შინაარსზე გადასვლა

აგათა კრისტი

ვიკიციტატიდან

დემ აგათა მერი კლარისა კრისტი (ინგლ. Agatha Christie; დ. 15 სექტემბერი, 1890 — გ. 12 იანვარი,1976) — ინგლისელი მწერალი ქალბატონი, ცნობილია თავისი დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებებით.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„სიფრთხილე საუკეთესო იარაღია.“

  •  

„არასოდეს დაბრუნდეთ იქ, სადაც ბედნიერი იყავით. სანამ იმ ადგილისგან შორს იქნებით, თქვენს მეხსიერებაში ყველაფერი ლამაზად იცოცხლებს. როგორც კი იქაურობას დაუბრუნდებით, ლამაზი მოგონებებიც დაიმსხვრევა.“

  •  

„არსებობს გამოთქმა, რომ მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. ეს დიდი სისულელეა. სიმართლე ყოველთვის სიმართლედ რჩება. თუ საქმე საქმეზე მიდგება, ცოცხლებზე საუბრისგან შეიკავეთ თავი, რადგან, მკვდრებისგან განსხვავებით, მათი განაწყენება ნამდვილად შესაძლებელია.“

  •  

„ილუზია, რომ მექალთანეს გამოასწორებს, ქალის ერთ-ერთი დიდი შეცდომაა.“

  •  

„ქალები გაუცნობიერებლად ამჩნევენ ათას წვრილმან დეტალს, ასევე გაუცნობიერებლად აპირისპირებენ მათ და ამას ინტუიციას არქმევენ.“

  •  

„ჩემი დეტექტიური რომანის სიუჟეტებს ჭურჭლის რეცხვისას ვპოულობ. ეს ისეთი სულელური აქტივობაა, რომ მკვლელობაზე ფიქრი გარდაუვლად მომდის.“

  •  

„ყველაფერი, რისი თამაშიც მიყვარდა ბავშვობაში, მთელი ცხოვრება ჩემს საყვარელ საქმიანობად დარჩა. მაგალითად, სახლობანა.“

  •  

„მე მაქვს უნარი, ცხოვრება მივიღო ისეთი, როგორიც არის; არ ჩავვარდე ისტერიკაში და კიდევ ერთი სასარგებლო ჩვევა ─ ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ ადგილას, შემიძლია დაძინება.“

  •  

„მსხვერპლი უფრო მეტად მაინტერესებს, ვიდრე დამნაშავე.“

  •  

„თუ ლომის ხახაში ჩადებთ თავს, არ უნდა დაიჩივლოთ, თუ ერთ დღეს თავს მოგაჭამთ.“

  •  

„მამაკაცს საშიშროება თითქმის ყველა კუთხეში ელის, ქალს კი მხოლოდ სიყვარულში.“

  •  

„ეს სამყარო უცნაურია, სადაც ორი ადამიანი ერთსა და იმავეს უყურებს, მაგრამ სრულიად საპირისპიროს ხედავს.“

  •  

„ცხოვრება გაბმული ხუმრობაა, ბოლოს კი სიკვდილი იცინის.“

  •  

„ინგლისში ყავას ყოველთვის ისეთი გემო აქვს, თითქოს რომელიმე ქიმიური ცდის შედეგი იყოს.“

  •  

„მხოლოდ იმ მომენტში, როდესაც ხედავ რაოდენ სასაცილოა ხალხი, ხვდები თუ რაოდენ ძლიერ გიყვარს ისინი.“

  ციტატის წყარო: აგათა კრისტის ციტატები

  •  

„სიყვარული ყველაფერი როდია, ─ ასე ახალგაზრდობაში გვეჩვენება ხოლმე.“

  ციტატის წყარო: სიკვდილი ნილოსზე


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
აგათა კრისტი