ოშო
ოშო, (ნამდვილი სახელი ბჰაგვან შრი რაჯნიში, रजनीश चन्द्र मोहन जैन), (დ. 11 დეკემბერი, 1931, მადჰია-პრადეში, ინდოეთი — გ. 19 იანვარი, 1990, მაჰარაშტრა, ინდოეთი) — ინდოელი სულიერი მასწავლებელი(გურუ) და ფილოსოფოსი.
ციტატები
[რედაქტირება]სანამ ცოცხალი ხართ, არავინ იტყვის თქვენს სასარგებლოდ კარგს, როცა მოკვდებით, ყველა ბედნიერი იქნება, რამეთუ ბოლოსდაბოლოს მოიმოქმედეთ რაღაც კარგი - მოკვდით. |
ადამიანი იშვიათად ეძებს ჭეშმარიტებას! იგი შეიძლება ბედნიერებას ეძებდეს და ძალზე იშვიათად კი ჭეშმარიტებას. ბედნიერი კი მაშინ გახდება თუ ჭეშმარიტებას მიაღწევს. ბედნიერება ჭეშმარიტების თანმდევია. ის უნდა დაგემართოს. |
რასაც არ უნდა ეძებდეთ, თუ ჩაუღრმავდებით, ნახავთ, რომ საკუთარ თავს ეძებთ. |
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიცრუე უფრო კეთილშობილურია, ვიდრე ნახევრად სიმართლე. |
გონება ვერ იქნება სხეულზე ძლიერი, რამეთუ იგი სხეულზე გვიან გაჩნდა. |
აღმოჩენის გასაკეთებლად აგრესიული გონებაა საჭირო. |
აი რა არის ცოდნის არსი: ჩვენ ვგებულობთ და ის, რასაც ვგებულობთ იდუმალებას კარგავს. |
როდესაც ადამიანი ტრანფორმაციას განიცდის, იგი საკუთარი თავის მამა ხდება. |
ფიქრები ეს ყველაზე ზედაპირული ნაწილია თქვენი არსების. თქვენ უნდა შეაღწიოთ მის მიღმა. |
რაც უფრო ინტელექტუალურია ადამიანი, მით უფრო ხანმოკლეა მისი სიყვარული. |
ბიზნესი საზიზღარი და აუცილებელი ბოროტებაა სამყაროში. |
იცხოვრეთ ინტენსიურად, მგზნებარედ, რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა ცხოვრებისა. |
ქორწინების იდეა უნდობლობაა. |
დრო არ მოძრაობს. მოძრაობს თქვენი გონება. დრო როგორ იმოძრავებს, როცა მოძრაობისთვის ისევ დროა საჭირო? თუ თქვენი დრო იმოძრავებს, მაშინ საჭირო იქნება სხვა დრო, რომელშიც იგი იმოძრავებს. |