არისტოტელე

არისტოტელე (ბერძნ. Αριστοτέλης), დაბადების ადგილის, სტაგირის მიხედვით ასევე მოიხსენიებენ სტაგირიტის (დ. ძვ. წ. 384, სტაგირა, მაკედონია ― გ. ძვ. წ. 322, ქალკიდა) — ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი, მეცნიერ-ენციკლოპედისტი.
ციტატები
[რედაქტირება]„ხშირად ხდება, რომ იმავე პირობებში, რომელშიც გონიერნი მარცხდებიან, უგნურნი იმარჯვებენ.“ |
„ზოგადად, ადამიანები აიძულებენ იმას, ვისაც ეპირფერებიან.“ |
ძალზე ხშირად კარგ რამეებს საზიანო შედეგები მოაქვს. არის მრავალი მაგალითი იმისა, თუ როგორ გაანადგურა ფულმა ესა თუ ის ადამიანი, ანდა როგორ იმსხვერპლა ისინი გაბედულებამ. |
ანტიკური კანონები კვლავ დიდი ხნის განმავლობაში იქნება მოქმედებაში, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს აქვს მათი შეცვლის შესაძლებლობა. |
ჯიუტი ადამიანები შეიძლება დაიყოს შემდეგ კატეგორიებად: თავდაჯერებულებად, უვიცებად და უზრდელებად. |
არის ისეთი სამსახურები, სადაც ადამიანებს არ შეუძლიათ უმწიკვლონი იყვნენ. |
ეშმაკი კაცთა მოდგმას ერთად უყრის თავს. |
ჩაწვდომა ტანჯვას წარმოშობს. |
ცვლილება, ნებისმიერ რამეში, დიდი სიამოვნებაა. |
ისინი, ვინც იციან, მოქმედებენ, ისინი კი, ვისაც ესმით, ასწავლიან. |
ყველა ანაზღაურებადი სამსახური შთანთქავს და აქვეითებს გონებას. |
