შინაარსზე გადასვლა

ჩარლზ ჩაპლინი

ვიკიციტატიდან
ჩარლი ჩაპლინი 1920 წელი
Chaplin (1915)

სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, უმც. (Sir Charles Spencer Chaplin Jr.), უკეთ ცნობილი, როგორც ჩარლი ჩაპლინი (დ. 16 აპრილი, 1889, ლონდონი — გ. 25 დეკემბერი, 1977, ვევე, შვეიცარია) — ინგლისელი კომედიური მსახიობი, ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი, ასევე რეჟისორი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ დარდი და ნაღველი - მხოლოდ გამაფრთხილებელი სიგნალებია, რომლებიც მამცნობენ, რომ ჩემი ჭეშმარიტი ბუნების წინააღმდეგ ვცხოვრობ. დღეს ვიცი, რომ ამას „სინამდვილე“ ჰქვია.

 

As I began to love myself I found that anguish and emotional suffering are only warning signs that I was living against my own truth. Today, I know, this is AUTHENTICITY.

  ციტატის წყარო: As I Began To Love Myself: Charlie Chaplin On His 70th Birthday

  •  

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რა ძლიერ შეიძლება ატკინო გული ადამიანს, თუკი მას მისივე სურვილების ასრულებას დააძალებ, როცა მათი განხორციელების დრო ჯერ არ დამდგარა და ადამიანი ამისთვის ჯერ მზად არ არის და, რომ ეს ადამიანი - თავად მე ვარ. დღეს „აღიარებას“ ვარქმევ ამას.

 

As I began to love myself I understood how much it can offend somebody as I try to force my desires on this person, even though I knew the time was not right and the person was not ready for it, and even though this person was me. Today I call it RESPECT.

  ციტატის წყარო: As I Began To Love Myself: Charlie Chaplin On His 70th Birthday

  •  

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, თავი დავანებე სხვა ცხოვრებისკენ სწრაფვას და მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი, რაც ჩემს გარშემოა, მუდმივად ზრდისა და სრულყოფისკენ მიბიძგებს. დღეს „მოწიფულობა“ დავარქვი ამას.

 

As I began to love myself I stopped craving for a different life, and I could see that everything that surrounded me was inviting me to grow. Today I call it MATURITY.

  ციტატის წყარო: As I Began To Love Myself: Charlie Chaplin On His 70th Birthday

  •  

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ მიუხედავად გარემოებებისა, ვიმყოფები სწორ ადგილას, სწორ დროს და ყველაფერი საჭირო მომენტში ხდება, ამიტომ შემიძლია მშვიდად ვიყო. ახლა ამას „თვითდაჯერებულობას“ ვარქმევ სახელად.

 

As I began to love myself I understood that at any circumstance, I am in the right place at the right time, and everything happens at the exactly right moment, so I could be calm. Today I call it SELF-CONFIDENCE.

  ციტატის წყარო: As I Began To Love Myself: Charlie Chaplin On His 70th Birthday

  •  

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვიპარავ ჩემს დროს და სამომავლოდ გრანდიოზულ გეგმებს აღარ ვსახავ. დღეს მხოლოდ იმას ვაკეთებ, რასაც ჩემთვის სიხარული და სიამოვნება მოაქვს, იმას, რაც მიყვარს და რაც მხიარულ განწყობაზე მაყენებს. ამას ჩემი მეთოდებით, ჩემს ჩვეულ რიტმში ვაკეთებ. დღეს ამ ყოველივეს „უბრალოებას“ ვეძახი.

 

As I began to love myself I quit steeling my own time, and I stopped designing huge projects for the future. Today, I only do what brings me joy and happiness, things I love to do and that make my heart cheer, and I do them in my own way and in my own rhythm. Today I call it SIMPLICITY.

  ციტატის წყარო: As I Began To Love Myself: Charlie Chaplin On His 70th Birthday

  •  

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, განვთავისუფლდი ყველაფრისგან, რასაც ზიანი მოქონდა ჩემთვის - საკვების, ადამიანების, ნივთებისა და სიტუაციებისგან. ყველაფრისგან, რაც კი უკან მხევდა და ჩემს თავს მაშორებდა. „საკუთარი თავის სიყვარული“ ვუწოდე ამ ყოველივეს.

 

As I began to love myself I freed myself of anything that is no good for my health – food, people, things, situations, and everything the drew me down and away from myself. At first I called this attitude a healthy egoism.Today I know it is LOVE OF ONESELF.

  ციტატის წყარო: As I Began To Love Myself: Charlie Chaplin On His 70th Birthday

  •  

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვცდილობ ყოველთვის მართალი ვიყო და შეცდომებსაც ნაკლებად ვუშვებ. ახლა ვიცი, რომ ამას „მოკრძალება“ ქვია.

 

As I began to love myself I quit trying to always be right, and ever since I was wrong less of the time. Today I discovered that is MODESTY.

  ციტატის წყარო: As I Began To Love Myself: Charlie Chaplin On His 70th Birthday

  •  

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, წარსულით აღარ ვცხოვრობ და მომავალზეც არ ვღელავ. მხოლოდ მოცემულ მომენტში ვცხოვრობ - იქ, სადაც ყველაფერი ხდება. ახლა ყოველი დღით ვცხოვრობ და ამას „განხორციელებას“ ვარქმევ სახელად.

 

As I began to love myself I refused to go on living in the past and worry about the future. Now, I only live for the moment, where EVERYTHING is happening. Today I live each day, day by day, and I call it FULFILLMENT.

  ციტატის წყარო: As I Began To Love Myself: Charlie Chaplin On His 70th Birthday

  •  

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, გავაცნობიერე, რომ ჩემმა გონებამ შესაძლოა გუნება-განწყობა გამიფუჭოს და ამან შედეგად ავადმყოფობა მომიტანოს. მაგრამ, როცა გული და გონება ერთმანეთს შევურწყე, ეს უკანასკნელი ჩემი საუკეთესო მოკავშირე გახდა. ამ კავშირს „გულის სიბრძნეს“ ვუწოდებ.

 

As I began to love myself I recognized that my mind can disturb me and it can make me sick. But As I connected it to my heart, my mind became a valuable ally. Today I call this connection WISDOM OF THE HEART.

  ციტატის წყარო: As I Began To Love Myself: Charlie Chaplin On His 70th Birthday

  •  

არ არის საჭირო, კონფრონტაციებისა თუ სხვადასხვა სახის პრობლემების შიში რომ გვქონდეს. იცით, ვარსკვლავებიც ეჯახებიან ერთმანეთს და ამ შეჯახების შედეგად ახალი სამყაროები წარმოიქმნება. დღეს ვიცი, რომ „ეს - ცხოვრებაა“.

 

We no longer need to fear arguments, confrontations or any kind of problems with ourselves or others. Even stars collide, and out of their crashing new worlds are born. Today I know THAT IS LIFE!

  ციტატის წყარო: As I Began To Love Myself: Charlie Chaplin On His 70th Birthday

  •  

საკუთარი თავის უნდა გწამდეს - ესაა საიდუმლო. მაშინაც კი, როცა ობოლთა თავშესაფარში ვცხოვრობდი და ქუჩაში საკვებს ვეძებდი, ვფიქრობდი საკუთარ თავზე, როგორც უდიდეს მსახიობზე მსოფლიოში. მე უნდა მქონდეს აბსოლუტური თავდაჯერებულობა, მის გარეშე დავმარცხდებოდი.

  ციტატის წყარო: As I Began To Love Myself: Charlie Chaplin On His 70th Birthday

  •  

მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.

  ციტატის წყარო: „წერილი ჯერალდინას“ 1965 წლის დეკემბერი.

  •  

ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს.

  ციტატის წყარო: „წერილი ჯერალდინას“ 1965 წლის დეკემბერი.

  •  

ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე.

  ციტატის წყარო: „წერილი ჯერალდინას“ 1965 წლის დეკემბერი.

  •  

ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის.

  ციტატის წყარო: „წერილი ჯერალდინას“ 1965 წლის დეკემბერი.

  •  

შენი გაშიშვლებული სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს.

  ციტატის წყარო: „წერილი ჯერალდინას“ 1965 წლის დეკემბერი.

  •  

– მაპატიეთ, მაგრამ მე არ მინდა იმპერატორობა – ეს არაა ჩემი საქმე. არ მინდა ვინმეს ვმართავდე ან ვიპყრობდე. მინდა დავეხმარო ყველას, ვისაც შემიძლია – ებრაელს, წარმართს, ზანგს, თეთრკანიანს. ჩვენ ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ადამიანები ასეთები ვართ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის სიხარულით და არა უბედურებით. არ უნდა გვძულდეს და გვეზიზღებოდეს ერთმანეთი. ამ მსოფლიოში ყველასთვისაა ადგილი, დედამიწა მდიდარია და ყველას დაგვიტევს.

  ციტატის წყარო: „დიდი დიქტატორი“

  •  

ცხოვრების გზა თავისუფალი და ლამაზი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ეს გზა. სიხარბემ მოწამლა ადამიანთა სულები, მსოფლიო სიძულვილისგან ბარიკადებით გადაიღობა. ჩვენ განვავითარეთ სისწრაფე, მაგრამ მასში ჩავიკეტეთ. მანქანებმა გზა გაგვიხსნეს სიმდიდრისკენ, ცოდნამ ცინიკურები გაგვხადა, ნიჭიერებამ კი – გაგვაბოროტა. ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. მანქანებზე მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება, ნიჭიერებაზე მეტად – სიკეთე და თავაზიანობა. ამ თვისებების გარეშე ცხოვრება ძალადობრივი გახდება და თავის ნამდვილ არსს დაკარგავს.

  ციტატის წყარო: „დიდი დიქტატორი“

  •  

სანამ ადამიანები იარსებებენ, თავისუფლება არასდროს გაქრება.

  ციტატის წყარო: „დიდი დიქტატორი“

  •  

ჯარისკაცებო – ნუ იბრძოლებთ დასამონებლად! იბრძოლეთ თავისუფლებისთვის! წმინდა ლუკას სახარების მე-17 თავში წერია, “ღმერთის სასუფეველი თვითონ თქვენშია”. არა ერთ ადამიანში, არა ადამიანთა ჯგუფში, არამედ ყველაში, თქვენში. თქვენ გაქვთ ძალაუფლება, ძალაუფლება, რომ შექმნათ მანქანები, ძალაუფლება, რომ შექმნათ ბედნიერება. თქვენ გაქვთ იმის ძალაუფლება, გახადოთ ეს ცხოვრება თავისუფალი და ლამაზი, აქციოთ ის გასაოცარ თავგადასავლად. მაშ, დემოკრატიის სახელით, მოდი გამოვიყენოთ ეს ძალაუფლება! მოდი ყველანი გავერთიანდეთ! ვიბრძოლოთ ახალი მსოფლიოსთვის, წესიერი მსოფლიოსთვის, სადაც ადამიანს ექნება საშუალება, იმუშაოს, რომელიც მოგცემთ მომავალს, ხოლო ხანდაზმულებს შეუქმნის უსაფრთხოებას. ამ დაპირებების მოცემით ულმობელი ადამიანები ძლევამოსილნი გახდნენ, მაგრამ ისინი ტყუიან! ისინი არ ასრულებენ თავიანთ დანაპირებს. მაშ მოდი ვიბრძოლოთ ამ დაპირებების ასასრულებლად! ვიბრძოლოთ, რათა გავათავისუფლოთ მსოფლიო, გადავლახოთ ეროვნული ბარიერები, მოვაშოროთ სიხარბე, სიძულვილი და შეუწყნარებლობა. ვიბრძოლოთ იმ მსოფლიოსთვის, სადაც მეცნიერება და პროგრესი მთლიანად ადამიანთა ბედნიერებისკენაა მიმართული.

  ციტატის წყარო: „დიდი დიქტატორი“

  •  

ადამიანთა სიძულვილი ჩაივლის და დიქტატორები დაიხოცებიან. ის ძალაუფლება, რომელსაც ხალხისგან იღებენ, ისევ ხალხს დაუბრუნდება და სანამ ადამიანები იარსებებენ, თავისუფლება არასდროს გაქრება.

 

The hate of men will pass, and dictators die, and the power they took from the people will return to the people. And so long as men die, liberty will never perish.

  ციტატის წყარო: „დიდი დიქტატორი“

  •  

მამაკაცის ნამდვილი ხასიათი გამოიხატება სწორედ მაშინ, როდესაც ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება.

 

A man's true character comes out when he's drunk.

  ციტატის წყარო: My Life In Pictures

  •  

ყველაზე სამწუხარო რამ, რაც კი შემიძლია წარმოვიდგინო, არის ფუფუნებით კმაყოფილება.

 

The saddest thing I can imagine is to get used to luxury.

  ციტატის წყარო: My Life In Pictures

  •  

არაფერია მუდმივი ამ ბოროტი მსოფლიოში - არამც თუ ჩვენი უსიამოვნებები.

 

Nothing is permanent in this wicked world - not even our troubles.

  ციტატის წყარო: My Life In Pictures

  •  

ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას.

 

We think too much and feel too little.

  ციტატის წყარო: My Life In Pictures

  •  

ახლოდან დანახული ცხოვრება ტრაგედიაა, შორიდან კი კომედიას უფრო ჰგავს.

 

Life is a tragedy when seen in close-up, but a comedy in long-shot.

  ციტატის წყარო: My Life In Pictures

  •  

დამარცხება უმნიშვნელოა. მხნეობაა საჭირო, რომ თავიდან ლაფი მოიცილო.

 

Failure is unimportant. It takes courage to make a fool of yourself.

  ციტატის წყარო: My Life In Pictures

  •  

იმისათვის, რომ ჭეშმარიტი ღიმილი გამოსახო, საჭიროა განიცადო ის ტკივილი, რომელსაც ატარებ.

 

To truly laugh, you must be able to take your pain, and play with it!

  ციტატის წყარო: My Life In Pictures

  •  

მაწანწალა, ჯენტლმენი, პოეტი, მეოცნებე, მარტოხელა, რომანებისა და თავგადასავლების ისტორიით აღსავსე.

 

A tramp, a gentleman, a poet, a dreamer, a lonely fellow, always hopeful of romance and adventure.

  ციტატის წყარო: My Life In Pictures


  •  

მე ვერ ვეგუები მშვენიერების ისეთ ნიმუშს, რომელიც ყველასთვის გასაგებია. როდესაც მშვენიერება არ საჭიროებს დამატებით ინტერპრეტაციას ვინმე სხვა შემოქმედისგან, მაშინ მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მან შეასრულა მისი ჭეშმარიტი დანიშნულება.

 

I do not have much patience with a thing of beauty that must be explained to be understood. If it does need additional interpretation by someone other than the creator, then I question whether it has fulfilled its purpose.

  ციტატის წყარო: My Life In Pictures

  •  

ამ ყოველივეს შემდეგ, მრჩება მხოლოდ ერთადერთი რამ, ერთადერთი ყოფიერება და ეს არის - კლოუნის როლი. ეს მათავსებს ბევრად უფრო დიად სიმაღლეზე, ვიდრე თვითმფრინავი ნებისმიერ პოლიტიკოსს.

 

I remain just one thing, and one thing only, and that is a clown. It places me on a far higher plane than any politician.

  ციტატის წყარო: My Life In Pictures

  •  

ჩვენ ყველას გვინდა დავეხმაროთ ერთმანეთს. ადამიანური ყოფიერება და მოვალეობაც ესაა. ჩვენ ცხოვრება უნდა იყოს დამყარებული ერთმანეთის ბედნიერებაზე და არა ერთმანეთის უბედურებაზე.

 

We all want to help one another. Human beings are like that. We want to live by each other's happiness, not by each other's misery

  ციტატის წყარო: My Life In Pictures

  •  

მე დავიწყე ბიზნესი ფულის შოვნის მხრივ და ამავე დროს ხელოვნებაც უჩინრად იზრდებოდა ჩემში.

 

I went into the business for the money, and the art grew out of it.

  ციტატის წყარო: My Life In Pictures

  •  

სიცილის გარეშე გატარებული დღე ტყუილად დაკარგულია.

 

A day without laughter is a day wasted.

  ციტატის წყარო: My Life In Pictures

  •  

ვერასდროს იპოვი ცისარტყელას, თუ მუდამ ქვევით იყურები.

 

You'll never find a rainbow if you're looking down.

  ციტატის წყარო: My Life In Pictures

  •  

მე მუდამ მიყვარს წვიმაში სეირნობა, რადგან ვერავინ ამჩნევს, როცა ვტირი.

 

I always like walking in the rain, so no one can see me crying.

  ციტატის წყარო: My Life In Pictures

  •  

გაიღიმეთ და უთუოდ აღმოაჩენთ, რომ ცხოვრება კვლავ ღირებულია.

 

You'll find that life is still worthwhile, if you just smile.

  ციტატის წყარო: My Life In Pictures

  •  

სრულყოფილი სიყვარული არის ყოველი წარუმატებლობის უჩვეულოდ ლამაზი ფორმა, რადგან საჭიროებს მრავალგზის გამოხატვას.

 

Perfect love is the most beautiful of all frustrations because it is more than one can express.

  ციტატის წყარო: My Life In Pictures

  •  

ფანტაზია ყოვლად უძლურია და არაფერსაც ნიშნავს ქმედების გარეშე.

 

Imagination means nothing without doing.

  ციტატის წყარო: My Life In Pictures

  •  

მსგავსად ყველასი, მე ვარ ის, ვინც ვარ: ინდივიდუალური, უნიკალური და განსხვავებული. ისტორია უამრავი ოცნების, სურვილებისა და პირადი გამოცდილების, რომელთა მთლიანობასაც წარმოადგენს ჩემი პიროვნება.

 

Like everyone else I am what I am: an individual, unique and different. a history of dreams, desires, and of special experiences, all of which I am the sum total

  ციტატის წყარო: My Autobiography

  •  

ცხოვრება შეიძლება იყოს მშვენიერი, თუ - კი არ გეშინია მისი.

 

Life can be wonderful if you're not afraid of it.

  ციტატის წყარო: My Autobiography

  •  

ჩემი ტკვილი შეიძლება იყოს ვინმეს სიცილის მიზეზი, მაგრამ ჩემი სიცილი არასდროს იქნება ვინმეს ტკივილის მიზეზი.

 

My pain may be the reason for somebody's laugh. But my laugh must never be the reason for somebody's pain.

  ციტატის წყარო: My Autobiography

  •  

სწორედ ესაა უბედურება მსოფლიოსი, რომ ჩვენვე ვიძულებთ საკუთარ თავს.

 

That's the trouble with the world. We all despise ourselves.

  ციტატის წყარო: My Autobiography

  •  

მე არ შევუერთდები არცერთ კლუბს, რომელიც ჩემს წევრად მიღებას გადაწყვეტს.

 

I will not join any club who will take me as a member.

  ციტატის წყარო: My Autobiography

  •  

სასოწარკვეთილება არის ნარკოტიკი. ის დროებით სიმშვიდეს ჰმატებს გონებას გულგრულობის პროცესში.

 

Despair is a narcotic. It lulls the mind into indifference.

  ციტატის წყარო: My Autobiography

  •  

მე მჯერა, რომ ჩემი სული წვრილმანიდან დაიბადა.

 

From such trivia, I believe my soul was born.

  ციტატის წყარო: My Autobiography

  •  

ფილმში გადაღება არის მჭირვეულობა. აუდიტორიას ნამდვილად სურს ცოცხალი მსახიობი სცენაზე.

 

Movies are a fad. Audiences really want to see live actors on a stage.

  ციტატის წყარო: My Autobiography

  •  

ერთი მკვლელობა გხდის ავკაცად, მილიონობით კი გმირად. რიცხვთა მიხედვით განხილვა, ჩემი კარგი თანამემამულეა.

 

One murder makes a villain, millions a hero. Numbers sanctify, my good fellow.

  ციტატის წყარო: My Autobiography

  •  

მისაღწევად რთული რამ არის სიმარტივე.

 

Simplicity is a difficult thing to achieve.

  ციტატის წყარო: My Autobiography

  •  

გახსოვდეთ, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაიხაროთ, მაგრამ ვერ შეამჩნიოთ.

 

Remember, you can always stoop and pick up nothing.

  ციტატის წყარო: My Autobiography

  •  

მე არ მჯერა, რომ საზოგადოებამ იცის რაც სურს.

 

I don't believe that the public knows what it wants.

  ციტატის წყარო: My Autobiography

  •  

ძირითადი არსი უდიდესი მსახიობისა არის, რომ ის (სცენაზე) თამაშისას შეყვარებული საკუთარ თავზე.

 

The basic essential of a great actor is that he loves himself in acting

  ციტატის წყარო: My Autobiography

  •  

ყველაფერი, რაც მჭირდება კომედიის შექმნისთვის - ეს არის პარკი, პოლიციელი და მშვენიერი გოგონა.

 

All I need to make a comedy is a park, a policeman and a pretty girl

  ციტატის წყარო: My Autobiography


  •  

ჭეშმარიტმა მსახიობმა გრიმის, მისაწებებელი ცხვირისა და ნიღბის გარეშეც უნდა შეძლოს ხალხის გაცინება.


  •  

უბრალოდ გაიღიმეთ და აღმოაჩენთ, რომ ცხოვრება კვლავ ღირებულია.


  •  

მე ტაშს მიკრავენ იმიტომ, რომ ყველას ესმის ჩემი: თქვენ კი იმიტომ გიკრავენ ტაშს, რომ არავის ესმის თქვენი. (ნათქვამია ალბერტ აინშტაინის მისამართით)


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]