არასერიოზული კაცი
„არასერიოზული კაცი“ — რეჟისორ დიმიტრი ბათიაშვილის 1980 წლის ფილმი. მთავარ როლში – გია ფერაძე.
ციტატები
[რედაქტირება]- - ააა, ქალბატონ დარიას ვახლავარ!
- - ისე, მეც უნდა მოვეშვა ამ სამსახურს, რამე ახალი უნდა ვიშოვო. მომბეზრდა ეს მივლინებები.
- - სამსახურში უნდა წავიდე, მივლინების შედეგი უნდა მოვახსენო უფროსებს.
- - მაპატიეთ, მაპატიეთ, აი ყველამ მაპატიეთ, თქვენ განსაკუთრებულად მაპატიეთ. ბა ბამ!
- - კაკო!
- ნიკო, სადა ხარ დაკარგული?
- საირმეში ვიყავი. ჩემი თავისთვისაც ხომ უნდა მოვიცალო, ა?
- ნიკო, ახლა დასვენებულზე, ალბათ გაორკეცებული ენერგიით შეუდგებით შენ და კაკო სმას.
- არა, ქეთო, მე უკვე სულ სხვა ნიკო ვარ.
- - ეჰ, ჩემო მეგობარო. შენ არ იცი, როგორ მიყვარდა ეს ქალი.
- - ჰო, მართლა... ერთი წუთით, ერთი წუთით...თუ შეიძლება, ბოდიშს ვიხდი...თქვენ სახელი არ გითქვამთ.
- ხომ გითხარით? კონსტანტინე მქვია. თქვენ შეგიძლიათ კოტიკო დამიძახოთ, ზოგი კოტილიას მეძახის, ზოგი კოსტიას, გააჩნია.
- არა, არა, მე ძაღლის სახელს გეკითხებით.
- ა, როგორ დამავიწყდა. მურა ჰქვია. ისე მურიკელას ვეძახით. ნამდვილი სახელი კი რექსია. მეზობლები სულთანს ეძახიან. და ძაღლზე ნუ მელაპარაკებით. კარგად ბრძანდებოდეთ.
- - რამდენი ხანია, წვნიანი არ მიჭამია.
- მე პირადად მარხვა უნდა შევინახო, ასე ერთი-ორი თვე ან წელი, გააჩნია, საქმე როგორ წავა.
- ეგ კარგი, მაგრამ წყალი თუ მოაგროვე?
- რა წყალი?
- სუფთა წყალი.
- რად გინდა?
- რა იცი, როდის შეწყდება.
- აი როცა გავიგებთ, რომ წყდება, მაშინ მოვაგროვებ.
- როგორ გაიგებ?
- ეგებ თუ ვერ გავიგე და კარგად ყოფილა ჩემი საქმე.
- მე ჩემი ვთქვი და აწი შენ იცი, ბატონო, როგორც გინდა.
- როდიდან დაიწყე მომავალზე ზრუნვა?
- როდესმე ხომ უნდა დაიწყოს კაცმა.
- ის ჩვენი მეზობელი რომ არის დარია თუ ავდარია, აი მაგისთანების წყალობით მოვხვდი ფსიქიატრიულ კლინიკაში.
- „ისე მურა ქვია, მე მურიკელას ვეძახი, ნამდვილი სახელი რექსი, მეზობლები სულთანს ეძახიან“
- „გადავწყვიტე ოჯახს მივხედო, მარია, აი საჭმელების წიგნი მინდა, ხორცს რო დაჭრი, და რო ჩაყრი და რო დაატრიალებ და ხორცი რო გამოვა, ხო არა გაქვს?“
- -თვითონ რატო არ მოვიდა?
- რა იცი რა უჭირს ადამიანს...
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება]- „არასერიოზული კაცი“ საიტზე YouTube