკლილ ტყვიასავით ძირს ვარდება; მათ გარდა არიან აგრეთვე დუნე და ფაშარი ბუნების ადამიანები, რომლებშიც სხვისი აზრი ეფლობა და ძალას კარგავს, როგორც ტყვია სანგრის ზვინულში.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ქალებს შეეკითხეთ, როგორი კაცებისაკენ მიისწრაფიან? პატივმოყვარეებისაკენ. პატივმოყვარეებს უფრო მაგარი წელი მოსდგამთ, სისხლში მეტი რკინა აქვთ და გული უფრო მხურვალე, ვიდრე სხვებს. ხოლო აყვავების ხანაში მყოფი ქალი იმდენად ბედნიერი და იმდენად მშვენიერია, რომ მას ძლიერი მამაკაცი ყველას ურჩევნია და იმასაც არ უშინდება, რომ შეიძლება ხელში შემოაკვდეს კიდევაც.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

თუ ფულის გულისთვის დაქორწინდით, მაშინ სადღაა ჩვენი გრძნობები და ჩვენი პატიოსნება?

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ანგარიშით ცოლის შერთვა სხვა არაფერია, თუ არა ცოლის წინაშე გველივით ქვემძრომობა, სიდედრის ფეხების ლოშნა და, ღორსაც რომ შეეზიზღება, ისეთ სიმდაბლეთა ჩადენა.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

სჯობს კაცებს ებრძოლოთ, ვიდრე საკუთარ ცოლს დაუწყოთ ჭიდილი.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

გენიოსის ძლიერების წინაშე ქედს იხრიან; იგი სძულთ, ჭორებით ჩირქსა სცხებენ, რადგან მას ყველაფერი განუყოფლად მიაქვს. მაგრამ სანამ იგი ურყევად დგას, წინ უჩოქებენ; ერთი სიტყვით, მას მუხლმოდრეკით ეთაყვანებიან, როდესაც არ შეუძლიათ, რომ ტალახში ჩააგდონ.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

პატიოსანი ადამიანი ყველას მტერია.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

თუ რაიმეს მომზადება გინდა, ხელიც უნდა გაისვარო, მაგრამ მერე ხელის დაბანაც კარგად უნდა იცოდე.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ახალგაზრდა ქალი ქისას როგორ არ გაიმეტებს მისთვის, ვისაც გული ჩააბარა?

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

საწყალი, უბედური და საცოდავი ქალიშვილის გული, სიყვარულს დახარბებული ღრუბელია, თანაც ისეთი მშრალია, გრძნობის ერთი წვეთიც რომ მოხვდეს, მაშინვე გაიჟღინთება.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

იმ ადამიანს, ვინც არ შეიცვლის რწმენას, ყოველთვის მოუწევს პირდაპირი გზით სიარული. ასეთ სულელ ადამიანს სჯერა თავისი უცოდველობა.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

პატიოსნებისადმი ერთგულება ამაღლებული მოწამებრივობაა.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

რა უნდა იყოს უფრო მშვენიერი, ვიდრე შესცქეროდე შენს ცხოვრებას და ხედავდე, რომ იგი შროშანივით სპეტაკია.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

კეთილისყოფა, რომელიც ორ არსებას ერთ არსად აქცევს, წარმოშობს ციურ გრძნობას, ისეთივე შეუცნობელსა და ისეთივე იშვიათს, როგორც ჭეშმარიტი სიყვარულია; ერთიცა და მეორეც ამაღლებულ სულთა გულუხვობის შედეგია.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

პატიოსნებისადმი ერთგულება ამაღლებული მოწამებრივობაა.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

არაფერი არ სიამოვნებთ ქალებს ისე, როგორც ტკბილი სიტყვების ყურისგდება. ყველაზე მეტად ღვთისმოსავი დედაკაცებიც კი სმენად იქცევიან მაშინაც კი, როდესაც არ მართებთ პასუხის გაცემა.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

მამა ისე იცნობს თავის შვილებს, როგორც ღმერთი ყველა ჩვენგანს, იგი ხედავს რა გვაქვს გულის სიღრმეში და სჯის ჩვენი განზრახვების მიხედვით.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

სულ ტლანქი ქმნილებაც კი, თუ მას ძლიერი და ჭეშმარიტი გრძნობა ამოქმედებს, იცვლება და გამოსცემს განსაკუთრებულ დენს, რომელიც ცვლის მის სახეს, ამკვირცხლებს მოძრაობას და ალამაზებს ხმას. გრძნობის გავლენით რეგვენიც კი საოცარ ოქროპირობას იჩენს და თუ მჭევრმეტყველებაში ჩამორჩება, აზრები მაინც ამაღლებული აქვს და სადღაც მაღალ ფარდებში დაფრენს.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ახალგაზრდა კაცისათვის მისი პირველი ინტრიგა იმდენივე მშვენირებას შეიცავს, რამდენსაც პირველი სიყვარულიდან მოელის. წარმატების რწმენა ათასგვარ სასიამოვნო გრძნობას იწვევს, ოღონდ კაცი ამას თავის თავსაც კი არ ეტყვის, ზოგიერთი ქალის მიმზიდველობას კი სწორედ ესა ქმნის. სურვილს როგორც გამარჯვების სიძნელე, ისე მისი სიადვილეც წარმოშობს.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

გრძნობები ყოველთვის უანგარიშო როდია.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

თუ მელანქოლიკოსების აღსაგზნებად კეკლუცობაა საჭირო, ნერვიულმა ადამიანებმა ან სანგვინიკოსებმა შეიძლება სულაც დასტოვონ ბრძოლის ველი, თუკი საკმაოდ მაგარი წინააღმდეგობა შეხვდათ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ელეგიას უმთავრესად ლიმფა წარმოშობს, ხოლო დითირამბებს - ნაღველა.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

უმართებულოა ქალის მიტოვება, რომელსაც გაჭირვების ჟამს კალთა ოქროთი გაუვსე; იგი ყოველთვის უნდა გიყვარდეს.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

როცა გწამს სიყვარულისა, განა იფიქრებ იმას, რომ წინ დაშორება მოგელის?

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ქალებს სჩვევიათ შესაძლებელზე დაყრდნობით შეუძლებლის მტკიცება და წინათგრძნობების საფუძველზე ფაქტების უარყოფა.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

მარცხი ყოველთვის გვაგრძნობინებს ხოლმე ჩვენი მისწრაფებების სიძლიერეს.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

თითქმის ყველა ახალგაზრდა ერთ კანონს ემორჩილება, რომელიც გარეგნულად ძნელი ასახსნელია, მაგრამ მას საფუძვლად უდევს მათი ახალგაზრდობა და რაღაც გააფთრება, რომლითაც ისინი სიამოვნებას ეტანებიან. გინდ მდიდრები იყვნენ, გინდ ღარიბები, მათ არასოდეს არ გააჩნიათ ფული ცხოვრების საჭიროებისათვის, მაგრამ ყოველთვის გამონახავენ თავისი კაპრიზების დასაკმაყოფილებლად. ხელგაშლილნი არიან იქ, სადაც შეიძლება ყველაფერი ნისიადაიღონ, იქ კი, სადაც ნაღდი უნდა გადაიხადონ, სიძუნწეს იჩენენ, თითქოს უნდათ აინაზღაურონ ის, რაც არ გააჩნიათ და გაფლანგონ ის, რაც ხელში ეძლევათ.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

გული ყველაზე კარგი წინამძღოლია.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ქალები ყოველთვის მართალნი არიან, თუნდაც სრულიად უსირცხვილო ტყუილს იყვნენ აყოლილნი, რადგან მათ ბუნებრივი გრძნობები ამოქმედებთ.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ხანდახან ქალი კეკლუცობაში მეტ სიამოვნებას ჰპოვებს, ვიდრე სიყვარულში.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

განა გრძნობა ერთ გაფიქრებაში მოქცეული მთელი სამყარო არ არის?

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

როდესაც ადამიანს სახლიდან ისტუმრებენ, სათანადო ზრდილობა მაინც უნდა იქნეს დაცული.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

რამდენი ჭეშმარიტი უმანკოებაა შეყვარებული ქალის გულში.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

რაც უფრო ძლიერი და გულწრფელია სიყვარული, მით უფრო საჭიროა მისი შენიღბვა და საიდუმლოებით შებურვა.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

მამები ვალდებულები არიან გასცენ, რათა ბედნიერები გახდნენ. მუდამ გაეცი! მამას მხოლოდ ეს უნდა ამოქმედებდეს.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

პირველ ქალს, რომელიც ნამდვილად გაიტაცებს ადამიანს, იმ ქალს, რომელსაც იგი ხედავს ხოლმე ისეთ ბრწყინვალე გარემოცვაში, რასაც პარიზის საზოგადოება მოითხოვს, მეტოქე არასოდეს არ ეყოლება.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

სიყვარული რელიგიაა და მისი კულტი, ალბათ, გაცილებით უფრო ძვირად ჯდება, ვიდრე სხვა რომელიმე რელიგია. იგი სწრაფად გაივლის ხოლმე ქუჩის ბიჭივით, რომელიც ცდილობს, რომ სადაც კი ჩაივლის, არაფერი დარჩეს დაუნგრეველი.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

თუკი არ არსებობს წმინდა და ამაღლებული სიყვარული, რომელიც მთელ სიცოცხლეს ავსებს, მაშინ ძალაუფლების ამ წყურვილს შესანიშნავი საქმეების წარმართვა შეუძლია. ამისთვის საკმაოა უარი თქვა ყველა პირად ინტერესზე და შენი ქვეყნის სიდიადე დაისახო მიზნად.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ნათესაური სიყვარული ყველაზე საიმედოა.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

სიყვარული რომ უფრო მეტად შეიძლებოდეს, ალბათ მეტად მეყვარებოდი.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ჩაცმის დროს უკანასკნელ, დამამთავრებელ სამზადისს მეტი დრო უნდა ისევე, როგორც სურათის დამტავრებისდ დროს მხატვარს კალმის უკანასკნელი მოსმისთვის გაცილებით მეტი დრო სჭირდება ხოლმე, ვიდრე მთელი სურათის დასახატავად.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ხშირად საზოგადოებრივი კანონის ულმობელი მსჯავრი ამტყუნებს მათ, ვისი დანაშაულიც ცხადია, მაგრამ შეიძლება გამართლებული იყოს იმ ურიცხვი გარემოებებით, რომლებიც წარმოიშობა ხოლმე ოჯახის წიაღში, ხასიათების შეუსაბამობის, ინტერესთა და მდგომარეობის განსხვავებების გამო.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

რჩეული ადამიანებიც კი გულის კანონებს ექვემდებარებიან და დაუღონებლად კი არ ცხოვრობენ, მიუხედავად ზოგიერთი მლიქვნელის ცდისა, რომ სრულიად საწინააღმდეგო დაუმტკიცოს ხალხს.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ათ ღამეს რომ გადაწყვიტოს ახალგაზრდა კაცმა მუშაობა, აქედან შვიდ ღამეს უსათუოდ ძილი მოერევა. ღამის ტეხვა მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც ოცი წლის ასაკს გადააბიჯა.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

იმაზე ცუდი არაფერია, როცა შენს ნაკლს სხვას გააგებინებ.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

განა შესაძლებელია, ცეკვით აღფრთოვანებული ქალის სიტყვით აღწერა.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

მართალს ამბობენ, რომ არაფერია უფრო ლამაზი, ვიდრე იალქნებგაშლილი ფრეგატი, გაჭენებული ცხენი და მოცეკვავე ქალი.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

გუშინ ბედნიერების მწვერვალზე, დიუკის მეუღლის სახლში, დღეს დილით კი ცხოვრების კიბის უმდაბლეს საფეხურზე, მევახშესთან; აი, ასეთები არიან პარიზელი ქალები. თუ მათ ქმრებს არ ძალუძთ მათი აღვირახსნილი ფუფუნების უზრუნველყოფა, ისინი თავისი თავით ვაჭრობენ. თუ თავისი თავის გაყიდვა არ ეხერხებათ, მშობელ დედას გაფატრავენ, ოღონდ კი რამე იპოვნონ, რითაც შეიძლება თავის მოწონება.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

შინაბერამ თვალები დახარა, როგორც მონაზონმა შიშველი ქანდაკების წინაშე.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ასეთ ადამიანს, თუ რაიმე აზრი აეკვიატა, ვეღარ გადააგდებინებ, მათ მხოლოდ ერთი გარკვეული წყაროს წყალი სწყურიათ, თუნდაც რომ აშმორებული იყოს და მის დასალევად ცოლ - შვილს გაჰყიდიან, სულს ეშმაკს მიჰყიდიან. ზოგისთვის ასეთი წყაროა აზარტული თამაში, ბირჟა, სურათების ან მწერების კოლექცია, მუსიკა; ზოგისთვის კი ქალია, რომელმაც იცის, როგორ დაატკბოს ის.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ზეცას რომ უტევ, მიზანში ღმერთი უნდა ამოიღო.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ქალი რომელსაც უყვარს, ეჭვების მიზეზების გამოძებნას კიდევ უფრო ადვილად ახერხებს, ვიდრე სიამოვნების სხვადასხვა სახეებისა.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ჩვენ არ ვაპატიებთ ხოლმე გრძნობას, როდესაც ის მთლიანად ამჟღავნებს თავს, ისევე როგორც არ ვაპატიებთ ადამიანს, რომელსაც ფული არ აქვს.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

თუ ჯალათი აღარ იქნებით, მსხვერპლად გადაიქცევით.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

თუ ქალები აღიარებენ, რომ თქვენ ნიჭი და გონება გაქვთ, კაცებიც დაიჯერებენ, თუ რა თქმა უნდა თქვენ თვითონ არ შეაცვლევინებთ აზრს.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ჩემო საყვარელო დედიკო, მესამე ძუძუ ხომ არ მოგეპოვებათ ჩემს გამოსაკვებად?

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ჩემსას მივაღწევ! ეს ბანქოს მოთამაშის ან დიდი მხედართმთავრის სიტყვებია, ფატალისტური სიტყვები, რომლებიც უფრო მეტად ხალხს ღუპავენ, ვიდრე შველიან.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

როგორც კი სტუდენტის ჯიბეში ფული დაიწყებს ჩხრიალს, მაშინვე მას გუნება გამოეცვლება და ისე ამაყად გრძნობს თავს, თითქოს ფანტასტიკური სიმაღლის სვეტზე შეუსკუპებიათო.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ადამიანი სრულყოფილი არ არის, იგი ხან მეტად, ხან ნაკლებად პირმოთნეა, სულელები კი გაიძახიან, რომ ერთი ზნეობითაა აღსავსე, ხოლო მეორე უზნეოა.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

მე დიდი პოეტი ვარ, მაგრამ ლექსებს როდი ვწერ: ჩემი პოეზია მოქმედებასა და გრძნობებშია.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

პრინციპები არ არსებობს, არამედ მხოლოდ მოვლენებია: კანონები არ არსებობს, მხოლოდ გარემოებებთან გვაქვს საქმე: რჩეული ადამიანი თვითონ ეგუება მოვლენებსა და გარემოებებს, რათა ჩაუდგეს მათ სათავეში და უხელმძღვანელოს; პრინციპები და კანონები ურყევი რომ იყოს, ხალხები არ გამოიცვლიდნენ მათ ისე, როგორც ჩვენ პერანგს ვიცვლით ხოლმე.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

მე მხოლოდ იმ დღეს შემექმნება ურყევი რწმენა რისამე, როდესაც მოვნახავ სამ ადამიანს, რომლებიც შეთანხმებულად გამოიყენებენ ერთსა და იმავე პრინციპს, ხოლო ამ დღის ცდა დიდხანს მომიხდება.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

პატიოსნება, ნაწილ-ნაწილ არ იყოფა: იგი ან გაქვს, ან არა გაქვს.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

პატიოსნებისადმი ერთგულება ამაღლებული მოწამეობრივობაა! ყველას სჯერა პატიოსნების არსებობა, მაგრამ ვინ არის პატიოსანი? ხალხებმა თავისუფლება გააღმერთეს, მაგრამ სად არის ამქვეყნად თავისუფალი ხალხი?

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

მე უფრო მიყვარს ჩემი ქალიშვილები, ვიდრე ღმერთს სამყარო, რადგან სამყარო არ არის ისეთივე მშვენიერი, როგორც ღმერთია, ხოლო ჩემი ქალიშვილები ჩემზე კარგები არიან.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

აზრების წამალიც არსებობს, ეს მათი განხორციელებაა.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ჩვენი ბედნიერება, ჩემო კარგო, თავსდება ჩვენი ფეხისგულებისა და კეფის შუა და რადაც არ უნდა ღირდეს იგი - ერთ მილიონად თუ ას ლუიდორად წელიწადში, ჩვენ მიერ მისი შინაგანი აღქმა ყოველთვის ერთნაირი იქნება.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ოქროს ჯაჭვი ყველაზე მძიმე ჯაჭვია.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ფული არაფერია მანამ, სანამ გრძნობა არ გამქარალა.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ქალებს სჩვევიათ შესაძლებელზე დაყრდნობით შეუძლებლის მტკიცება და წინათგრძნობების საფუძველზე ფაქტების უარყოფა.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

მარცხი ყოველთვის გვაგრძნობინებს ჩვენი მისწრაფებების სიძლიერეს.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ხელგაშლილნი არიან იქ, სადაც შეიძლება ყველაფერი ნისიად აიღონ, იქ კი სადაც ნაღდი უნდა გადაიხადონ, სიძუნწეს იჩენენ, თითქოს უნდათ აინაზღაურონ ის, რაც არ გააჩნიათ და გაფლანგონ ის, რაც ხელში ეძლევათ.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

როგორც არსებობს დისციპლინა არმიაში, ისევე ბიუროებში პასიური მორჩილებაა დამყარებული. ეს სისტემა აჩლუნგებს სინდისს, აცარიელებს ადამიანს და საბოლოოდ, დროის განმავლობაში, სახელმწიფო მმართველობის მანქანის რომელიღაც ხრახნად, ან ქანჩად აქცევს.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

პირიდან სიტყვები ისე მოედინებოდა, როგორც წყლის წვეთები ცუდად დაკეტილი ონკანიდან.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ის დაღი, რომელსაც ჩვენ მხარზე ვატარებთ, თქვენ, განგრენით დაავადებული საზოგადოების მოდუნებულ წევრებს, გულზე გაქვთ დაჭდეული: თქვენგან ყველაზე უკეთესმა მე ვერ გამიძლო.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

ჯაშუშები უსქესოები არიან.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

მუდამ გაეცი! მამას მხოლოდ ეს უნდა ამოძრავებდეს.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

უმეფეებოდ შეიძლება გაძლება, მაგრამ უჭამასმოდ არსებობა ხომ შეუძლებელია.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

უმაღლესი საზოგადოება, ტალახის ზღვაა, რომელშიაც კაცმა თუ ფეხი დაისველა, მერე კისრამდე ჩაეფლობა.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

იქნებ სიყვარული განცდილი სიამოვნებისთვის მადლობის გრძნობაა და სხვა არაფერი.

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

უბიწო სულის ადამიანები დიდხანს ვერ ძლებენ ამქვეყნად, როგორ უნდა შეეგუოს დიდსულოვანი გრძნობების ადამიანი ამ შეზღუდულ, დაწვრილმანებულ, ქარაფშუტა საზოგადოებას?

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“

  •  

სამშობლო დაიღუპება, მამები თუ ასე ფეხქვეშ გათელეს!

  ციტატის წყარო: „მამა გორიო“


ეჟენი გრანდე (1833)

[რედაქტირება]
  •  

გაუბედავობა ერთ-ერთი პირველი სათნოებაა სიყვარულისა.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

უბედურება, რომელსაც ადამიანები წინასწარ გრძნობენ, თითქმის ყოველთვის ახდება ხოლმე.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

როდესაც კატა სახურავზე დარბის, თაგვები იატაკზე ცეკვავენ.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

ცრემლები ისევე გადამდებია, როგორც სიცილი.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

მგლოვიარობა გულშია და არა ტანსაცმელში.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

ძუნწებს არ სწამთ მომავალი ცხოვრება, მათთვის ყველაფერი აწმყოშია.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

ხშირად ხდება ხოლმე, რომ ადამიანის ცხოვრების ზოგიერთი მოვლენა, ლიტერატურულად რომ ვთქვათ, არადამაჯერებლად გვეჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ უტყუარ სინამდვილეს წარმოადგენს. შეიძლება ეს იმიტომ, რომ თითქმის ყოველთვის გვავიწყდება გავაშუქოთ ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება რამე ფსიქოლოგიური სინათლით, ამ გადაწყვეტილებების გამომწვევი იდუმალად შეცნობილი მიზეზების აუხსნელად.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

მხოლოდ უმანკოებას აქვს სიმამაცე. გამობრძმედილი სათნოება კი ისევე ანგარიშიანია, როგორც ბიწიერება.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

გულწრფელ სიყვარულს აქვს თავისი წინასწარჭვრეტა და მან იცის, რომ სიყვარული სიყვარულს იწვევს.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

ძლიერ ადამიანებს სურთ და ფხიზლობენ.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

ძუნწთა ცხოვრება წარმოადგენს ადამიანური ზალის მუდმივ ვარჯიშს პიროვნების სამსახურში. ძუნწი მარტოოდენ ორ გრძნობას ემყარება: თავმოყვარეობასა და ანგარებას. მაგრამ რადგანაც ანგარება ერთგვარი სოლიდური თავმოყვარეობაცაა და რა თქმა უნდა რეალური უპირატესობის განუწყვეტელი დადასტურებაც, ამიტომ ანგარება ერთი მთლიანობის (ეგოიზმის) ორ მხარეს წარმოადგენს. ალბათ აქედან გამომდინარეობს ის არაჩვეულებრივი ცნობისმოყვარეობაც, რომელსაც იწვევენ სცენაზე ოსტატურად გამოყვანილი ძუნწები. ყოველი მათგანი თავისებურადაა დაკავშირებული იმ პერსონაჟებთან, რომლებიც ყველა ადამიანურ გრძნობებს ეხებიან და აჯამებენ.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

ძუნწი ხომ კრავს ასუქებს, გალიაში ამწყვდევს, კლავს, წვავს, ჭამს და ეზიზღება.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

ძუნწის საკვები მხოლოდ ფულისა და ზიზღისგან შეგდება.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

უბედურება თანასწორობას ქმნის.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

ალბათ არსებობენ გონიერი ადამიანები, რომლებიც ზოგიერთი ცხოველის მსგავსად, კარგავენ შემოქმედების უნარს, როგორც კი მათ მშობლიური კლიმატიდან გადაასახლებენ.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

ყველა საძნელო საქმეში, თუ გინდა რომ არ დამარცხდე, უნდა იცოდე შენი შესაძლებლობა და ვალდებულებანი.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

ფული პატიოსნების გარეშე - ავადმყოფობაა.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

რელიგიურად აღზრდილი, წმინდა და უცოდინარი ქალებისთვის ყველაფერი სიყვარულია მას შემდეგ, როცა ისინი ამ მოჯადოებულ სამყაროში შედგამენ ფეხს.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

ქალის შეცდომები თითქმის ყოველთვის მომდინარეობს იქიდან, რომ მათ სწამთ კეთილი და დარწმუნებულნი არიან საკუთარ სიმართლეში.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

ცხოვრება კომბინაციათა თანამიმდევრობაა, საჭიროა მათი შესწავლა, მათი მიყოლა, რათა უცვლელად შეინარჩუნოთ ხელსაყრელი მდგომარეობა.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

ფული საშუალებაა, მეტი არაფერი.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

განა არ არსებობს მომაჯადოებელი მსგავსება სიყვარულსა და სიცოცხლის დასაწყისს შორის?

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

სიყვარული ჩვენი მეორე გარდაქმნაა.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

მოვალე იმ მონავარდე ბეღურას ჰგავს, რომელთა მიმართ ბავშვებს ხშირად აგულიანებენ, ბოლოზე ერთი მწიკვი მარილი დაადეთო.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

ცხოვრების ყველა პირობებში ქალს უფრო მეტი მწუხარება ხვდება წილად, ვიდრე მამაკაცს. მამაკაცს აქვს ძალა და შესაძლებლობა თავისი ნიჭის გამოყენებისა: მოქმედებს, მოძრაობს, მუშაობს, აზროვნებს, სწვდება მომავალს და მასში ნუგეშს პოვებს. ქალი კი ერთ ადგილას ტკეპნის, პირისპირ თავის მწუხარებასთან, რომელსაც ვერაფრით აღწევს თავს. ეშვება პირდაღებული უფსკრულის ფსკერზე, ზომავს მას და ხშირად ცრემლებით ავსებს.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

როდესაც სულის ჩვევები ბოლოს და ბოლოს იმარჯვებენ ყველაზე უფრო ტლანქად მოხაზულ ნაკვთებზეც კი და მათ რაღაცა განსაკუთრებული შთაგონების ბეჭედს ადებენ, რაც ამაღლებული აზრების კეთილშობილი და წმინდა ხასიათიდან მომდინარეობს.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

სულიერ ცხოვრებაში, ისევე როგორც ფიზიკურში არსებობს ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა. სულისთვის აუცილებელია შთანთქას სხვა რომელიმე სულის გრძნობები, გაითავისოს ისინი, რათა შემდეგ მასვე დაუბრუნოს უფრო გამდიდრებული. ამის გარეშე გულისთვის არ არსებობს სიცოცხლე... სულიერებას მოკლებული სხეული ნელ-ნელა ჭკნება.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

თავის სახლში მენახშირეც კი ბატონია.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

პირმოთნეობა არასდროს გამომდინარეობს დიადი სულიდან, ის წვრილმანი სულების ხვედრია, რომელთაც უნარი აქვთ კიდევ უფრო დაპატარავდნენ, რათა უკეთ შეაღწიაონ იმ ადამიანთა ცხოვრებაში, რომლებიც სჭირდებათ.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

მლიქვნელობა ანგარებას გულისხმობს.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

სიყვარული ცოლ-ქმრობაში ქიმერაა.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“

  •  

ბევრი მიტოვებული ქალი თავის მეტოქესთან მიიჩქარის, რათა თავისი მიჯნური ხელიდან გამოჰგლიჯოს, კლავს მას და გარბის, ეშაფოტზე ადის და საფლავში ჩადის. ეს, რასაკვირველია, საუცხოოა. ასეთი ბოროტმოქმედების აღმძვრელია ამაღლებული ვნება, რომელიც ადამიანურ მართლმსაჯულებაში პატივისცემას აღვიძებს. სხვა ქალები თავს ხრიან და უსიტყვოდ ეწამებიან. ისინი, მომაკვდავნი და თავიანთი თავის უარმყოფელნი, ჰგოდებენ და ლოცვაში ატარებენ დღეებს. ესაა სიყვარული, რომელიც თავისივე ტანჯვით იკვებება და ტანჯვითვე კვდება.

  ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“


გამქრალი ოცნებანი (1835-45)

[რედაქტირება]
  •  

სიძუნწე იქ იწყება, სადაც სიღარიბეს ბოლო ეღება.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ლოთობისგან, ისევე როგორც გონებრივი მუშაობისგან, მსუქანი ადამიანი უფრო მეტად სუქდება, გამხდარი კი ხდება.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

თვითმკვლელობა არის შედეგი გრძნობისა, რომელსაც თუ გნებავთ, ვუწოდებთ „გრძნობას საკუთარი თავის პატივისცემის“. იმ დღეს, როცა ადამიანი საკუთარი თავის მიმართ ზიზღს იგრძნობს, იმ დღეს, როცა დაინახავს ყველას ვძულვარო, იმ დროს, როცა ცხოვრების სინამდვილე წინ აღუდგება მის იმედებს, თავს იკლავს და ამგვარად გამოხატავს პატივისცემის გრძნობას საზოგადეობისადმი, სადაც მას არ სურს დარჩეს მოკლებული ღირსებას ან ბრწყინვალებას. რაც უნდა თქვან ათეისტებს შორის (როცა თვითმკვლელობაზეა ლაპარაკი, გამოირიცხება ქრისტიანები) მხოლოდ უსინდისოები ეგუებიან პატივაყრილ არსებობას.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

თვითმკვლელობა სამგვარი ხასიათისაა: უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს თვითმკვლელობა, როგორც ხანგრძლივი ავადმყოფობის უკანასკნელი შემოტევა. იგი, რა თქმა უნდა პათოლოგიურ სფეროს განეკუთვნება. ამას მოსდევს სასოწარკვეთილების შედეგად გამოწვეული თვითმკვლელობა და, ბოლოს, გონების კარნახით გამოწვეული თვითმკვლელობა. სასოწარკვეთილებიდან და გონების კარნახის შედეგად თვითმკვლელობის განზრახვისგან შეიძლება ადამიანმა ხელი აიღოს, მხოლოდ პათოლოგიურ თვითმკვლელობას არ ეშველება არაფერი. ხშირად სამივე მიზეზი ერთად იყრის თავს, როგორც დაემართა ჟან-ჟაკ რუსოს.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

კეთილშობილი ადამიანები ცუდი ვაჭრები არიან.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

სიძუნწეს, მიჯნურობის მსგავსად, მომავალი შემთხვევითობის ორმაგი ხილვის ნიჭი აქვს მომადლებული. იგი მას წინასწარ ჭვრეტს და მოახლოებას აჩქარებს.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

დიდი გონებით დაჯილდოებული ადამიანების ერთ-ერთი უბედურება ისაა, რომ, მათდა უნებურად, ყოველივე ერთნაირად გასაგებია მათთვის, ბოროტებაც და სიკეთეც.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

მიჯნურთა სურვილი ყველაფერს ამარცხებს.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ფართო საზოგადოების უქონლობა სოფლის ცხოვრების უმთავრესი ხარვეზია. აღარც ჩაცმულობას აქცევ ყურადღებას, აღარც თავის დაჭერას და იმისთვის პატარ-პატარა მსხვერპლსაც აღარ იღებ, სხვისთვის თავის შეწუხების ჩვეულებას ჰკარგავ. ხოლო ეს ადამიანის ფორმის და არსის დამახინჯებას იწვევს.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ჩვენი სასაცილო მოქმედება უმთავრესად გამოწვეულია უკიდურესობამდე მიყვანილი, რაიმე მშვენიერი გრძნობით. სიქველით ან ნიჭიერებით. თუ რჩეული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი პეწი არ გაკრავს სიამაყე უხეშობად იქცევა, როცა წვრილმანებზე იხარჯება. ნაცვლად იმისა, რომ ამაღლებულ სფეროში მოხვედრილი თვითონაც ამაღლდეს.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

პროვინცია ინტელექტს ზღუდავს, გემოვნებაც დამდგარი წყალივით იხრწნება, გრძნობებს გასაქანი არ ეძლევა, კნინდება და უმნიშვნელო მოვლენები დიდ ამბებებად იქცევა. ეს კი პროვინციული ცხოვრების მომწამვლელ სიძუნწეს და ჭორიკანობას წარმოშობს. შეზღუდული აზრები და უხამსი ქცევა გამოჩენილ ადამიანებსაც გადაედება ხოლმე. ამგვარად იღუპებიან დიდ მოღვაწეებად დაბადებული მამაკაცები, ასევე ქალებიც, რომლებიც კარგ წრეში რომ მოხვედრილიყვნენ და გონიერ ადამიანებთან აღზრდილიყვნენ, უეჭველად მომხიბვლელნი იქნებოდნენ.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც უსაფუძვლოდ მსჯავრდადებული ქალის ვითომდა სამარცხვინო საქციელის გამო ავყიობს, არასოდეს უკვირდება, თუ ბოლოს და ბოლოს, რამ მიიყვანა იგი საქვეყნოდ თავისმომჭრელ გადაწყვეტილებამდე.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

არსებობს ვნებათაღელვა, რომლის განვითარება თავიდანვე მეტად ჭიანურდება და საკითხავია, კარგია ეს თუ ცუდი? სიყვარულით შეპყრობილი ორი არსება იწყებს ტაქტიკურ სვლებს, მოქმედების ნაცვლად ლაპარაკობს, ღია ველზე ერთმანეთს ებრძვის და იერიშზე გადასვლას აყოვნებს. დაუკმაყოფილებელი სურვილებით მოქანცულთ ერთმანეთი ყირჭდებათ.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ზოგჯერ ვნება, თავდაპირველად, მგზნებარედ გამოილაშქრებს ხოლმე, აქაოდა წინ ვერაფერი დამიდგებაო და, ბოლოს გამარჯვებას ვინღა დაგიდევს, კუდს ამოიძუებს, თავის სოროში შეძვრება, იარაღაყრილი, შერცხვენილი, ტყუილუბრალო მითქმა-მოთქმით თავლაფდასხმული.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

არსებობენ ბუნდოვანი შეგრძნებები და ისინი შენთვის უნდა შეინახო. რა თქმა უნდა მზის ჩასვლა დიდი პოემაა, მაგრამ ადამიანი ხომ სასაცილო ხდება, როცა მზის ჩასვლას ყოვლად მიწიერ საზოგადოებას მაღალფარდოვნად აღუწერს?

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

არსებობს ისეთი სიამტკბილობა, რაც მხოლოდ ორმა ადამიანმა შეიძლება ერთად იგემოს. პოეტმა პოეტთან, გულმა გულთან.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ბედი არასოდეს არ უღიმის არც სულელებს და არც უნიჭოებს.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

პოეტური სული ადამიანებს შთაბეჭდილებების მიღება უფრო უყვართ, ვიდრე სხვის სულში შეჭრა და მისი გრძნობათა მექანიზმის გაგება.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

სადაც პატივმოყვარეობა იწყება, გულწრფელობას სწორედ იქ ეღება ბოლო.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ქალები მამაკაცებს აიძულებენ იერიშით დაანგრიონ პატიოსნების ავად თუ კარგად გამაგრებული ზღუდეები. იწყებენ მსჯელობას ვალდებულების, წესიერი საქციელის, სარწმუნოების შესახებ. ამ ერთგვარ ციხე-სიმაგრეს თავს აფარებენ და მოსწონთ, როცა მას ძლიერი შეტევით იღებენ.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

პრინციპები ღერძია, რის გარშემოც ტრიალებს პოლიტიკის ბარომეტრის ისრები.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

როცა ჭკვიან ადამიანს იპყრობს სურვილი თავისი ხასიათი გააცნოს სხვას, მისცეს გულის გასაღები, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მას ღვინო თავში ავარდნია.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ამაღლებული სულის ადამიანები ლამობენ უბედურება სიქველედ წარმოადგინონ. თანაც, კეთილი საქმე, თუკი იგი დანაშაულად გეთვლება, უსაზღვროდ მიმზიდველია. უმწიკვლოება მანკიერებასავით გამომწვევევია.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ქალებს შეგვიძლია მამაკაცს ვაპატიოთ სიმკაცრე, შეურაცხყოფა, რადგან მაინც ვგრძნობთ ასეთ შემთხვევაშიც მათ სიყვარულს, მაგრამ გულგრილობა!.. გულგრილობა პოლარულ ყინულს ჰგავს, ყოველივეს შთანთქავს.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

გენიოსი მარტოოდენ საკუთარი თავის წინაშე აგებს პასუხს. ბრძოლის იარაღის არჩევაში ერთადერთი მსაჯი თავადვეა, რადგან ბრძოლის საბოლოო მიზანი მხოლოდ მან უწყის. კანონების ზემოთ უნდა დადგეს, ვინაიდან მათ გარდასაქმნელად თავადვეა მოწოდებული. თავისი საუკუნის მბრძანებელი ვინც გახდება, უფლება აქვს გაწიროს ყველაფერი და დაეპატრონოს მას. რადგან ყოველივე მის საკუთრებას შეადგენს.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

გრძნობათა დახვეწილობა ყოველთვის არ წარმოშობს მანერების დახვეწილობას. რასინს თუ კეთილშობილი დიდებულის გარეგნობა ჰქონდა, კორნელი კამეჩებით მოვაჭრეს ჰგავდა. დეკარტე დიდად პატივცემულ ჰოლანდიელ დიდვაჭარს მოგაგონებდათ. მხარზე ფოცხგადებულ მონტესკიეს როცა ხვდებოდნენ საღამური ჩაჩით თავზე, ლა ბრედის სასახლის უცხო სტუმრებს ის უბრალო მებაღე ეგონათ. რჩეული საზოგადოების ჩვევები, უკეთუ ისინი ადამიანს მაღალი წარმოშობით ან დედის მუცლიდან არ დაჰყოლია, აღზრდით ყალიბდება. აღზრდას კი ხელს უწყობს შემთხვევით თანდაყოლილი სიკოხტავე, სახისნაკვთების სინატიფე, ხმის ჟღერადობა.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

რა ადვილია ვინმეს მიანიჭო ბედნიერება, თუ ეს ბედნიერება არაფრად გიჯდება.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ის ვინც შედეგებს ამჩნევს, მიზეზებსაც პოულობს.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ნიჭიერი, გონებრივად განვითარებული ადამიანები დაჯილდოებულები არიან ლოკოკინის უკანხედვით. ძაღლის ყნოსვით, თხუნელას სმენით. ისინი თავის გარშემო ყველაფერს ხედავენ, გრძნობენ, ისმენენ. მუსიკოსი და პოეტი ისე სწრაფად აღიქვამს მსმენელთა აღტაცებას და უგულებელყოფას, როგორც მცენარე შესაბამისი გარემოს გავლენით ან ჰყვავის, ან ჭკნება.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

თუ პოეზიის დანიშნულებაა ისე გამოიფინოს აზრები თვისი, რომ ყველას თვალი მისწვდეს და ყველამ შეიგრძნოს, მაშინ პოეტი ადამიანის გონების ყველა შესაძლებლობას უნდა ჩასწვდეს, რათა დააკმაყოფილოს იგი. პოეტი კაშკაშა ფერებით უნდა ფარავდეს ლოგიკასა და გრძნობას, ორ ურთიერთმოწინააღმდეგე ძალას. ფიქრების მრავალი გრძნობა უნდა გამოხატოს ერთი სიტყვით, მთელი ფილოსოფია ერთი ტილოთი. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სიტყვები თესლია, რამაც ადამიანთა გულებში პირადი გრძნობებით შექმნილი კვლები უნდა იპოვოს და ყვავილებად გადაფურჩქნოს. უნდა ყოველივე შეიგრძნო, რათა გამოხატო ყოველივე. და თუ ყოველივეს გრძნობ, ხომ იტანჯები კიდეც? ამიტომაც, პოეზია აზრის და საზოგადოების გაშლილ სივრცეში იბადება გამთანგველი მოგზაურობის შედეგად.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ბედნიერი ცხოვრების მოლოდინში გონება ჩლუნგდება, სული ითრგუნება.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

მე ყოველთვის იმაზე მეტად მეყვარებით, ვიდრე თქვენ შემიყვარებთ, რადგან სიყვარულისთვის მე უფრო მეტი მიზეზი მაქვს. თქვენ ანგელოზი ხართ, მე კი ადამიანი.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ზოგ ადამიანს ყველაფრის ნება ეძლევა, შეუძლია უკიდურესად უგუნურად მოიქცეს, მისი ყოველგვარი მოქმედება დასაშვებად ითვლება. რაც უნდა ჩაიდინოს, მაინც გაამართლებენ. სამაგიეროდ, მეორე ჯურის ადამიანთა მიმართ საზოგადოება წარმოუდგენელ სიმკაცრეს იჩენს: ისინი ყოველთვის კარგად უნდა იქცეოდნენ, არც არასოდეს ტყუვდებოდნენ, არც სცოდავდნენ, ერთი სისულელეც კი არ უნდა წამოსცდეთ. ვითომდა სათაყვანებელი ქანდაკებები არიანო, ისე უნდა იდგნენ კვარცხლბეკზე, რაკი ზამთრის ცივი სუსხი თითს წააცლის, ან ცხვირს მოამტვრევს, მაშინვე გადმოაგდებენ. არავითარი ადამიანური ვნება არ ეპატიებათ, ვალდებულნი არიან იყვნენ მარადჟამს ღვთაებრივნი და სრულყოფილნი.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ზოგიერთ ქალს წინასწარი გადაწყვეტილების მიღება აშინებს, რაიც მათ გრძნობათა დახვეწილობაზე მიუთითებს, თავდავიწყების აყოლა უყვარს და არა დარწმუნებისა. საერთოდ კი ნაძალადევად თავსმოხვეული სიამოვნება არავის მოსწონს.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

მუხლებზე არ იჩოქებიან იმისათვის, რათა ხელახლა ითხოვონ ის, რაც უკვე მიღებული აქვთ.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მოშორდებიან თუ არა იმ პირებს, საგნებს და ადგილებს, რაც მათ ცხოვრებას ერთგვარ ჩარჩოს უქმნის, თითქოს კარგავენ გარეგნობასაც და ღირსებასაც.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ქალებს, როცა სასინანულოდ უხდებათ გიჟური თავდავიწყება, მაშინ სიყვარულიც უკვე აღარ ეპიტნავებათ.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ადამიანები, რომლებიც პროვინციაში ერთგვარ პატივისცემის გრძნობას იმსახურებენ და ყოველ ნაბიჯზე საკუთარი ღირსების დადასტურებას ხვდებიან, ვერ ეგუებიან საპატიო ადგილის უცაბედსა და სრულ დაკარგვას. ერთი მდგომარეობიდან მეორეში ერთი ხელის მოსმით გადასვლის შედეგად ადამიანი საკუთარი არარაობის ერთგვარი შეგრძნებით იმსჭვალება.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

საერთოდ ხალხს ვერ წარმოუდგენია, თუ სიყვარული შეიძლება უცბად გაქრეს. რა თქმა უნდა, მიჯნურთა წყვილის დაშორება უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე მათი დაახლოება.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

სამყაროში, სადაც წვრილმანებს გაზვიადებული მნიშვნელობა ენიჭება, ერთმოძრაობა, ერთი სიტყვა ღუპავს ადამიანს. მაღალი საზოგადოების ნატიფი ქცევისა და სრულყოფილი თავდაჭერის უმთავრესი ღირსება გამოიხატება ჰარმონიულ მთლიანობაში და არაფერი თვალში არ გეხამუშებათ.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

როდესაც ქალი იწყებს სინანულს თავისი სისუსტის გამო, თითქოს ღრუბელს უსვამს თავის ცხოვრებას, რათა ყოველივე წაშალოს.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ყველა ქალი, რომელსაც ვინმე უყვარს, ანგელოზია.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ყოველი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა კაცობრიობას ეკუთვნის.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

არ არსებობს ისეთი სიქველე, მანკიერება რომ არ ედვას სარჩულად.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

თუ გსურთ ქალს უყვარდეთ, ნურასოდეს ისე ნუ გაშორდებით მას, თუ ცოტას არ ატირებთ.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ქალი ვნების ამღძვრელია და საზოგადოებაში არევ-დარევა შეაქავს. ვნება უამრავი უბედური შემთხვევის გამომწვევია.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ის რაც მეგობრობას განუყრელსა ხდის და მის მომხიბვლელობას აორკეცებს, არის გრძნობა, რაც აკლია მიჯნურობას - რწმენს სიმტკიცე.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

როცა ვნება, ანგარიშიანობა ან ხანდაზმულობა აქრობს მამაკაცის თვალებში ქალის თაყვანისცემის ნაპერწკლებს, რაც მათში ჭაბუკობის ჟამს გიზგიზებს, მაშინ, ამ მამაკაცისადმი ქალი უნდობლობით იმსჭვალება და უკვირდება მას.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ფულის საქმე მოგვარდება, გრძნობები კი ულმობელია.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

როცა ხანგრძლივი, გამთანგველი ბრძოლის შედეგად ადამიანი სულით და ხორცით დაეცემა, ძალთა უსაზღვრო დაძაბვის საათს სიკვდილი მოჰყვება, ან სიკვდილის მსგავსი დაუძლურება. წინააღმდეგობის გაწევის უნარის მქონე ადამიანები კი ძალას იკრებენ.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ამაღლებული სულის ადამიანები ძნელად იჯერებენ ბოროტებისა და უმადურობის არსებობას. ცხოვრების მწარე გაკვეთილები უნდა გამოსცადონ, რათა შეიცნონ, რაოდენ ღრმაა ადამიანთა გახრწნილება. ამ მხრივ, მათი წვრთნა დასრულდება თუ არა, ისინი ამაღლდებიან ხოლმე ისეთ შემწყნარებლობამდე, რაიც ზიზღის უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

როცა არწივი ძირს ვარდება, ვინ იცის რომელ უფსკრულში ჩაეცემა? დიდი ადამიანი რამდენადაც ზემოთ იწევს, იმდენად დიდ სიღრმეში ეცემა დაშვებისას.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

არაფერია ისე ნაკლებ ცნობილი, ვითარც ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს - კანონი.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ვერასდროს ზნეობრივ მოძღვრებათა მქადაგებლები ვერ წარმოიდგენენ, თუ რაოდენ გავლენას ახდენს ანგარება გრძნობებზე. ეს გავლენა იმდენად ძლიერია, რამდენადაც ანგარება ძლიერია გრძნობებზე. ბუნების ყოველ კანონს ორმაგი, ერთმანეთის საწინააღმდეგო გავლენის მოხდენა შეუძლია.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

სულგრძელი ადამიანი მუდამ გულში იხშობს საკუთარ განცდებს და არ უზიარებს ახლობელ, სათაყვანებელ ადამიანებს. და თუ ოდესმე გამოამჟღავნებს გულისტკივილს, ეს იმის ნიშანია, რომ მისმა მწუხარებამ უკიდურეს საფეხურს მიაღწია.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

პირად შეხვედრას მომხიბლავი თვისება აქვს; იგი ანელებს მიჯნურთა შორის უაღრესად მტრულ გამწყობილებას. ასევე ხდება ოჯახშის წიაღშიც, რაც უნდა მნიშვნელოვანი იყოს უკმაყოფილების მიზეზი. ხომ შეიძლება სიყვარული გულში ავლებდეს ისეთ ბილიკებს, რომლებზედაც უკან გამობრუნება დიდად სასურველია? იქნებ მაგნეტიზმით აიხსნება ეს მოვლენა? ან გონება ხომ არ გვიკარნახებს, ერთმანეთს ან ნურასოდეს ნუღარ შეხვდებით, და თუ შეხვდებით, სულ მთლად შეუნდეთო? რა სფეროსაც უნდა ეკუთვნოდეს ეს მოვლენა, გონებრივს, ფისიკურსა თუ სულიერს, უთუოდ ყველას განუცდია, თვით ყველაზე დამწუხრებულ, შეურაცხყოფილ და გადაქელილ ადამიანსაც კი საყვარელი არსების გამოხედვა, მოძრაობა, მოქმედება წარსული სიყვარულის მოგონებას უღვიძებს. გონება თუ ძნელად ივიწყებს, პირადი ღირსება თუ ისევ შელახულია, გული მაინც არაფრად აგდებს ყოველივე ამას და მონობას ისევ უბრუნდება.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

პატივისცემა ჩვენი გრძნობათა აუცილებელი საძირკველი, მტკიცე ქსოვილია. იგი გრძნობებს ერთგვარ ხანგრძლივობას, ერთგვარ სიმყარეს უქმნის.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ქალებს გააფთრებით სძულთ ის მამაკაცები, რომელთაც ვერ უპასუხეს მათ სიყვარულს იმ წუთში, როდესაც მათ სურდათ.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

სინდისი ეს ის ჯოხია, რასაც კაცი ხელს იმიტომ დაავლებს ხოლმე, რომ სხვას სცემოს, თავისთვის კი არასოდეს იყენებს.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

როცა გსურს სინამდვილე ასახო, მაშინ უნდა იცნობდე კიდეც მას.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

თქვენ დიდი ჭკუა გაქვთ ბატონო, მაგრამ როცა ქალებს ვინმე გვიყვარს, ჩვენ უფრო მეტ ჭკუას ვიჩენთ, ვიდრე ყველაზე ჭკვიანი მამაკაცი.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

რამდენადაც მეტად რეპრესიული იქნება კანონი, მით მეტად იფეთქებს აზრი. როგორც ორთქლი სარქვლიანი ქვაბიდან.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

შენი პატივმოყვარეობა იმდენად დიდია, რომ მას მეგობრობაშიაც ურევ, ამგვარი პატივმოყვარეობა საშინელი ეგოიზმის ნიშანია. ეგოიზმი კი მეგობრობის საწამლავია.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ერთი და იგივე ცოდვის რამდენჯერმე მონანიება დიდი ფარისევლობაა და ასეთი ადამიანიც, ცოდვის ორჯერ მომნანიებელი - შემაძრწუნებელი მლიქვნელი.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

მეგობრობა ლმობიერია უცაბედი შეცდომების, დაუფიქრებელ გატაცებათა მიმართ, მაგრამ შეუბრალებელი უნდა იყოს სულის, გონების და აზრის შეგნებული ვაჭრობისადმი.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ჩანს, სრულიად არაფრად მაგდებ, თუკი გგონია დავიღუპები იქ, სადაც შენ თავს გადაირჩენ.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

წინააღმდეგობის გაწევის უნარი სათნოების საფუძველია.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ნურასდროს სამსახურს ნუ გაუწევ ადამიანს, როცა არაფერს არ გთხოვს.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

მომავალი ბედი იმდენი ღირს, რამდენადაც მას ადამიანი შეაფასებს. თქვენ კი 12000 ფრანკის ვალის გამო თავს იკლავთ და ამდენს აფასებთ სიცოცხლეს.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ყველაფრის მიმართ გაბედულება უნდა გამოიჩინო, თუ გსურს ყველაფერი გქონდეს.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ალმასმა არ იცის საკუთარი ფასი.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

სიკვდილით დასჯის შიში ვერაფერს გახდება იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის მიერ საკუთარი თავისადმი შექმნის ლიამტკბილობას. საიდან მომდინარეობს მანკიერების ასეთი ძალმოსილება? იგი წარმოადგენს ძალას თვით მანკიერებისა თუ სისუსტეს ადამიანისა? ხომ არსებობს ისეთი მიდრეკილებები რაც სიგიჟეს უახლოვდება? არ შემიძლია არ გავიცინო მორალის მქადაგებლებზე, რომელნიც ამგვარი ავადმყოფობისგან განკურნებას ლამაზი სიტყვებით ცდილობენ!..

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

მყუდრო არსებობის ჟამს განცდილი მწუხარების მოგონება გამოუცნობ სიხარულს იწვევს ჩვენში.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

შური ისევე იწვევს ადამიანთა ენის ტარტარს, ამდენადაც აღტაცება ამუნჯებს.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

იდეალურ გრძნობათა მცირეოდენი შებღალვაც სასიკვდილოა. არამზადები ხანჯლებითაც რომ დაერივნონ ერთმანეთს, მაინც შერიგდებიან, ერთმანეთის მოსიყვარულე ადამიანები კი სამუდამოდ შორდებიან ერთი გამოხედვის, ერთი სიტყვის გამო.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

სიყვარული დიდი პატივმოყვარეობაა და უნდა ერწყმოდეს, განსაკუთრებით ცოლ-ქმრობაში, სხვა პატივმოყვარე გრძნობებსაც.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

განა შრომა ცხოვრების სიხარულს დაწაფებული ადამიანისთვის სიკვდილის ტოლფასი არ არის? ამიტომაც ასე იოლად იძირებიან მწერლები, უსაქმურობაში, გატაცებულნი ღრეობებით, მსახიობი და მსუბუქი ყოფაქცევის ქალთა ფუფუნებით მოცული ცხოვრების სიამტკბილობით.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“

  •  

ჭეშმარიტი სიყვარული ბავშვობას ჰგავს: იგივე დაუფიქრებლობა, გაუფრთხილებლობა, სიცილი და ტირილი.

  ციტატის წყარო: „გამქრალი ოცნებანი“


გობსეკი (1830)

[რედაქტირება]
  •  

ისე ჩუმად და უხმაუროდ ცხოვრობდა, როგორც ქვიშის ნაკადი ჩადის ძველებურ ქვიშის საათში.

  ციტატის წყარო: „გობსეკი“

  •  

თუ ადამიანობა, ადამიანთა შორის ურთიერთობა, თავისებურ რელიგიად შეიძლება მივიჩნიოთ, მაშინ გობსეკი შეიძლებოდა ათეისტად ჩაეთვალათ.

  ციტატის წყარო: „გობსეკი“

  •  

თქვენ ფიქრობთ, მხოლოდ ისაა პოეტი, ვინც ლექსებს ბეჭდავს?

  ციტატის წყარო: „გობსეკი“

  •  

ამქვეყნად მუდმივი არაფერია, ყველაფერი მხოლოდ პირობითია და ჰავის მიხედვით იცვლება. იმისათვის, ვინც იძულებული ხდება საზოგადოებრივი ცხოვრების ორომტრიალში გადაეშვას, რწმენა და ზნეობრივი წესები ფუჭი სიტყვებია. გვრჩება მხოლოდ ერთადერთი გრძნობა, რომელიც ბუნებამ ჩაგვინერგა: თავდაცვის ინსტინქტი.

  ციტატის წყარო: „გობსეკი“

  •  

ოქრო შეიცავს ადამიანთა მთელ ძალას.

  ციტატის წყარო: „გობსეკი“

  •  

დიდების მოყვარულობა მხოლოდ ოქროს ნიაღვრებით კმაყოფილდება.

  ციტატის წყარო: „გობსეკი“

  •  

რაშია ბედნიერება? ან ძლიერ გრძნობებში, რომლებიც ცხოვრებას ანადგურებს, ან წესიერ საქმიანობაში, რომელიც ცხოვრებას თანაბარზომიერად მოქმედ ინგლისურ მექანიზმად აქცევს.

  ციტატის წყარო: „გობსეკი“

  •  

არისტოკრატსა და მის მაიმუნივით მიმბაძველს ეშინიათ ტალახში სიარულით ფეხი არ დაისვარონ და თავით ფეხებამდე წუმპეში კი ამოევლებიან ხოლმე.

  ციტატის წყარო: „გობსეკი“

  •  

თუ კეთილისყოფა კეთილისმყოფელს არ ავნებს, იგი კლავს დავალებულ ადამიანს.

  ციტატის წყარო: „გობსეკი“

  •  

მას, ვინც ფულის ქისას ხსნის და კრავს, არაფერზე უარს არ ეუბნებიან.

  ციტატის წყარო: „გობსეკი“

  •  

ძალაუფლება და სიამოვნება - განა ეს არის მთელი თქვენი სოციალური წესწყობილების დედააზრი?
ცხოვრება ხომ მანქანაა, რომელსაც ფული ამოძრავებს. იცოდეთ მიზეზები და შედეგები ყოველთვის ერთმანეთში ირევა: ვერასდროს შეძლებთ დააშოროთ სული - გრძნობას, გონება - მატერიას.

  ციტატის წყარო: „გობსეკი“

  •  

უბედურება ჩვენი ყველაზე დიდი მასწავლებელია, უბედურება ასწავლის ფულის, კაცებისა და ქალების ფასს.

  ციტატის წყარო: „გობსეკი“

  •  

თუ ადამიანმა ბევრი რამ გამოსცადა, ცხოვრება გაიცნო, მას ნერვები უმაგრდება, ერთგვარ მოქნილობას იძენს, ამით საშუალება ეძლევა თავისი მგრძნობიარობა დაიმორჩილოს.

  ციტატის წყარო: „გობსეკი“

  •  

სირცხვილი, სინდისის ქენჯნა და სიღარიბე არის სამი ფურია, რომელსაც ქალები, როგორც კი საზღვარს გადასცდებიან, აუცილებლად ხელში უვარდებიან.

  ციტატის წყარო: „გობსეკი“

  •  

სისხლი რომ დაღვარო, ის უნდა გქონდეს ჩემო პატარავ, შენ კი ძარღვებში მხოლოდ ტალახი გაქვს.

  ციტატის წყარო: „გობსეკი“

  •  

არაფერია ისე აუტანელი, როგორც ბედნიერი კაცი.

  ციტატის წყარო: „გობსეკი“


სხვა ნაწარმოებები

[რედაქტირება]
  •  

იქ სადაც ყველა კუზიანია, იყო გამართული - სიმახინჯედ ითვლება.


  •  

არავის არ გვიყვარს ქალი იმის გამო, რომ ის ლამაზია ან მახინჯი, სულელი თუ ჭკვიანი. ჩვენ გვიყვარს ისინი იმიტომ, რომ ჩვენ გვიყვარს ისინი.


  •  

ვიღაცას მაინც სჯერა, რო მქორწინება სულისთვის მნიშვნელოვანია.


  •  

კაცი ქალთან შედარებით „საწყალი კრეატიულია“.


  •  

სიყვარული თამაშია, რომელშიც ვიღაც აუცილებლად ტყუის.


  •  

არავინ არ ხდება ქალის მეგობარი, თუ მას შანსი აქვს, მისი საყვარელი გახდეს.


  •  

ამ ქვეყნად არაფერია სრულყოფილი, გარდა უბედურებისა.


  •  

სიმართლე მწარე წამალია - არ გესიამოვნება, მაგრამ მოგარჩენს!


  •  

ხალხის მართვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ის სულელია.


  •  

თუ იცი, რატომ გიყვარს, ესე იგი არ გიყვარს.


  •  

გააფთრებით სძულთ ქალებს ის მამაკაცები, რომელთაც ვერ უპასუხეს სიყვარულზე იმ წუთში, როცა მათ ნებავდათ.


  •  

ყოველი დიდი წარმატების უკან დანაშაული იმალება.


  •  

იქნებ ვერაფერს მიაღწევს კაცი, სანამ გულის ყველაზე სათუთ ადგილებზე კოჟრები არ გაუჩნდება.


  •  

პატიოსნება ნაწილ-ნაწილ არ იყოფა.ის ან გაქვს, ან საერთოდ არ გაგაჩნია.


  •  

გიყვარდეს ის, ვინც გირჩევს და არა ის, ვინც გაქებს.


  •  

სიყვარული ერთადერთი გზაა, რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ.


  •  

დიდება გამოუსადეგარი საქონელია, ვინაიდან ძვირი ღირს, მაგრამ ცუდად ინახება.


  •  

ყოველი ძალაუფლება მუდმივ შეთქმულებას წარმოადგენს.


  •  

იდეების გაუვნებელყოფა მხოლოდ იდეებით შეიძლება.


  •  

ოცნება სინამდვილეს ფანტაზიის მოჩვენებად აქცვს.


  •  

გენიოსები წინ უსწრებენ საუკუნეებს, მაშინ როცა ტალანტები წინ უსწრებენ მხოლოდ წლებს.


  •  

სიტყვების „დინებანი“ ორპირობის ნიშანია.


  •  

კარგი ქმარი არასდროს იძინებს პირველი და არასდროს დგება ბოლო.


  •  

ნამდვილი დედა თავისუფალი არასდროსაა.


  •  

დიდი სიყვარული შამპანურით იწყება…


  •  

ფინანსები, ისინი დროს ჰგვანან, რომლებიც თავიანთ შვილებს შთანთქავენ.


  •  

ღრუბლები ღმერთს “ეფარებიან”.


  •  

მე მაკლერებს ადამიანთა ჯგუფს არ მივაკუთვნებდი.


  •  

ადვილია დაჯდე და დააკვირდე, აი ადგომა და მოქმედება კი ძნელია.


  •  

სიყვარული თამაშია, რომელშიც ვიღაც აუცილებლად ტყუის.


  •  

სიყვარული გრძნობების პოეზიური გამოხატვაა


  •  

მანერები ერების პირფერობაა.


  •  

„კაცები“ კვდებიან სასოწარკვეთილებაში, სულები – ექსტაზში.


  •  

თავმდაბლობა სხეულის სინდისია.


  •  

კაცმა არასდროს არ უნდა შეიყვაროს მაშინ, როდესაც ის ანატომიას სწავლობს, რადგან იმ დროს მას ქალის “შუაზე” გაჭრა უწევს.


  •  

ვიღაცას მაინც ჯერა, რომ ქორწინება სულისთვის მნიშვნელოვანია.


  •  

ჩვენი მტრები ჩვენი ერთადერთი ნაცნობები და ოჯახის წევრები არიან. მეფეებს არ ყავთ ოჯახის წევრები.


  •  

ვნებები უნივერსალური ჰუმანურობაა. რელიგისს, ხელოვნების, რომანტიკისა და ისტორიის გარეშე ის უსარგებლო იქნებოდა.


  •  

რა არის ხელოვნება? – ბუნების კონცენტრაცია.


  •  

როდესაც კანონი ხდება დესპოტიზმი, მაშინ მორალი მოდუნებულია, ხანდახან კი პირიქითაც ხდება.


  •  

როდესაც ქალს ვუყვარვართ ის გვპატიობს ყველაფერს. ხოლო როდესაც – არა, იგი ნდობას არ გვიცხადებს და ჩვენს სათნოებასაც კი უგულვებელყოფს.


  •  

თვითმკვლელობაში არის რაღაც დიდი და საშინელი.


  •  

ვინც ხარჯავს სწრაფად, ის არასდროს იქნება მდიდარი.


  •  

არაფერია იმაზე დიდი, ვიდრე დიდი ტალანტი არავითარი პერსპექტივით.


  •  

სათნოება, შესაძლებლობები, ეს ყველაფერი უბრალოდ ზრდილობიან სულზე მიგვანიშნებს.


  •  

მარტოობა კარგია, მაგრამ შენ გჭირდება ვინმე ისეთი, ვინც გეტყვის, რომ მარტოობა მართლაც კარგია.


  •  

სწავლა ჩვენს გარშემომყოფთ მომხიბლაობას ჰმატებთ.


  •  

საზოგადოების მართვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ის სულელია.


  •  

სულმოკლე ადამიანები თავის გრძნობებს – კარგსაც და ცუდსაც, წვრილმანი საქციელით იკმაყოფილებენ.


  •  

დიდი სიყვარული შამპანურით იწყება.


ლიტერატურა

[რედაქტირება]
  • გელოვანი აკაკი, სიბრძნის სიმფონია, გამ. „ხელოვნება“,1989, გვ.297

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]