ბლეზ პასკალი: განსხვავება გადახედვებს შორის
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 45: | ხაზი 45: | ||
*თუ არ გინახავს მშვენიერი ქალის სახეზე ცრემლი, ნუ იტყვი- მშვენიერება მინახავსო, თუ არ გინახავს ლამაზი ქალის სახეზე სიხარული, ნუ იტყვი- სიხარული მინახავსო. |
*თუ არ გინახავს მშვენიერი ქალის სახეზე ცრემლი, ნუ იტყვი- მშვენიერება მინახავსო, თუ არ გინახავს ლამაზი ქალის სახეზე სიხარული, ნუ იტყვი- სიხარული მინახავსო. |
||
*კაცთა ცოდვანი და დანაშაულნი უფრო ბევრ რამეს გვასწავლის, ვიდრე კეთილნი საქმენი მათნი. |
|||
12:20, 8 სექტემბერი 2008-ის ვერსია
ბლეზ პასკალი (Blaise Pascal) (19 ივნისი,1623 – 19 აგვისტო,1662) - ფრანგი მათემატიკოსი,ფიზიკოსი და თეოლოგი.
- კაცობრიობა იყოფა ორ ნაწილად: მართლებად, ვინც თავს ცოდვილად თვლის და ცოდვილებად, ვინც თავს მართლად თვლის.
- ორი რამ გღუპავთ თქვენ: ქედმაღლობა, რომელიც ღმერთს გაშორებთ და სიბილწე, რომელიც მიწას გაჯაჭვავთ.
- ადამიანისთვის,რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს,ყველაზე აუტანელი,განმარტოებაა.
- სულის ყოველგვარი მოძრაობის წყარო, ერთის მხრივ, ანგარებაა, ხოლო, მეორეს მხრივ, კაცთმოყვარეობა.
- ჩვენი ბუნების ნამდვილი არსი მოძრაობაა, სრული სიმშვიდე სიკვდილს მოასწავებს.
- კაცი რაც უფრო ჭკვიანია, მით უფრო პოულობს ორიგინალურ ადამიანებს. მოუქნელი პიროვნებანი ადამიანებს შორის განსხვავებას ვერ ხედავენ.
- რას იტყვის ამაზე ფიზიკა? ადამიანთა ურთიერთობაში ხახუნს გაგრილება მოსდევს.
- რა ცარიელია ადამიანის გული! და რამდენი სიბილწეა ამ სიცარიელეში....
- ადამიანთა სამი გვარი არსებობს: ერთნი ემსახურებიან ღმერთს იმიტომ, რომ უკვე იპოვეს; მეორენი ეძებენ ღმერთს იმიტომ, რომ არ უპოვიათ; მესამენი - არც ეძებენ და არც უპოვიათ. პირველნი ბედნიერნი არიან და კეთილგონიერნი; მეორენი- უბედურნი და კეთილგონიერნი; მესამენი - უბედურნი და უკეთურნი.
- სულ მცირე ყოფნის ადამიანს, თავი ბედნიერად იგრძნოს, იმიტომ, რომ ასეთივე უბადრუკი წვრილმანის გამო ეძლევა უნუგეშობას.
- ადამიანი არც ანგელოზია და არც მხეცი. მისი უბედურება ისაა, რომ რაც უფრო მიილტვის, დაემსგავსოს ანგელოზს, მით უფრო მხეცად გარდაიქმნება ხოლმე.
- თუკი ღმერთი არ არსებობს, არაფერს დაკარგავთ მისი რწმენით, ხოლო თუ ის არსებობს, მისი არსებობობის არდაჯერებით თქვენ დაკარგავთ ყველაფერს.
- დიდი სიკეთის გასამარჯვებლადაც კი არ უნდა იკადროს კაცმა მცირეოდენი ბოროტის ქმნა.
- სამართლიანობა ძალადობის გარეშე უძლურია, ხოლო ძალადობა სამართლიანობის გარეშე- ტირანია.
- თუ არ გინახავს მშვენიერი ქალის სახეზე ცრემლი, ნუ იტყვი- მშვენიერება მინახავსო, თუ არ გინახავს ლამაზი ქალის სახეზე სიხარული, ნუ იტყვი- სიხარული მინახავსო.
- კაცთა ცოდვანი და დანაშაულნი უფრო ბევრ რამეს გვასწავლის, ვიდრე კეთილნი საქმენი მათნი.