აბრაამ ლინკოლნი

აბრაამ ლინკოლნი (ინგლ. Abraham Lincoln) (დ. 12 თებერვალი, 1809 — გ. 15 აპრილი, 1865 ) — აშშ-ის მეთექვსმეტე პრეზიდენტი. მართავდა ქვეყანას სამოქალაქო ომის პერიოდში.
ციტატები
[რედაქტირება]ვინც არ უნდა იყო, პირველ რიგში, იყავი კარგი კაცი. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
ამ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი ყველაფერს ნიშნავს. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
თუ ეს ყავაა, გთხოვთ, იქნებ, ჩაი მომიტანოთ; თუ ეს ჩაია, გთხოვთ, ყავა მომართვათ. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
არასოდეს გამაჩნდა პოლიტიკა, უბრალოდ ვცდილობდი ყოველდღიურად ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
დარწმუნებული იყავი, რომ შენს ფეხებს მართებულ ადგილას ადგამ და შემდეგ უკვე შეგიძლია მყარად დადგე. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
ამერიკა არასოდეს განადგურდება გარედან. ჩვენი თავისუფლების დაკარგვა და წაბორძიკება მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა თავად ჩვენ გავანადგურებთ ერთმანეთს. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
მომეცი 6 საათი ხის წასაქცევად და პირველ 4 საათს ნაჯახის ასალესად გამოვიყენებ. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
მიეცით ხალხს შესაძლებლობა, იცოდეს ფაქტები და ქვეყანა უსაფრთხო იქნება. |
