შინაარსზე გადასვლა

ჰარი ტრუმენი

ვიკიციტატიდან
ჰარი ტრუმენი

ჰარი ტრუმენი ( დ. 8 მაისი, 1884 — გ. 26 დეკემბერი, 1972) — აშშ-ის ოცდამეცამეტე პრეზიდენტი (1945—1953). პრეზიდენტის პოსტი მან დაიკავა ფრანკლინ რუზველტის გარდაცვალების შემდეგ.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

ახალგაზრდობაში მე მსურდა გავმხდარიყავი ან პოლიტიკოსი, ან ფორტეპიანოზე დამკვრელი ბიჭუნა ბორდელში. გულახდილად რომ გითხრათ, ამ ორ პროფესიას შორის თითქმის არც არის განსხვავება.


  •  

არასდროს ესმოდათ, რატომ არ იყენებს პრეზიდენტი ძალაუფლებას მათ სამართავად. სინამდვილეში კი, ისაა საუკეთესო პრეზიდენტი, რომელიც ხალხის მასებს უყვარს, თავად კი მთელ დროს პირფერობასა და ხვევნა-კოცნაში ატარებს და ასე უბიძგებს მათ იმისკენ, რისი გაკეთებაც მათ ნებით თუ ძალით მაინც მოუწევთ.


  •  

საუკეთესო გზა იმისა, რომ მისცეთ თქვენ ბავშვს რჩევა: გაარკვიეთ, რა სურს და შემდეგ ურჩიეთ, გააკეთოს ეს.


  •  

როცა ვინმე მეუბნება, რომ ის არის ორპარტიული, დანამდვილებით ვიცი, რომ ის ჩემს წინააღმდეგ მისცემს ხმას.


  •  

როცა შენი მეზობელი კარგავს სამსახურს, ეს რეცესიაა, ხოლო როცა თავად რჩები სამსახურის გარეშე - ეს უკვე დეპრესია გახლავთ.

Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ჰარი ტრუმენი