შინაარსზე გადასვლა

ფრიდრიხ შილერი

ვიკიციტატიდან
ფრიდრიხ შილერი

იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ შილერი (გერმ.: Johann Christoph Friedrich von Schiller; დ. 10 ნოემბერი 1759, მარბახ ამ ნეკარი, ბადენ-ვიურტემბერგი — გ. 9 მაისი 1805, ვაიმარი, თიურინგია) — გერმანელი პოეტი, დრამატურგი და ისტორიკოსი. იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთესთან ერთად იყო კლასიკური გერმანული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

ხელოვანმა უნდა აირჩიოს მოკლე მხედველობა კაცობრიობისა, რომლის სამოძღვრებოდაც იგი წერს და არა ღრმა განმჭვრეტელობა ყოვლისშემძლე ძალისა, ვისგანაც იგი თვითონ სწავლობს.


  •  

მსოფლიოს ისტორია მსოფლიოს სასამართლოა.


  •  

სამყაროს მართავენ სიყვარული და შიმშილი.


  •  

ვაი მაშინ მე... თუ ჩემი მრწამსი რყევას დაიწყებს ჩემი მაჯისცემის მიხედვით.


  •  

ხმები უნდა იქნას აწონილი და არა დათვლილი.


  •  

პატროკლეც მოკვდა, თუმცა იყო შენზე ძლიერი.


  •  

უკვე მოსული მწუხარება უფრო ასატანია, ვიდრე მოსალოდნელი.


  •  

თუ მკითხავენ, თუ რატომ არაა ჩემს გულში არცერთი რელიგია, მე ვუპასუხებ, რომ დავკარგე იგი, და დამნაშავე რელიგიაა.


  •  

იცხოვრე შენს ეპოქაში, მაგრამ ნურასოდეს იქცევი შენი ეპოქის ქმნილებად.


  •  

ვისაც არ ძალუძს, რომ დაიცვას მშვენიერება, ის ტრფობის ჯილდოს ვერასდროს დაიმსახურებს.


  •  

ბედნიერია ის კაცი, ვისაც შეუძლია იმის ატანა, რასაც ვერასდროს შეცვლის.


  •  

რომელ რელიგიას მივსდევ? შენს მიერ ჩამოთვლილთაგან არცერთს. რატომ არცერთს? გულში ერთი მარადიული რელიგიის განცდის გამო.


  •  

ბრძენმა შეიძლება მიაღწიოს ჭეშმარიტებას, მაგრამ მხოლოდ ფაქიზი სულის ადამიანს შეუძლია იყოს ბედნიერი.


  •  

ჩალის ფასი ედება ხუმრობას, თუკი მასზე თავად ხუმარაც იცინის.


  •  

ადამიანი იზრდება იმისდა კვალად, თუ როგორ იზრდება მისი მიზნები.


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]