შინაარსზე გადასვლა

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

ვიკიციტატიდან
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი (Antoine de Saint-Exupéry) (დ. 29 ივნისი, 1900 — გ. 31 ივლისი, 1944) — ფრანგი მწერალი და ავიატორი. მისი ყველაზე ცნობილი მოთხრობაა „პატარა უფლისწული“.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

მხოლოდ გულით ხედავენ კარგად, მთავარი უხილავია თვალთაგან.

  •  

სულ პირდაპირ თუ იარე, შორს ვერ წახვალ.

  •  

მე ერთი პლანეტა მეგულება, სადაც წითური კაცი ცხოვრობს. მას არასოდეს უყნოსია ყვავილის სურნელება, არასოდეს შეუხედავს ვარსკვლავებისთვის, არასოდეს ჰყვარებია ვინმე და რიცხვების მიმატება-გამოკლების მეტი არაფერი უკეთებია. მთელი დღე ერთსა და იმავეს იმეორებს: საქმის კაცი ვარ, სერიოზული კაცი ვარო და ამპარტავნულად იბღინძება, მაგრამ კაცი ხომ არ არის. იგი სოკოა!

  •  

რკინის ლოგიკა დამღუპველია ჩვენი სულისათვის.

  •  

მეფეები არასოდეს არ ფლობენ. ისინი მხოლოდ – „მეფობენ“.

  •  

შენ არ მიგიღია დედამიწა მემკვიდრეობით შენი წინაპრებისაგან, შენ მას შენი შვილებისაგან სესხულობ.

  •  

მეფეები ძალიან მარტივად ხედავენ ცხოვრებას: მათთვის ყველა ადამიანი ქვეშევრდომია.

  •  

სიგიჟე მხოლოდ მაშინაა ფასეული, როცა ემსახურება სიყვარულს.

  •  

გუნდურად სიმღერა ერთია, სიმღერის მოფიქრება კი - მეორე.

  ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები

  •  

ვისზეც მბრძანებლობ იმის სიყვარული შეიძლება, მაგრამ მათ ამის შესახებ არ უნდა უთხრა.

  ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები

  •  

ის რაც ქვეყნის ღირსებაა, შეიძლება გადარჩენილი იქნეს მხოლოდ მისი არდავიწყებით. ქვეყნის ღირსებას კი შეადგენს: გულმოწყალებას, სიყვარულს ადამიანისა და მისი შინაგანი სამყაროს ცოდნას.

  ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები

  •  

არ არსებობს ვითარება, რომელიც ჩვენში გააღვიძებს იმას, რაც არ ვიცოდით, რაც არ შეგვიმჩნევია და არ გვიფიქრია.

  ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები

  •  

გეშინოდეს ვინმეს შეურაცხყოფის, რადგან ადამიანი შეურაცხყოფას არ ივიწყებს მანამ, სანამ შურს არ იძიებს.

  ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები

  •  

არ შეიძლება იმის თქმა, რომ წყალი აუცილებელია ცხოვრებისთვის, რადგან თვითონ წყალია ცხოვრება.

  ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები

  •  

ჭეშმარიტება ის არის, რაც ქმნის სამყაროს მარტივად და არა ის, რაც ქაოსში აგდებს მას. ჭეშმარიტების დამტკიცება შეუძლებელია, ჭეშმარიტება უბრალოებაა.

  ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები

  •  

ადამიანის ჭეშმარიტება არის ის, რაც ხდის მას ადამიანად, ჭეშმარიტება არ დევს ზედაპირზე. განსაკუთრებით თუ ეს არის რელიგია, კულტურა, საგნების განსაზღვრება, ეს ყველაფერი თქვენი საქმიანობის ფორმაა რომელიც აძლევს ადამიანს შეიგრძნოს სულის სიმრთელე, ყოვლიშშემძლეობა რომელსაც საკუთარ თავში ამჩნევს, აი ეს არის ადამიანის ჭეშმარიტება.

  ციტატის წყარო: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ციტატები