შინაარსზე გადასვლა

ამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)

ვიკიციტატიდან
ამბროსი

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია) (დ. 7 სექტემბერი, 1861, მარტვილი ― გ. 29 მარტი, 1927, თბილისი) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული ─ სამშობლოს, და სხეულს რაც გინდათ, ის უყავით.“

  •  

„ნეტარია ის, ვინც ამქვეყნად პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას, სწამს და თავგანწირულად ემსახურება სიმართლეს, ამას ისახავს მოქმედებად ─ მოღვაწეობის საფუძვლად.“

  ციტატის წყარო: სიტყვა, წარმოთქმული ილია მართლის ცხედრის წინაშე (1907 წ.)

  •  

„მორწმუნე გული ყოველთვის გრძნობს ქრისტეს სიახლოვეს და მას ატარებს თავის არსებაში.“


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]