ალესანდრო დელ პიერო

ვიკიციტატიდან
Jump to navigation Jump to search
ალესანდრო დელ პიერო

ალესანდრო დელ პიერო (იტალ. Alessandro Del Piero; დ. 9 ნოემბერი, 1974, კონელიანო, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2000 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. 1998 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატების, ასევე, 1996, 2004 და 2008 წლების ევროპის ჩემპიონატების მონაწილე. საყოველთაოდ აღიარებულია იტალიის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.

ციტატები[რედაქტირება]

მის შესახებ[რედაქტირება]

ადრიანო ჩელენტანო: დელ პიერო დიდებულია, უფრო მეტია, ვიდრე როკ ფეხბურთელი, მან დაამტკიცა, რომ ნამდვილი დიდი მოთამაშეა. სწორედ ის არის ვისაც გულშემატკივრები მიიჩნევენ თავიანთ კერპად. მომავალშიც მიიღებს აღიარებას ფეხბურთის მოყვარულებისგან იმისათვის რომ გუნდის ერთგული დარჩა.

კლაუდიო რანიერი: დელ პიერო ინტელიგენტი ფეხბურთელია, რომელმაც არაჩვეულებრივად იცის თავისი საქმე. ის იუვენტუსის სიმბოლო, სული და გულია.

მაურო კამორანეზი: დელ პიერო სერიოზული ფეხბურთელია. არასოდეს უქმნის გუნდს პრობლემებს, ყოველთვის საბრძოლო განწყობით გამოდის მოედანზე და შეუდარებელია.

მიშელ პლატინი: დელ პიერო დიდი ფეხბურთელია და მორჩა!

დიდიე დეშამი: ალესანდრო ჩემს ნდობას ასი პროცენტით ამართლებდა თავისი შესანიშნავი თამაშით, გოლებით, პასებით. ის გუნდის ერთი დიდი ნაწილი იყო.

ზინედინ ზიდანი : ზოგი ამბობს რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მარადონაა, ზოგი - პელე და ა.შ. მე ყველა ჩამოთვლილ ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მათ შორის საუკეთესოდ დელ პიეროს ვაღიარებ.

ჯანლუკა ძამბროტა : მაკვირვებს და მაოცებს ის ფაქტი, რომ დელ პიეროს არ მოუგია ოქროს ბურთი.

პაოლო კანავარო : ეს არის საუკეთესო პიროვნება ვისაც მთელი ჩემი კარიერის მანძილზე შევხვედრივარ.

დიეგო მარადონა : ის განსხვავდება ზინედინ ზიდანისგან. მას მოსწონს თამაში, ის სიამოვნებას იღებს და შინაგანად გრძნობს თამაშს. ფრანგსა და ალესანდროს შორის, მე დელ პიეროს ვირჩევ.

ლიონელ მესი : ის დიდი მოთამაშეა, რომელმაც ყველაფერი მისცა ფეხბურთს, იუვენტუსსა და იტალიას. ჩემთვის მისი თამაშის სტილი ულამაზესი და დახვეწილია. იგი სამაგალითო ადამიანია.

რონალდინიო : ალექსი ჩემი კუმირია. ის უკეთესი ჯარიმების ოსტატია ვიდრე მე და ამის აღიარება არ მიჭირს. მას საოცარი დარტყმა აქვს, ტექნიკური და ამოუცნობი. მეკარე რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად არ მეცოდინებოდა თუ სად უნდა დავმდგარიყავი დელ პიეროს ჯარიმისას.

იკერ კასილიასი : ბევრად უფრო ადვილია დახატო ახალი მონა ლიზა, ვიდრე შექმნა ახალი დელ პიერო.

რაიან გიგზი : ყველაზე მეტად ხავიერ ძანეტის წინააღმდეგ თამაში გამიჭირდა. გუნდი კი… 1990-იანი წლების იუვენტუსი საოცარი გუნდი იყო, ყველაზე რთული მეტოქე. ალესანდრო დელ პიერო საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელია, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია, ჩვემ თანატოლები ვართ და მის მთელ კარიერას ვადევნებ თვალს.

გარი ნევილი : ის საუკეთესო ფეხბურთელია, რომლის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია. მახსოვს, საოცრად მომატყუა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ალესანდრო დელ პიერო