აკუტაგავა რიუნოსკე
რიუნოსკე აკუტაგავა (დ. 1 მარტი, 1892, ტოკიო ― გ. 24 ივლისი, 1927, იქვე) — იაპონელი მწერალი.
ციტატები
[რედაქტირება]ადამიანის მთელი ცხოვრება ბოდლერის ერთ სტრიქონადაც არ ღირს. |
ციტატის წყარო: „ცხოვრება იდიოტისა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ადამიანები, რომელთაც ერთმანეთი უყვართ, ნუთუ ყოველთვის ტანჯავენ ერთმანეთს? |
ციტატის წყარო: „ცხოვრება იდიოტისა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
რისთვის დაიბადა ამ ტანჯვა-ურვით სავსე ქვეყანაზე? ბედმა რად არგუნა, მამად ჩემისთანა კაცი? (ეს გაიფიქრა მაშინ, როდესაც მისმა ცოლმა პირველი ბიჭი შვა) |
ციტატის წყარო: „ცხოვრება იდიოტისა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
- თქვენ ყველას, ალბათ, ჯერ კიდევ დიდი წყურვილი გაქვთ ცხოვრების, ჰა? |
ციტატის წყარო: „ცხოვრება იდიოტისა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ღმერთებს, საუბედუროდ, არ შეუძლიათ, ჩვენსავით მოიკლან თავი. |
ციტატის წყარო: „ცხოვრება იდიოტისა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
- ოცნებობ სიკვდილზე? |
ციტატის წყარო: „ცხოვრება იდიოტისა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
თუ ადამიანს ძირისძირობამდე გავაშიშვლებთ, ყველა ჩემნაირი აღმოჩნდება. |
ციტატის წყარო: „ცხოვრება იდიოტისა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
განგება ყველა სიკეთით არ აჯილდოებს ადამიანებს. |
ციტატის წყარო: „ხელოვნებით შეპყრობილი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ბუნება და ადამიანი... რაოდენ დაშორებულია ერთურთისაგან ეს ორი ცნება და რაოდენ შეუწონასწორებელი. |
ციტატის წყარო: „ხელოვნებით შეპყრობილი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
იშვიათად ხდება, როცა ჩანაფიქრის სრულ ხორცშესხმას ახერხებს მხატვარი. |
ციტატის წყარო: „ხელოვნებით შეპყრობილი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ჩვენ ხომ წარსულსა და მომავალს შორის ვართ გამომწყვდეულები, ხელის განძრევაც არ ძალგვიძთ და მხოლოდ მაშინ წავდგამთ ნაბიჯს წინ, თუ ზურგში ვინმე გვიბიძგებს. თუმცა, მარტო ჩვენ არ გვიწერია ეს უბედურება; ასეთ დღეში იყვნენ ძველებიც. ალბათ, იგივე ელით იმათ, ჩვენ შემდეგ რომ მოვლენ. |
ციტატის წყარო: „ხელოვნებით შეპყრობილი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
წინ თუ არ წახვალ, აუცილებლად დაეცემი. ყველაზე მთავარია სცადო, ერთი ნაბიჯით მაინც წაიწიო წინ. |
ციტატის წყარო: „ხელოვნებით შეპყრობილი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ხანდახან იფიქრებ: წიგნის დანიშნულება ხომ მკითხველის გართობაა, და მაინც ვერ ეთანხმები ამ აზრს. |
ციტატის წყარო: „ხელოვნებით შეპყრობილი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, რომ ლიტერატურის ყველა სახეობიდან პროზა ყველაზე ნაკლებმხატვრულია. ჭეშმარიტი მნიშვნელობით, მხოლოდ პოეზიაა ლიტერატურა. კუთვნილი ადგილი პროზას მხოლოდ იმის წყალობით უკავია, თუ რამდენად მოიცავს პოეზიას. ამრიგად, ისტორიული და ბიოგრაფიული ნაწარმოები, ფაქტობრივად, პროზაა. |
ციტატის წყარო: 1 - 10 „მწერლის 10 მცნება“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
პროზაიკოსი, გარდა იმისა, რომ პოეტია, ისტორიკოსი და ბიოგრაფიცაა ერთდროულად. მაშასადამე, ის განუყრელად უდნა დაუკავშირდეს (გარკვეულ ქვეყანაში, გარკვეულ ქვეყნის) ადამიანთა ცხოვრებას. ამას გვიდასტურებს იაპონელ პროზაიკოსთა თხზულებანი მურასაკი - სიკიბუდან მოყოლილი და დამთავრებული იჰარა საიკაკუთი. |
ციტატის წყარო: 2 - 10 „მწერლის 10 მცნება“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
პოეტი ის კაცია, ყველას თავის სულს რომ გადაუხსნის (ავიღოთ თუნდაც სასიყვარულო ლირიკა, რომელიც ქალის მოსახიბლავად არსებობს). რამდენადაც პროზაიკოსი არა მხოლოდ პოეტია, არამედ ისტორიკოსიცაა და ბიოგრაფიც, ის მემუარისტიც უნდა იყოს. აქედან - პროზაიკოსი ჩვეულებრივ ადამიანზე მეტად განიცდის თავის ტანჯულ ცხოვრებას. პროზაიკოსში მომეტებულად არ უნდა ჭარბობდეს პოეტი. თუ პოეტობა ჭარბობს მემუარისტობას ან ბიოგრაფობას, მაშინ პროზაიკოსის ცხოვრება აუცილებლად გადაიქცევა მძიმე ტრაგედიად (ნაპოლეონი ან ლენინი პოეტები რომ გამხდარიყვნენ, მაშინ უსათუოდ ორი შეუდარებელი პროზაიკოსი დაიბადებოდა). |
ციტატის წყარო: 3 - 10 „მწერლის 10 მცნება“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ზემოთ მოყვანილი სამი პუნქტი გვიჩვენებს, რომ პროზაიკოსის ტალანტი სამ ტალანტზე დაიყვანება: პოეტის ტალანტი, ისტორიკოსის, ანუ ბიოგრაფის ტალანტი და ყოფითი ტალანტი. ჩვენი წინაპრები ყველაზე რთულად თვლიდნენ ამ სამ ტალანტს შორის წონასწორობის შენარჩუნებას (ადამიანები, რომლებიც ამას ყველაზე რთულად არ თვლიან, ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან). ის, ვისაც მწერლობა სურს, მძღოლსა ჰგავს, საავტომობილო სკოლა რომ არ დაუმთავრებია და სრული სიჩქარით მიაქროლებს ქუჩაში მანქანას. მას არ შეიძლება მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრების იმედი ჰქონდეს. |
ციტატის წყარო: 4 - 10 „მწერლის 10 მცნება“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მწერალს, არ შეიძლება მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრების იმედი ჰქონდეს, ამიტომ ის უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ საკუთარ სასიცოცხლო ძალებს, ფულს და ცხოვრებისადმნი ფილოსოფიურ დამოკიდებულებას (შესწევდეს უნარი მოუწყობლად ცხოვრებისა). მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, რომ რარიგ მოულოდნელიც უნდა იყოს, ცნებები - მწერლობა და მშვიდი ცხოვრება შეუთავსებელია. ის, ვინც წყნარ ცხოვრებას ესწრაფვის, უმჯობესია, მწერლობას ნუ მოეკიდება. უნდა გვახსოვდეს - მწერალი, რომელზეც შეიძლება ითქვას, შედარებით მშვიდ ცხოვრებას ეწევაო, ის მწერალია, ვისი ბიოგრაფიის დეტალები უბრალოდ უცნობია. |
ციტატის წყარო: 5 - 10 „მწერლის 10 მცნება“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მიუხედავად ამისა, თუ მწერალს მაინც სურს შედარეით მშვიდად იცხოვროს, მაშინ სამ ტალანტთაგან ყველაზე მეტად ცხოვრებისეული ტალანტი უნდა გამოიწრთოს. ეს, რა საკვირველია, არ ნიშნავს, რომ ცხოვრებისეული ტალანტის წყალობით ის აუცილებლად დატოვებს თვითმყოფად მემკვიდრეობას. ცხოვრებისეული ტალანტი ნიშნავს ბედის ბატონპატრონობას (ამასთან, არ არის გარანტია, რომ საკუთარი ბედის ბატონპატრონობა შეიძლება), აგრეთვე, ზრდილობისა და თადარიგიანობის გამოჩენას ნებისმიერი, ყველაზე წყალწაღებული იდიოტის მიმართაც კი. |
ციტატის წყარო: 6 - 10 „მწერლის 10 მცნება“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ლიტერატურა სიტყვების საშუალებით თვითგამოხატვის ხელოვნებაა. მაშასადამე, მწერალმა შრომა არ უნდა დაზოგოს სიტყვის დასახვეწად. თუ კაცს სიტყვის სილამაზით აღრფთოვანება არ შეუძლია, მაშინ არ ფლობს მწერლისთვის აუცილებელ ყველა მონაცემს. საიკაკუს „ჰოლანდიელ საიკაკუს“ უწოდებდნენ არა მარტო იმ დროისთვის მიღებული პროზის კანონთა დარღვევის გამო, არამედ იმიტომ, რომ პოეზიიდან ამოხაპული სიტყვების მადლი შეიცნო. |
ციტატის წყარო: 7 - 10 „მწერლის 10 მცნება“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
რომელიმე ქვეყნის პროზაული ნაწარმოები რომელიმე ეპოქის განსაზღვრულ კანონებს ემყარება (რომლებიც ისტორიული ვითარებითაა განპირობებული). კაცი მწერლობას რომ გადაწყვეტს, ამ კანონებს უნდა მისდევდეს. ეს ხელსაყრელია, რადგან: 1) შეიძლება საკუთარი ნაწარმოები შექმნათ წინამორბედთა მხრებზე დაყრდნობით; 2) თუკი არ გადახვალ საზღვარს, ლიტერატურული ქოფაკები არ შეგიყეფენ. ოღონდ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ამ გზით აუცილებლად თვითმყოფადი ნაწარმოების ავტორი შეიქნები (სულაც არ არის საჭირო ვამტკიცოთ, რომ ერთი არ ეწინააღმდეგება მორეს). გენიოსი, უბრალოდ, არღვევს ყველა ამ კანონს (ამავე დროს, უცნობია, ანგრევს თუ არა ის ამ კანონებს იმდენად, რამდენადაც ადამიანებს ეჩვენებათ). გენიოსები ცაში სხვადასხვა სიმაღლეზე ფრენენ, ე.ი. ლიტერატურაში სოციალური პროგრესის (ანუ ცვლილების) გარეთ მოძრაობენ და არ შეუძლიათ მდინარეების მიმართულებას მიჰყვნენ. ის შეიძლება ლიტერატურული მზის გარეთ მდგომ პლანეტას შევადაროთ. ამის გამო მისი არც სიცოცხლეში ესმით, და არც სიკვდილის შემდეგ აღიარებენ სწრაფად (ეს მარტო პროზას კი არა, საერთოდ, მთელ ლიტერატურას ახასიათებს). |
ციტატის წყარო: 8 - 10 „მწერლის 10 მცნება“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
კაცი, მწერლობას რომ ესწრაფვის, მოვალეა, ფრთხილად მოექცეს ფილოსოფიურ, საბუნებისმეტყველო და ეკონომიკურ მეცნიერებათა იდეებს. სანამ ადამიანი მხეცია, მანამ ნებისმიერ იდეას თუ თეორიას არ შეუძლია ადამიანის ცხოვრებაზე გაბატონება, ყველაფერს ისე უნდა ვუცქერდეთ, როგორც ცხოვრებაშია, და გამოვხატოთ ისე, როგორც არის - სწორედ ამას ჰქვია ნატურიდან გადაღება. საუკეთესო მეთოდი, რომელიც მწერალმა უნდა აირჩიოს, ნატურიდან გადაღებაა. სიტყვები - „როგორიც ის არის“ უნდა გავიგოთ: „როგორც ის ხედავს და არა „როგორც ის ხედავს მაშინ, როცა თამასუქს უყურებს“. |
ციტატის წყარო: 9 - 10 „მწერლის 10 მცნება“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ნებისმიერი მცნება პროზაული ნაწარმოების შექმნისა არ არის ოქროს მცნება. რა თქმა უნდა, ჩემი „ათი მცნება“ არ არის ოქროსი. ვისაც უწერია მწერლად ქცევა, გახდება კიდეც. ვისაც არა - არა. |
ციტატის წყარო: 10 „მწერლის 10 მცნება“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ჭეშმარიტად, რა თვალის დახამხამებაში ქრება ადამიანის სიცოცხლე, თითქოს ცვარი იყოს ან ელვა. |
ციტატის წყარო: „უსიერ ტყეში“
მე ვკლავ ხმლით, თქვენ კი ამ შემთხვევაში ხმალს არ მიმართავთ; თქვენ კლავთ ძალაუფლების, ფულის საშუალებით, ზოგჯერ კი უბრალო მლიქვნელური სიტყვით. მართალია, ამ შემთხვევაში სისხლი არ იღვრება, მამაკაცი უვნებელი ჩანს, მაგრამ ის თქვენი მოკლულია და ვინ იცის, კაცი რომ დაუფიქრდეს, ვისი დანაშაული უფრო მძიმეა, თქვენი თუ ჩემი. |
ციტატის წყარო: „უსიერ ტყეში“
ცოცხალი ვარ და ამით სულაც ვამაყობ. |
ციტატის წყარო: „უსიერ ტყეში“
ნამუსახდილი, სულერთია, ქმარს ვეღარ შეეგუები. |
ციტატის წყარო: „უსიერ ტყეში“
მამაკაცის მოკვლა ჩვეულებრივი ამბავია. როცა ქალის დასაკუთრება სურთ, მამაკაცს ყოველთვის კლავენ. მე ვკლავ ხმლით, თქვენ კი ამ შემთხვევაში ხმალს არ მიმართავთ; თქვენ კლავთ ძალაუფლების, ფულის საშუალებით, ზოგჯერ კი უბრალო მლიქვნელური სიტყვით. |
ციტატის წყარო: „უსიერ ტყეში“
თავდაცვა არც ისე ადვილი საქმეა. ადვილი რომ იყოს, აღარც ვექილის პროფესია იარსებებდა. |
ციტატის წყარო: „დიალოგი წყვდიადში“
- შენ იდეები არ გაგაჩნია. და თუ ზოგჯერ მაინც გაგიჩნდება, ისიც ურთიერთსაწინააღმდეგო იქნება. |
ციტატის წყარო: „დიალოგი წყვდიადში“
- არ გეშინია სიკვდილისა? ჰა? |
ციტატის წყარო: „დიალოგი წყვდიადში“
შესაძლოა სინდისი მორალის წყაროა, მაგრამ მორალი არასოდეს ყოფილა წყაროდ იმისა, რასაც სინდისის მიხედვით სიკეთედ თვლიან. |
ციტატის წყარო: „დიალოგი წყვდიადში“
ჰო, არაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რომ ჩემს ჭკუაზე მოვკვდე. |
ციტატის წყარო: „დიალოგი წყვდიადში“
- ჰო, მაგრამ პასუხისმგებლობას რაღას უპირებ? |
ციტატის წყარო: „დიალოგი წყვდიადში“
მე ვურიგდები საკუთარ ხვედრს! |
ციტატის წყარო: „დიალოგი წყვდიადში“
- რა წვრილმანი ადამიანი ხარ! |
ციტატის წყარო: „დიალოგი წყვდიადში“
რაღაც ადამიანური ამავე დროს მხეცურიცაა. |
ციტატის წყარო: „დიალოგი წყვდიადში“
მე არ გამაჩნია სინდისი. მე ნერვები მაქვს მხოლოდ. |
ციტატის წყარო: „დიალოგი წყვდიადში“
ყოველგვარი ხელოვნება, როგორც უნდა შეიცვალოს მისი ფორმა, ხალხის საშოში ისახება. |
ციტატის წყარო: „დიალოგი წყვდიადში“
- შენ ახლაც გტანჯავს სიყვარული. |
ციტატის წყარო: „დიალოგი წყვდიადში“
ცნობილია, რომ ცხოვრება ყველასთვის შავბნელია, მხოლოდ „რჩეული უმცირესობაა“ გამონაკლისი. „რჩეულ უმცირესობას“ კი, სხვაგვარად, იდიოტებს და არამზადებს უწოდებენ. |
ციტატის წყარო: „დიალოგი წყვდიადში“
- სად გაქრა ღიმილი შენი? |
ციტატის წყარო: „დიალოგი წყვდიადში“
მე იგივე დავრჩები მარად. მხოლოდ პერანგს კი გამოვიცვლით, ვითარცა გველი… |
ციტატის წყარო: „დიალოგი წყვდიადში“
ძლიერ ადამიანს არ ეშინია მტრების, მაგრამ ეშინია მეგობრების. |
ძლიერი გადადის მორალის ზღვარზე, სუსტი ეფარება მორალს, ხოლო ის, ვინც მისდევს მორალს, ყოველთვის დგას ძლიერსა და სუსტს შორის. |
ცხოვრება ასანთის კოლოფივითაა: მისი ზედმეტად სერიოზულად აღქმა სისულელეა, ზედმეტად არასერიოზულად აღქმა - საშიში. |
გონებას ყოველთვის რომ მოვსდიოთ აუცილებლად მივალთ საკუთარი არსებობის უარყოფამდე. |
ყველაზე ხშირად ვამაყოფთ იმით, რაც არ გვაქვს. |
ტყუილი – ეს გუშინდელი სიმართლეა. |
სინდისი მკაცრი ხელოვნებაა. |
ჩვენი არსობის უღიმღამო სინამდვილის ცოცხალი განსახიერება. |
იდიოტი დარწმუნებულია, რომ მის გარდა ყველანი იდიოტები არიან. |
მაშინ გზაზე დაგდებული ლეში ვიქნები. |
არა, ყველაფერი როდი ვიცი… ის, რაც ვიცი, მხოლოდ ნაწილია ჩემი სულისა. ხოლო რაც არ ვიცი, იგი ჩემი სულის უდაბნოა, გადაშლილი უკიდეგანოდ. მე მეშინია მისი. სინათლეში ურჩხულები ვერ იბუდებენ, მაგრამ უსაზღვრო წყვიადში მუდამ თვლემს რაღაც გამოუცნობი. |
ხელოვნება ყოველთვის რისკია. |
ყველაზე მძიმე დასჯაა, როცა არ გსჯიან. |
შენ ლერწამი ხარ, ქარისაგან რხეული. იქნებ შენს თავზე მოგროვილი საავდრო ღრუბლები ოდესმე გაიფანტოს კიდეც. ამიტომ მტკიცედ უნდა იდგე ფეხზე. შენივე თავისთვის! შენთა შვილთათვის! ნურც გაამპარტავნდები, ნურც დაიმცირებ თავს. და შენ აღსდგები. |
ცხოვრება რომ ბედნიერად მოაწყო, უნდა გიყვარდეს ყოველდღიური წვრილმანი. ზეცის ნათება, ხეების შრიალი, ბეღურების ჭიკჭიკი, გამვლელთა სახეები – სწორედ ამ წვრილმანებში შეიძლება იპოვო უმაღლესი ბედნიერება. |
სიკვდილზე კი არ ვოცნებობ, სიცოცხლემ მომაბეზრა თავი. |
თუ ადამიანს ძირისძირობამდე გავაშიშვლებთ, ყველა ჩემნაირი აღმოჩნდება. |
მე არ გამაჩნია სინდისი. მე ნერვები მაქვს მხოლოდ. |
არაფერი დამრჩენია, გარდა იმისა, რომ ჩემს ჭკუაზე მოვკვდე. |
მე წავიბორძიკე მხოლოდ სიყვარულზე. |
ცხოვრებას რომ ღიმილი აჩუქო, საჭიროა, მქონდეს, ჯერ ერთი, გაწონასწორებული ხასიათი, მეორე - ფული, მესამე - უფრო ძლიერი ენრვები, ვიდრე მე მაქვს. |
აზარტული თამაშების მოყვარულთა შორის პესიმისტები არ არიან |
ციტატის წყარო: აკუტაგავა რიუნოსკე ციტატები
ზედმეტად ადამიანური უმეტესად ცხოველურია |
ციტატის წყარო: აკუტაგავა რიუნოსკე ციტატები
მშობლების სიყვარული ყველაზე უსასყიდლო სიყვარულია. მარგამ უსასყიდლო სიყვარული არც ისე ვარგა ბავშვის აღსაზრდელად. ასეთი სიყვარულის გავლენის ქვეშ ბავშვი დესპოტი ან თავისუფლებაშეზღუდული ხდება |
ციტატის წყარო: აკუტაგავა რიუნოსკე ციტატები