ანტონ ჩეხოვი

ანტონ პავლეს ძე ჩეხოვი (რუს. Антон Павлович Чехов; დ. 29 იანვარი [ძვ. სტ. 17 იანვარი], 1860, ტაგანროგი ― გ. 15 ივლისი [ძვ. სტ. 2 ივლისი], 1904, ბადენვაილერი, გერმანია) — რუსი ექიმი, დრამატურგი და მწერალი
ციტატები
[რედაქტირება]რუსეთის ტყეებს ყელზე აქვთ მიბჯენილი ნაჯახები და მილიარდობით ხე უმოწყალოდ იჩეხება და იჩეხება და ამით არა მარტო ბუნება ნადგურდება, არამედ ის ცხოველები და ფრინველებიც, რომლებიც იქ სულდგმულობენ. მდინარეები მეჩხერდებიან და უარეს შემთხვევაში შრებიან კიდეც, ჩინებული ლანდშაფტები სამუდამოდ უჩინარდებიან... ჩვენ, ადამის მოდგმისანი, დაჯილდოვებულნი ვართ შემოქმედებითი ნიჭით იმ მხრივ, რომ გავამრავლოთ ის, რაც ჩვენთვის განგებას მოუცია; მას არ შეუქმნია, მაგრამ ანადგურებს. სულ უფრო და უფრო ნაკლები ტყეებია შემორჩენილი, მდინარეები კი შრებიან, ველური ბუნება გადაშენების პირასაა, კლიმატი განადგურებულია და დედამიწა, როგორც არასდროს, უფრო და უფრო მეტად ღარიბი და მახინჯი ხდება. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
მე არ მწამს ჩვენი თვალთმაქცი, ყალბი, გაუნათლებელი და ზარმაცი ინტელიგენციის, როცა ის იტანჯება და ჩივის. მათი სიბეჩავე, უგუნებობა და გულდამძიმებულობა შიგნიდან მოდის. მე ინდივიდუალური პიროვნებების მჯერა და ხსნას განცალკევებულ ინდივიდებში, ინტელექტუალებსა და გლეხებში ვხედავ, რომლებიც თვალუწვდენელი რუსეთის სხვადასხვა კუთხეში არიან მიმოფანტულნი. აი, სწორედ რომ მათ აქვთ ძალა და ძლევამოსილება, მაგრამ ისინი ცოტანი არიან. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
ძველ და ახალ ფორმებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. პიროვნება ამ ფორმებზე ფიქრის გარეშე წერს. ის წერს, რადგან აზრები თავისუფლად მოედინება მისი სულიდან. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
გაცილებით ადვილია რაიმე სოკრატეზე დაწერო, ვიდრე ახალგაზრდა ქალსა თუ მზარეულზე. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
თითოეული ბედნიერი ადამიანის კარებზე უნდა იდგეს ვინმე ჩაქუჩით ხელში, რომლის კაკუნიც მუდმივად იმის შემხსენებელი იქნება, რომ ქვეყნად უბედური ადამიანებიც არსებობენ. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
ალუბლის ბაღი ახლა ჩემია!.. მე ვიყიდე ადგილ-მამული, რომელშიც ბაბუაჩემი და მამაჩემი მონობაში ცხოვრობდნენ. სადაც მათ სამზარეულოში შესვლის უფლებაც კი არ გააჩნდათ. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
ადამიანს უყვარს თავის ავადმყოფობაზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ცხოვრების ყველაზე ნაკლებად საინტერესო ეპიზოდია. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
როცა მსახიობს ფული აქვს, ის წერილს კი არ აგზავნის, არამედ ტელეგრამას. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
თუ შენ არ შეგიძლია ადამიანთა ოთახის ძაღლებისაგან განსხვავება, მაშინ ფილანთროპულ სამუშაოს არ უნდა მოჰკიდო ხელი. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
იმ დროის განმავლობაში, როცა შენ ბანქოს თამაშობ ერთი შეხედვით წესიერ და ჩამოყალიბებულ კაცთან, ანდა მასთან ჭიქა ღვინოზე სადილობ, იგი მშვიდი, კარგი იუმორისა და არც მთლად გამოშტერებული ჩანს, მაგრამ როგორც კი ისეთ რამეზე დაიწყებ მასთან საუბარს, რაც საჭმელად უვარგისია, მაგალითად პოლიტიკა, მეცნიერება, იგი მაშინვე გონებადახშულად იქცევა და თავს გახვევს იმგვარ გონებაჩლუნგ და ყეყეჩ, გათახსირებულ ფილოსოფიას, რომ მხოლოდ ისღა დაგრჩენია, რომ მას დამშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნიო და გაეცალო. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
ყველას მიაჩნია, რომ პიესა ადვილი დასაწერია. მათ არ იციან, რომ კარგი პიესის დაწერა საძნელო საქმეა, და ორჯერ უფრო მძიმე და მტანჯველია ცუდი პიესის დაწერა. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
არაფერი არ არის ისე საშინელი, შეურაცხმყოფელი და მტანჯველი, როგორც ბანალობა. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
შემოქმედებით სფეროში იზოლაცია მტანჯველი რამაა; უმჯობესია ნეგატიური კრიტიკა გქონდეს, ვიდრე საერთოდ არაფერი. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
დედაჩემი და მამაჩემი ის იშვიათი გამონაკლისები არიან მთელ ამ მზისქვეშეთში, რომლებისაც არასოდეს არ შემშურდება. თუ რამეს მივაღწევ ამ ცხოვრებაში, ეს მათი დამსახურება იქნება. ისინი დიდებული ადამიანები არიან და მათი აბსოლუტური სიყვარული თავიანთი შვილებისადმი მათ უსაზღვრო ქება-დიდებას იმსახურებს. ეს ფარავს ყველა მათ ნაკლოვანებას, ნაკლოვანებებს, რაც შესაძლო მძიმე დროების მიერ იყოს დაღდასმული. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
უმჯობესია დებოშიორი იადონი, ვიდრე ღვთისმოშიში მგელი. |
ციტატის წყარო: Guardian.ge
ლიტერატურა ჩემი კანონიერი ცოლია, ხოლო მედიცინა - საყვარელი. როცა მე ვიღლები ერთ-ერთი მათგანისაგან, მთელ ღამეს ვატარებ მეორესთან. |
ვისაც არ შეუძლია, იყოს მოსიყვარულე, ვერასდროს გახდება მკაცრი. |
