ალექსანდრე ყაზბეგი

ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (დ. 20 იანვარი [ძვ. სტ. 2 იანვარი], 1848[3], სტეფანწმინდა — გ. 22 დეკემბერი, 1893, თბილისი, დაკრძალულია სტეფანწმინდაში) — ქართველი მწერალი, დრამატურგი, პოეტი, მთარგმნელი და მსახიობი. ალექსანდრე ყაზბეგის ლიტერატურული ფსევდონიმი იყო „მოჩხუბარიძე“ („აკაკია მოჩხუბარიძე“), თეატრალური – „მოხევე“.
ციტატები
[რედაქტირება]ხევისბერი გოჩა
[რედაქტირება]მაცდურად მომხიბლა და მაცდურად დამღუპა!.. მშვიდობით, ჩემო ვაჟკაცობავ! |
|- | | ციტატის წყარო: ალექსანდრე ყაზბეგი, „რჩეული“, 1974, გვ. 830
უფალმა შეგაერთათ, კაციმც ნუ გაგაშორებსთ! |
|- | | ციტატის წყარო: ალექსანდრე ყაზბეგი, „რჩეული“, 1974, გვ. 830
მოძღვარი
[რედაქტირება]სადაც შეცოდებაა, იქ შენანებაც შესაძლებელია |
|- | | ციტატის წყარო: ალექსანდრე ყაზბეგი, „მოძღვარი“, 2016, გამომცემლობა „ჰერა“
მის შესახებ
[რედაქტირება]„ის ერი, რომელიც ალექსანდრე ყაზბეგისთანა შვილებს ზრდის, დაფერფლილ ნაღვერდალს ჰგავს და მის გულში ღვივის ნაკვერცხალი. იგი ელის მხოლოდ დროს, როცა ნაკვერცხალი ისევ დააგიზგიზებს დიდს ისტორიულს ცეცხლს და გაანათებს სამყაროს. თვით ეს ნაკვერცხალი ყაზბეგის შემეცნებით მიმალულია ჩვენს მთებში, საცა ქართველი ერის გული ჯერ ისევ არ გამდრკალა და შერჩენია ძველი ქართველური ზნეობა, სიმამაცე და დამოუკიდებლობის სიყვარული.“ | |
| — აკაკი წერეთელი |
