შინაარსზე გადასვლა

ამხანაგი

ვიკიციტატიდან

ლიტერატურა

[რედაქტირება]
  •  

„ამქვეყნად მრავალნაირი ამხანაგი არსებობს: არსებობს ამხანაგ-თანამშრომელი, ამხანაგ-მეზობელი, ამხანაგ-კურსელი, ამხანაგ-პურმარილელი, ამხანაგ-უფროსი, ამხანაგ-ხელქვეითი, ამხანაგ-უბნელი, მაგრამ ბავშვობის ამხანაგი მაინც სულ სხვაა...“

  — [[]]
  •  

კარგი ამხანაგი ადვილად არ იშოვების, გზაზედ ცუდად არ იპოვების, იაფად ვერავინ იყიდის.

ამხანაგი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია, სიმაგრე დაურღვეველია.

ამხანაგი ლხინი ფრიადია, სიხარულთა გამამდიდრებელია, სუფრათა შემამკობელია.

ამხანაგი გულთა ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთ, ძალთა და ზურგთ მომბმელია.

ამხანაგი მტერთათვის მაზიანებელია, მოყვარეთათვის საიმედოვნეა, უცხოს თანა გამოსაჩენია და მეცნიერსა თანა მოსამსახურეა.

ამხანაგი ჭირში მომხმარია, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია.

ამხანაგის უკეთესსა შენ რას იშოვი? რად გძულან, რად ეშუღვლი, რად ეკამათები? მე მრავალი კარგი კაცი მინახავს,

მამაშვილობასა და ძმობას გაჰყროდეს და ამხანაგს შესწყობოდეს.
ამხანაგში თუ არ სიყვარული, საქიშპარი არა არის რა.

  სულხან-საბა ორბელიანი, სიბრძნე სიცრუისა


ასევე იხილეთ

[რედაქტირება]