სერენ კიერკეგორი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
.
r2.7.3) (ბოტის დამატება: ko:쇠렌 키르케고르
ხაზი 70: ხაზი 70:
[[it:Søren Kierkegaard]]
[[it:Søren Kierkegaard]]
[[ja:セーレン・キェルケゴール]]
[[ja:セーレン・キェルケゴール]]
[[ko:쇠렌 키르케고르]]
[[ku:Søren Kierkegaard]]
[[ku:Søren Kierkegaard]]
[[la:Severinus Kierkegaard]]
[[la:Severinus Kierkegaard]]

10:24, 2 იანვარი 2013-ის ვერსია

სერენ კიერკეგორი

სერენ ები კიერკეგორი (დ. 5 მაისი,1813 - გ.11 ნოემბერი,1855) დანიელი ფილოსოფოსი და თეოლოგი, მიჩნეულია ეგზისტენციალიზმის ფუძემდებლად.


  • მმართებს, ვიპოვო ჭეშმარიტება, რომელიც მართებულია ჩემთვის, იდეა, რომლითაც მე ვიცოცხლებ და რომლისთვისაც მზად ვიქნები, მოვკვდე.


  • არსებობის ყველაზე უფრო მტკივნეული ნაწილია მოგონებები ჩვენს მომავალზე, მომავალზე, რომელიც არასდროს დადგება.


  • ღმერთი სიყვარულის გარეშე- ადამიანია.


  • მე ასე მწამს: რაც უფრო მეტად იტანჯება ადამიანი, მით უფრო კარგი იუმორის გრძნობა აქვს მას.ჩვენ მხოლოდ უკიდურესი ტანჯვისას ვაფასებთ ჯეროვნად იუმორის მნიშვნელობას.


  • ადამიანის გონების ვალია იმის გაგება, რომ ბევრი რამ არსებობს ისეთი, რასაც ვერ გაიგებს.


  • სიმართლე ხაფანგივითაა: მას ვერ დაიჭერ,თუ თავად არ დაგიჭირა.


  • რა უფრო რთულია, გამოაღვიძო ის, ვინც სთვლემს, თუ ის,ვისაც ჰგონია, რომ რომ მას უკვე ღვიძავს?


  • ჩვენი ცხოვრება მისტერიაა,რომელშიც უნდა იცხოვრო და არა პრობლემა, რომელიც საჭიროებს მოგვარებას.


  • მიმაკუთვნო ხალხის რომელიმე კატეგორიას, ეს ჩემი პიროვნების უარყოფაა.


  • თუ მე გავრისკე და დავმარცხდი, არაფერია, ცხოვრება დამეხმარება მისივე დარტყმის გადატანაში. მაგრამ მაშინ ვინ-ღა დამეხმარება, თუ მე არასდროს გავრისკავ, ვინ ?


  • როცა ბოლომდე შეაბიჯებ სიყვარულის სამეფოში, სამყარო,მიუხედავად მისი არასრულფასოვნებისა, ხდება საუცხოოდ მშვენიერი და შედგება მხოლოდ სიყვარულის გამოხატვის შესაძლებლობებისაგან.


  • ბგერა შეაღწევს იქ, სადაც ვერ შეაღწევს მზის სხივი.(მოცარტთან დაკავშირებით)


  • ყოველივე განისაზღვრება ყურით: გრამატიკის კანონები განისაზ­ღვრება ყურით; კანონის გაგება განისაზღვრება ყურით; ფუნდამენტალური ბანი - ყურით. ამიტომ­ვე, სხვა ცხოვ­რება გამოისახე,ბა როგორც მთელი მუსიკა, როგორც დიადი ჰარმონია. ეჰა, შეძლებ­დნენ მაინც ჩემი ცხოვრების დისონანსები უმალ შეერწყან მას.


  • სუბიქტურობის ნამდვილი სახელი ირონიაა.


  • ტირანი კვდება და მასთან ერთად კვდება მისი ბატონობა ; ხოლო წამებულის ბატონობა სწორედ მისი სიკვდილის შემდეგ იწყება.