შინაარსზე გადასვლა

პლუტარქე

ვიკიციტატიდან
პლუტარქე
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
პლუტარქე
Moralia, 1531

მესტრიუს პლუტარქუსი (ბერძნ. Πλούταρχος, ლათ. Mestrius Plutarchus) (დ. დაახ. 46, ქერონეა, ბეოტია — გ. 127, დელფო) — ძველი ბერძენი ისტორიკოსი, ბიოგრაფი და ესეისტი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

მე ისეთი მეგობარი არ მინდა, რომელიც ჩემთან ერთად იცვლის ფერს და ყოველ ჩემ საქმეს იმეორებს. ამა საქმეს ხომ ჩემი ჩრდილიც კარგად ასრულებს ..

  პიროსის და კინეას დიალოგი


  •  

ამბობენ რომ რომაელები გულადი ხალხია, თან მათ ბევრი მეომარი ერი ემორჩილებათ. თუ კი ღმერთი გამარჯვებას გვიბოძებს, რას მოგვცემს ეს ჩვენ?
პიროსმა უპასუხა: კინეა, შენ ისეთ რამეს მეკითხები რაც თავისთავად ცხადია. თუ ჩვენ დავამარცხებთ რომაელებს, მაშინ იტალიის ვერცერთი ბარბაროსული და ბერძნული ქალაქი ვერ გაგვიწევს წინააღმდეგობას, და ჩვენ დავიბყრობთ მთელ ქვეყანას, შენ კი კარგად იცი თუ რა დიდი და მდიდარი მხარეა!
კინეამ ცოტა ხანი მოითმინა და იკითხა: მეფეო, რას ვიზამთ, როდესაც იტალიას დავეუფლებით?
გვერდით სიცილიაა, აყვავებული და ხალხმრავალი კუნძული, იგი იწვდის ჩვენკენ ხელებს და არაფრად არ გვიღირს მისი აღება: ახლა ხომ აგაფოკლეს სიკვდილის შემდეგ, ქალაქები აჯანყებებმა მოიცვა.
მართალი ხარ, განაგრძო კიეამ ესე იგი სიცილიის აღების შემდეგ ჩვენ დავასრულებთ ლაშქრობას?
თუ კი ღმერთი წარმატებას და გამარჯვებას გვიბოძებს, ეს გახდება მხოლოდ დიდი საქმეების შესავალი. როგორ არ უნდა გავილაშქროთ აფრიკისკენ, კართაგენზე, თუ კი იქამდე ორი ნაბიჯია? აგაფოკლე საიდუმლოდ რომ გაიპარა სირაკუზიდან და უმნიშვნელო ფლოტით გადაკვეთა ზღა კინაღამ აიღო ქალაქი! თუ კი ჩვენ ეს მოვახერხეთ, მაშინ ვერცერთი მტერი, ვინც ახლა შეურაცხყოფას გვაყენებს, ვერ შეძლებს გაგვიწიოს წინააღმდეგობა, ასე არ არის?
„ასეა“ უპასუხა კინეამ ცხადია ასეთი ძალებით შესაძლებელი გახდება მაკედონიის დაბრუნება და საბერძნეთზე ძალაუფლების დამკვიდრება. მაგრამ ეს ყველაფერი რომ ახდება, მაშინ რას ვიზამთ?
პიროსმა ღიმილით მიუგო: პატივცემულო, გვექნება თავისუფალი დრო, ყოველდღიური ნადიმი და სასიამოვნო საუბრები.
კინეამ შეაწყვეტინა მას და ჰკითხა: კი მაგრამ ახლა რა გვიშლის რომ მოვისურვოთ ვიქეიფოთ და თავისუფალ დროს ერთმანეთთან ვისაუბროთ? ჩვენ ხომ უკვე გვაქვს ის, რის მიღწევასაც ვცდილობთ დიდძალი გაჭირვებით, ხიფათით და უხვი სისხლისღვრით, რის გამოც მოგვიწევს გადავიტანოთ და სხვებს მივაყენოთ უამრავი უბედურება.


  •  

მე ბიოგრაფიებს ვწერ და არა ისტორიას, დიად ამბებში ყოველთვის ცხადად როდი ჩანს სიკეთე თუ მანკიერება; ერთი პატარა საქმე, ერთი სიტყვა ან რაიმე მოსწრებული თქმა ხშირად უფრო ნათლად გვიმჟღავნებს ადამიანის ხასიათს, ვიდრე სისხლისმღვრელი ბრძოლანი, დიდი სამხედრო მოქმედებანი და ქალაქთა გარემოცვანი... ნება მომეცით, ჩემ მიერ აღსაწერ პიროვნებათა სულიერ სამყაროს ღრმად ჩავწვდე და თითოეული მათგანის ცხოვრება ამის მიხედვით ავსახო. დაე, სხვებმა აღწერონ მათი დიადი საქმენი და ომები... ისტორიაში როგორც სარკეში ჩახედვისას მე ვცდილობ უკეთესობისკენ წარვმართო საკუთარი სიცოცხლე და მოვასწრო ის იმათი მაგალითით, ვის სათნოებაზეც მოვუთხრობ... ისტორიის მეოხებით ჩვენ ზუსტად ვიღებთ თითოეულ დიდ ადამიანს ჩვენს სახლში, ვიგებთ, „ვინ ვინ არის “ და ამოვარჩევთ მის გმირობათაგან უმნიშვნელოვანესსა და უმშვენიერესს.


  •  

სახელმწიფოს ღირსებას იმ ადამიაების ღირსება განსაზღვრავს, ვინც მას წარმოადგენს.


  •  

როდის ვიქნებით თავისუფალი? - როდესაც სიკვდილს არად ჩავაგდებთ.