შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე მაკედონელი

ვიკიციტატიდან
ალექსანდრე თავის საყვარელ ცხენზე, ბუკეფალზე ამხედრებული. მოზაიკაზე გამოსახულია ბრძოლა სპარსეთის მეფე დარიუსთან.

ალექსანდრე მესამე (გვიანი ივლისი, ძვ. წ. 356 — გ. 10 ივნისი, ძვ. წ. 323 ) — მაკედონიის მმართველი; მან შექმნა უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოიცავდა საბერძნეთს, სპარსეთს, ეგვიპტეს და ა.შ. ცნობილია ალექსანდრე დიდის და ალექსანდრე მესამე მაკედონელის სახელით.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„მამის, ფილიპოსის მოვალე ვარ სიცოცხლისთვის, ხოლო არისტოტელესი ─ ღირსეული ცხოვრებისთვის.“

  •  

„არისტოტელეს მე მამის გვერდით ვაყენებ: მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ კი ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს.

  •  

„მე რომ მოვკვდები, ჩემს სამარეს კი ნაგავს დააყრიან, მაგრამ იმავე ჟამთა ქარიშხალი მას გადახვეტს და გამოჩნდება ჩემი საქმე, ღირსი ბრძენთა გაოცებისა.

  •  

„არაფერი არ არის ფუფუნებაზე უფრო მონური და შრომაზე უფრო მეფური.

  •  

„იქნებ, არც ისე დიდი იყო აქილევსი, მაგრამ დიდ მაქებელს შეხვდა ჰომეროსის სახით.

  •  

„მე მირჩევნია აქილევსი ვიყო და სხვამ მაქოს, ვიდრე ვიყო ჰომეროსი და სხვა ვაქო.

  •  

„თუ მამაჩემმა ყველაფერი დაიპყრო, საომარს და საგმიროს ამ ქვეყანაზე ჩვენ არაფერს დაგვიტოვებს.

  •  

„მხედრები დამოკიდებულნი არიან დიდების სურვილზე და ხშირად ტყუილი, რომელიც ირწმუნეს, ჭეშმარიტებად იქცევა.

  •  

„რაც უფრო მეტი გაქვს, მით უფრო მეტს ითხოვ. ომი შენს გამარჯვებაში იბადება.


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]