ლეონარდო და ვინჩი
ვიკიციტატიდან
ლეონარდო და ვინჩი (იტალ. Leonardo da Vinci) (დ. 15 აპრილი, 1452, ვინჩი, იტალია - გ. 2 მაისი, 1519, ამბუაზი, საფრანგეთი) - აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი და მხატვარი.
- სადაც მთავრდება იდეები, იქ იწყება სიცარიელე.
- ვინც სიცოცხლეს არ აფასებს, არც იმსახურებს მას.
- ყოველი, რასაც ზამთარში თოვლი ფარავდა, გაზაფხულზე გამოჩნდება. ასევე სიცრუე არ დაიფარება.
- როგორც კარგად გატარებული დღე იძლევა მშვიდ ძილს, აზრიანად გატარებული ცხოვრებაც იძლევა მშვიდ სიკვდილს!
- ადამიანები ივლიან და არ იმოძრავებენ, ილაპარაკებენ მასთან, ვინც არაა, მოუსმენენ მას, ვინც არ ლაპარაკობს.
- ცხოვრება სულაც მოგეჩვენება მოკლე,თუკი მას საინტერესოდ გაატარებ.
- ვაზს ეცოტავა თავისი მხარე, მესერზე გადავიდა, ქუჩის მიღმა მოეჭიდა სხვა ღობეს, მაშინ გამვლელებმა იგი გადაჭრეს.
- ვინც სათნოებას თესავს, დიდებას იმკის.
- დიდება შრომის ხელშია.
- სიბრძნე - გამოცდილების ასულია.
- მტერი, რომელიც ააშკარავებს შენს შეცდომებს უფრო სასარგებლოა, ვიდრე მეგობარი, რომელიც მათ ფარავს.
- თითქმის ყოველთვის და ყველგან, სადაც გონივრული საბუთები თავდება, იწყება ყვირილი.
- ადამიანები ერთიმეორეს დაელაპარაკებიან და პასუხს გასცემენ ერთმანეთს შორეულ ქვეყნიდან შორეულ ქვეყანაში.
- ვირს ღრმა ტბის ყინულზე ჩაეძინა. ყინული გალხვა, ვირი ჩაიძირა და მაშინვე დაიხრჩო, მისდა სამწუხაროდ.
- მაიმუნმა იმდენი კოცნა ჩითი, იმდენი ეფერა, რომ სიცოცხლე მოუსწრაფა.
- მხოლოდ დიდება ამაღლდება ცად, რამეთუ საქველმოქმედო საქმეები - ღმერთის მეგობრები არიან.
- ფრინველი მათემატიკური კანონებით მოქმედი ინსტრუმენტია, რომლის დამზადებაც სავსებით შეუძლია ადამიანს.
- თუ კამათში ავტორიტეტებს იმოწმებ, ამით შენს მეხსიერებას ავლენ, და არა გონებას.
- დასაწყისში უფრო ადვილია წინააღმდეგობის გაწევა, ვიდრე ბოლოში.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- გელოვანი აკაკი, სიბრძნის სიმფონია, გამ. „ხელოვნება“,1989.