ფრანსუა დე ლაროშფუკო
ვიკიციტატიდან
- არ არსებობს უფრო მეტი სისულელე, ვიდრე სურვილი, ყოველთვის იყო ყველაზე ჭკვიანი.
- მეხსიერებას ყველა უჩივის, გონებას- არავინ.
- ყველა ცდილობს თავის ბედნიერებად ის დაისახოს, რაც მისთვის მიუწვდომელია.
- თუკი სიყვარულზე მისი ჩვეულებრივი გამოვლენის მიხედვით ვიმსჯელებთ, ის უფრო მტრობასა ჰგავს, ვიდრე მეგობრობასა.
- ყველაფრის შესახებ ცოტა რამ მაინც უნდა იცოდე და ცოტა რამის შესახებ კი - ყველაფერი.
- ბობოქარ ვნებათა შორის ქალს ყველაზე მეტად შვენის სიყვარული.
- განშორება ასუსტებს წვრილმან ვნებებს და აძლიერებს დიდ სიყვარულს, ისევე, როგორც ქარი აქრობს სანთელს და აღვივებს ცეცხლის ალს.
- ადამიანი არასოდეს არც ისე ბედნიერია და არც ისე უბედური, როგორც წარმოუდგენია.
- ადამიანთა უმრავლესობისთვის ბოროტების მიყენება იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც გადაჭარბებული სიკეთე.
- ადამიანთა უმრავლესობისთვის სამართლიანობისკენ ლტოლვა უსამართლობისგან აღძრული შიშია.
- არსებობს სიყვარულისაგან განკურნების ათასგვარი საშუალება, მაგრამ არცერთი სანდო არ არის.
- ჭეშმარიტი მამაცობაა, მოწმეთა დაუსწრებლად გააკეთო ის, რასაც იმისთვის აკთებ, რომ ადამიანებმა გაქონ.
- ერთგულება არც ქების ღირსია და არც გმობისა, ვინაიდან მასში თავს იჩენს გემოვნებისა და გრძნობების სიმტკიცე, რომელიც ჩვენს ნებაზე როდია დამოკიდებული.
- ადამიანები თავს იწონებენ, როცა ისე იქცევიან, თითქოს მათთვის უცხო იყოს ყოველგვარი თავმოწონება.
- ამ ქვეყნად ბევრია ისეთი ქალი, ერთხელაც რომ არ განუცდია მამაკაცის ალერსი და ძალზე ცოტაა ისეთი ქალი, მხოლოდ ერთი მამაკაცის სიყვარულს რომ დასჯერებოდეს.
- დიდი სათნოებით უნდა იყოს დაჯილდოებული კაცი, რომ ბედის წყალობას უფრო მეტი თავშეკავებით ეგებებოდეს, ვიდრე ბედის სიმუხთლეს.
- არც ერთ ვნებაში თავის თავისადმი სიყვარული ისე მძლავრად არ არის გამეფებული, როგორც მიჯნურობაში, ადამიანი ნიადაგ მზადაა, სატრფოს სიმშვიდე დაურღვიოს, ოღონდ თავად იყოს მშვიდად.
- ადამიანი, რომელსაც არავინ მოსწონს, გაცილებით უბედურია, ვიდრე ის, ვინც არავის მოსწონს.
- ადამიანი ტირის, რათა მგრძნობიარედ ჩათვალონ სხვებმა; ტირის, რათა შეიცოდონ; ტირის, რათა სხვაც ატიროს; დაბოლოს, ტირის, რადგან სირცხვილია, არ იტიროს.
- უძლური კაცი გულწრფელი არ იქნება.
- ადამიანის გონებასა და გულს, ისე როგორც მეტყველებას, თავისი ქვეყნის ელფერი დაჰკრავს.
- ადამიანი დიადი მაშინ იქნება, როცა იცის, როგორ გამოიყენოს ყოველივე ის, რასაც ბედისწერა მიუძღვნის.
- მთელი არსებით მხოლოდ იმიტომ არ ვეძლევით ერთ რომელიმე ბიწს, რომ ბევრი ბიწი გვაქვს.