შინაარსზე გადასვლა

ჰორაციო ნელსონი

ვიკიციტატიდან


ჰორაციო ნელსონი (დ. 29 სექტემბერი 1758 ნორფოლკი, ინგლისი — გ. 21 ოქტომბერი 1805 ტრაფალგარის კონცხი, ესპანეთი) — ინგლისელი ადმირალი, რუსეთის არმიასთან ერთად ებრძოდა ნაპოლეონს, რომლის ფლოტიც დაამარცხა 1798 წელს, როდესაც ბონაპარტი ეგვიპტეში ჩავიდა; 1805 წელს სძლია ესპანეთ–საფრანგეთის ფლოტს, მაგრამ სასიკვდილოდ დაიჭრა.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

ერთადერთი საფუძველი ყოველი კეთილმოწყობილი სახელმწიფოსი, ესაა ხელოვნება, რომ დროზე დაასაჩუქროს და დასაჯოს... ჩემს წინადადებებს ხალისით იღებთ, მაგრამ უხალისოდ ასრულებთ.


  •  

დრო, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ჩვენი საუკეთესო მოკავშირეა, და იმედი მაქვს, მის სამსახურს არ უგულველვყოფთ... ჩრდილოეთის ქვეყნების გაერთიანების ხერხემალი - რუსეთია, და თუ ის წყობიდან გავა, ყველაფერი დაიშლება.


  •  

და ბოლოს, მეც მომკლეს.

  ციტატის წყარო: (დაჭრილი ნელსონის უკანასკნელი სიტყვები,1805)