ალფრედ ჰიჩკოკი
სერ ალფრედ ჰიჩკოკი (Sir Alfred Joseph Hitchcock; დ. 13 აგვისტო, 1899, ლონდონი — გ. 29 აპრილი, 1980, ლოს-ანჟელესი) — ინგლისელი კინორეჟისორი და პროდიუსერი, რომელმაც დასაბამი დაუდო მრავალ ტექნიკას თრილერის ჟანრში.
ციტატები
[რედაქტირება]ფილმების გადაღება, ჩემთვის, უპირველესად, ნიშნავს ისტორიის მოყოლას. ისტორია შეიძლება არ იყოს მართალი, მაგრამ არ შეიძლება იყოს ბანალური. ის უნდა იყოს დრამატული და ადამიანური. დრამა არის ცხოვრება, საიდანაც ამოჭრილია მოსაწყენი მომენტები. |
რამდენადაც წარმატებულია ნაძირალა, იმდენად წარმატებულია ფილმი. |
მელოდრამა ერთადერთია, რისი გაკეთებაც მართლაც შემიძლია. |
მე ჯერ კიდევ არ გადამიღია ჩემი უკანასკნელი ფილმი. ტოპაზი ჩემი 51-ე ფილმია, მაგრამ როდის გადავიღებ ჩემს უკანასკნელ ფილმს, ჩემთვის, ჩემი დამფინანსებლებისთვის და ღმერთისთვის ჯერჯერობით უცნობია. |
თუ მოვინდომებთ ყველაფრის ანალიზს და ყველაფრის მართებულობისა და ჭეშმარიტების მიხედვით კონსტრუირებას, მაშინ ფილმების შინაარსი არ აღმოჩნდება ამ ანალიზის შესაბამისი და ერთადერთიღა დაგვრჩება: გადავიღოთ დოკუმენტური ფილმები. |