შინაარსზე გადასვლა

ადოლფ ჰიტლერი

ვიკიციტატიდან
ადოლფ ჰიტლერი

ადოლფ ჰიტლერი (Adolf Hitler) (დ. 20 აპრილი ,1889, ბრანაუ, ავსტრია - გ. 30 აპრილი, 1945, ბერლინი, გერმანია) — წარმოშობით ავსტრიელი, ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის ლიდერი და გერმანიის კანცლერი 1933-1945 წლებში.

  •  

თავისუფლების იარაღის დანაკლისი, ჩვენი ნებისყოფით უნდა ავანაზღაუროთ.

  ციტატის წყარო: ლანდსბერგში წარმოთქმული სიტყვიდან, 5 ნოემბერი, 1925.

  •  

დემოკრატია ჩვენ თვალებში არის რეჟიმი, რომელიც დამყარებულია ხალხის ნებაზე.

  ციტატის წყარო: „ჩემი ახალი წესრიგი“

  •  

დემოკრატია ის არხია, რომლითაც ბოლშევიზმის საწამლავი მიედინება ცალკეულ ქვეყნებში და მანამ ამუშავებს მათ, სანამ სრულად არ გაუმრუდებს ინტელექტს და მოუსპობს წინააღმდეგობის სურვილს.

  ციტატის წყარო: „ჩემი ახალი წესრიგი“

  •  

რისი მაქნისია ლიბერალიზმი, თუ ის სახელმწიფოს და სარწმუნოებას ვნებს, რისი მაქნისია დემოკრატია, თუ ჩემს ქვეყანაში სხვა ერები ჩემს ხმას გადააჭარბებენ.

  ციტატის წყარო: „ჰიტლერი“

  •  

დიდი მატყუარები აგრეთვე დიდი ჯადოქრებიც არიან.

  ციტატის წყარო: „ჩემი ახალი წესრიგი“

  •  

ის არის მარტო, ის შთანთქავს ახალგაზრდობას, ის სანაცვლოდ იღებს მომავალს.

  ციტატის წყარო: „ჩემი ახალი წესრიგი“

  •  

სიძულვილი უფრო მტკიცე და ხანგრძლივია, ვიდრე უბრალოდ ანტიფატიის განცდა და ათვალწუნება.

  ციტატის წყარო: „ჩემი ახალი წესრიგი“

  •  

გერმანია ან მსოფლიოს ბრძანებელი იქნება ან არადა არაფერი.

  ციტატის წყარო: „ჩემი ახალი წესრიგი“

  •  

გენერლები ფიქრობენ, რომ ომები ისე უნდა ეწყობოდეს, როგორც შუა საუკუნეებში, ტურნეებივით… მე კი რაინდებისა არ მჯერა; მე რევოლუციონერები მჭირდება.

  ციტატის წყარო: „ჰიტლერი“

  •  

როგორც ქრისტიანს ჩემს თავს უფლებას ვერ მივცემ, რომ ჩემივე თავი მოატყუოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მე მაქვს უფლება რათა ვიბრძოლო სიმართლისათვის და სამართლიანობისთვის.

  ციტატის წყარო: „ჰიტლერი“

  •  

ხელისუფლება ფიქრობს, რომ ხალხი საერთოდაც არ ფიქრობს.

  ციტატის წყარო: „ჩემი ახალი წესრიგი“

  •  

ვერ ვხვდები, რატომ არ შეიძლება კაცი იყოს ისეთი ბოროტი, როგორიც ბუნებაა.

  ციტატის წყარო: „ჰიტლერი“

  •  

ჰუმანურობა ეს სისულელის და სიმხდალის გამოხატვაა.

  ციტატის წყარო: „ჰიტლერი“

  •  

თუ შენ დიდსა და საკმაოდ დამაჯერებელ ტყულს მეტყვი, ეს უკვე რწმენაა.

  ციტატის წყარო: „ჰიტლერი“

  •  

ცოდნასთან ბრძოლა უფრო ადვილია, ვიდრე რწმენასთან.

  ციტატის წყარო: „ჰიტლერი“

  •  

თქვი დიდი ტყუილი, გახადე ის უბრალო, განაგრძე მისი ღაღადი და ისინი დაიჯერებენ მას.

  ციტატის წყარო: „ჰიტლერი“

  •  

აქლემი უფრო მალე გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე ნამდვილი ლიდერი გაბატონდება არჩევნების გზით.

  ციტატის წყარო: „ჩემი ახალი წესრიგი“

  •  

ძლიერი ტყუილები არ არის თავდაცვა, ეს თავდასხმაა.

  ციტატის წყარო: „ჩემი ახალი წესრიგი“

  •  

ბრძოლა ყველაფრის მამა არაა.

  ციტატის წყარო: „ჩემი ახალი წესრიგი“

  •  

დღე ინდივიდუალური სიხარულისა წავიდა.

  ციტატის წყარო: „ჩემი ახალი წესრიგი“

  •  

დიდი ადამიანები უფრო ადვილად ხდებიან დიდი ტყუილის მსხვრელპნი, ვიდრე „პატარები“.

  ციტატის წყარო: „ჰიტლერი“

  •  

ვისაც სურს სიცოხცლე, აცალეთ რომ იბრძოლოს, ხოლო ვისაც არ სურს ბრძოლა, ის არ იმსახურებს სიცოცხლეს.

  ციტატის წყარო: „ჰიტლერი“

  •  

სიტყვები ერთგვარი ხიდია, რომელიც შეუსწავლელ მიწებს უკავშირდება.

  ციტატის წყარო: „ჰიტლერი“

  •  

ვინ იტყვის, რომ ღმერთი მას განსაკუთრებულად არ იცავს?

  ციტატის წყარო: „ჰიტლერი“

  •  

უნივერსალური განათლება ყველაზე საშინელი საწამლავია, რომელიც ლიბერალიზმმა შექმნა.

  ციტატის წყარო: „ჰიტლერი“

  •  

ბავშვის აღზრდა ისეთნაირად უნდა წარიმართოს, რომ ის სავსებით დარწმუნდეს რომ მისი ხალხი ყველაზე საუკეთესოა, ამგვარი ფიზიკური და სულიერი აღზრდის წყალობით, დროთა განმავლობაში მიღწეული იქნება ქვეყნის დაუმარცხებლობის რწმენა.

  ციტატის წყარო: „ჰიტლერი“

  •  

უმაღლესი სასწავლებლის კარები ყველა ღირსეულისთვის ღია უნდა იყოს მიუხედავად მათი სოციალური წარმოშობისა.

  ციტატის წყარო: „ჩემი ახალი წესრიგი“

  •  

მასების ნაციონალიზაცია ,არ შეიძლება სანახევრო იყოს, ის სრულიად გარკვეული და ფანატიკური უნდა იყოს.

  ციტატის წყარო: „ჩემი ახალი წესრიგი“

  •  

როდესაც განვლილ ცხოვრებას თვალს გადავავლებ, ორად ორ ფაქტს აღვიქვამ ძალიან მნიშვნელოვნად: ის, რომ შევიქენ ნაციონალისტი! და, რომ შევიცან ისტორიის ნამდვილი არსი.

  ციტატის წყარო: „ჩემი ახალი წესრიგი“

  •  

ტერორი მხოლოდ სიმართლის გზითაა გამართლებული, სიმართლე რომელსაც სამშობლო ჰქვია.

  ციტატის წყარო: მაინ კამპი, ჰიტლერის გამოსვლები

  •  

თავდაპირველად ისინი მივიდნენ ებრაელებთან, მაგრამ მე არაფერი მითქვამს, რადგან მე ებრაელი არ ვარ. შემდეგ ისინი მივიდნენ კომუნისტებთან, მაგრამ მე ისევ არაფერი ვთქვი, რადგან მე ასევე არ ვარ კომუნისტი. შემდეგ ისინი მივიდნენ კათოლიკეებთან, რომლებიც ყოველგვარ იდეას უარყოფდნენ, მაგრამ მე ისევ არ გამიპროტესტებია ,რადგან არ ვიყავი ერთ-ერთი მათგანი. ბოლოს ისინი ჩემთან მოვიდნენ, და აი ახლა კი გერმანიას ეყოლება ერთსულოვანი ადამიანები,რომლებიც მას სისხლის უკანსკნელ წვეთამდე დაიცავენ.

  ციტატის წყარო: მაინ კამპი, ჰიტლერის გამოსვლები

  •  

ძალიან ვნანობ ასი წლის წინ რომ არ დავიბადე, რადგან საშუალება მექნებოდა ომებში გამომეცადა თავი.

  ციტატის წყარო: მაინ კამპი, ჰიტლერის გამოსვლები

  •  

გერმანიის მოქალაქეები ისე მარტივად ხდებიან თითქოს რაიმე კლუბში ან ბიბლიოთეკაში გაწევრიანება იყოს.

  ციტატის წყარო: მაინ კამპი, ჰიტლერის გამოსვლები

  •  

ამქვეყნად არ არსებობს ორი მოქალაქეობა, ორი სამშობლო, ორი მიწა და ორი წყალი. ამქვეყნად ყველაფერი ერთია, მათგან კი სამშობლო უპირველესი.

  ციტატის წყარო: მაინ კამპი, ჰიტლერის გამოსვლები

  •  

მე თუ დამნაშავე ვარ, მაშინ დამნაშავე ვარ მხოლოდ იმაში, რომ გერმანელი ხალხის უფლებებისთვის ვიბრძვი.

  ციტატის წყარო: მაინ კამპი, ჰიტლერის გამოსვლები

  •  

მე სიყვარული არ ვიცი, მე მხოლოდ გაღმერთება შემიძლია.

  ციტატის წყარო: მაინ კამპი, ჰიტლერის გამოსვლები

  •  

გაიტანეთ ჩემი ოთახიდან საათები, მე თვითონ გადავწყვეტ რა დროა.

  ციტატის წყარო: მაინ კამპი, ჰიტლერის გამოსვლები

  •  

დემოკრატია ეს არის მმართველობის ფორმა,როცა ორი იმბეცილის ხმა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ერთი ჭკვიანი კაცისა.

  ციტატის წყარო: მაინ კამპი, ჰიტლერის გამოსვლები

  •  

ნამდვილ დემოკრატიას პარლამენტი საერთოდ არ სჭირდება.

  ციტატის წყარო: მაინ კამპი, ჰიტლერის გამოსვლები

  •  

კაცობრიობის პროგრესის შედეგი ინდივიდუმთა ძალისხმევის შედეგია და არა მასათა გონებრივი შემოქმედებისა.

  ციტატის წყარო: მაინ კამპი, ჰიტლერის გამოსვლები


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]