შინაარსზე გადასვლა

ლუციუს ანეუს სენეკა

ვიკიციტატიდან
(გადმომისამართდა სენეკა-დან)
სენეკა

ლუციუს ანეუს სენეკა (ლათ. Lucius Annaeus Seneca; დ. დაახლოებით ძვ. წ. 4, კორდუბა (კორდობა) — გ. 65, რომი) — რომაელი ფილოსოფოსი, ორატორი, დრამატურგი და იუმორისტი. სენეკა უფროსის ვაჟი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

რა ადგილიც უჭირავს სამყაროში ღმერთს, იგივე ადგილი უჭირავს ადამიანში სულსაც; და რაც ღმერთისთვის არის უნივერსალური მატერია, იგივეა ჩვენთვის სხეულიც.


  •  

ბავშვები და ჭკუიდან შეშლილნი არ უფრთხიან სიკვდილს; და განა სამარცხვინო არ იქნება, თუ გონება ვერ გვაზიარებს იმ სიმშვიდეს და უშიშრობას, რასაც უგუნურება გვანიჭებს?


  •  

ყოველთვის მპატიობენ და არასდროს მეხმარებიან.

  ციტატის წყარო: ჟურ. „თბილისელები“; 6 თებერვალი – 12 თებერვალი, 2012; N6(580) — გვ. 92.


  •  

ბედნიერებამ არასოდეს იცის ზომა.

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“. თბილისი, 1987


  •  

ზოგიერთები იმიტომ გვეჩვენებიან დიდებად, რადგან მათ კვარცხლბეკთან ერთად ზომავენ.


  •  

სიცოცხლე თეატრივითაა, რომლის წარმოდგენაშიც მთავარია არა ხანგრძლივობა, არამედ ის, თუ როგორ შეასრულებ მასში საკუთარ როლს.


  •  

ლოთობა ნებაყოფლობითი სიგიჟეა.


  •  

შენი მრწამსი ზოგჯერ ციხეში ჯდომითაც უნდა დაიცვა.


  •  

წვრილმანი შეცდომებიდან ადვილია მსხვილ მანკიერებებზე გადასვლა.


  •  

მხოლოდ დროული სიმამაცეა ქების ღირსი.


  •  

ხელი ხელსა ჰბანს.

 

Manus manum lavat.


  •  

ბოროტმოქმედმა შეიძლება ხანდახან აირიდოს სასჯელი, მაგრამ მის შიშს კი ვერასდროს მოიცილებს.


  •  

იარე არა იმ გზით, რა გზითაც სხვები დადიან, არამედ იმ გზით, რა გზითაც ძალგიძს იარო...


  •  

ზოგი დაუწერელი კანონი დაწერილზე ძლიერია.


  •  

ცეზარისთვის ბევრი დაუშვებელია, იმიტომ რომ მისთვის ყველაფერი შესაძლებელია.


  •  

ბედნიერება კაცს თავის დღეში იმოდენად მაღლა არ აიყვანს, რომ მაინც მეგობრის ყოლა არ იყოს მისთვის საჭირო.


  •  

ოქროს ცეცხლით აკეთილშობილებენ, ქალს – ოქროთი, ხოლო მამაკაცს – ქალით.


  •  

ვინც აისმა ნახა აღზევებული ,მას დაისი ძირს დამხობილს ნახავს.

  ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია “ ( გამომცემლობა ხელოვნება 1989)

  •  

სხვა ხალხებზე ბატონობა ხანმოკლეა მარად.

  ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია “ ( გამომცემლობა ხელოვნება 1989)

  •  

ნუ დამშვიდდები წარმატებაში, ძნელბადობაში ნუ კარგავ იმედს.

  ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია “ ( გამომცემლობა ხელოვნება 1989)

  •  

სიკვდილის შიშით სიკვდილია უგუნურობა.

  ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია “ ( გამომცემლობა ხელოვნება 1989)

  •  

მეგობარი ლხინში გვინდა, მაგრამ ჭირში-უსათუოდ.

  ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია “ ( გამომცემლობა ხელოვნება 1989)

  •  

სიხარბის უარყოფაა ყველაზე დიდი სიმდიდრე.

  ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია “ ( გამომცემლობა ხელოვნება 1989)

  •  

სიძუნწე გახლავთ ღირსება მართ ოდენ დროის კარგვაში.

  ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია “ ( გამომცემლობა ხელოვნება 1989)

  •  

ვერავინ ამჩნევს, როგორ გადის სიჭაბუკე, მაგრამ როცა გასულია, ყველა ხედავს.

  ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია “ ( გამომცემლობა ხელოვნება 1989)

  •  

დიდ ადამიანებს შრომა კვებავს.

  ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია “ ( გამომცემლობა ხელოვნება 1989)

  •  

ვიდრე ადამიანი ოცცხალია, იმედი არ უნდა დაკარგოს.

  ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია “ ( გამომცემლობა ხელოვნება 1989)

  •  

ბრძენის სიკვდილში არის უცხო სიკვდილის შიში.

  ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია “ ( გამომცემლობა ხელოვნება 1989)

  •  

ვსწავლობთ არა სკოლისთვის არამედ ცხოვრებისთვის.

  ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია “ ( გამომცემლობა ხელოვნება 1989)

  •  

იგავ არაკი და ცხოვრება ფასდება არა მისი სიგრძით არამედ შინაარსით

  ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია “ ( გამომცემლობა ხელოვნება 1989)