არტურ შოპენჰაუერი

არტურ შოპენჰაუერი (დ. 22 თებერვალი, 1788, დანციგი — გ. 21 სექტემბერი,1860, მაინის ფრანკფურტი) — გერმანელი ფილოსოფოსი. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია „სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა“ (1819).
ციტატები
[რედაქტირება]ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენი პიროვნების სამ-მეოთხედზე, რათა დავემსგავსოთ სხვებს. |
იმისთვის, რომ შევიცვალოთ უკეთესობისაკენ, აუცილებლად დაგვჭირდება სარკე. |
ყოველი დღე - პატარა ცხოვრებაა, ყოველი გამოფხიზლება - პატარა დაბადება, ყოველი დილა - პატარა სიჭაბუკეა და ყოველი ძილი - პატარა სიკვდილი. |
ყოველი ჩვენგანი რომ არ იყოს დაინტერესებული საკუთარი თავით, ცხოვრება იქნებოდა იმდენად უინტერესო, რომ ვერცერთი ვერ გავუძლებდით მას. |
ამ სამყაროში მხოლოდ ორი ალტერნატივაა - იყო მარტო ან იყო ვულგარული. |
მამაკაცები ბუნებით უბრალოდ გულგრილნი არიან ერთმანეთის მიმართ; ხოლო ქალები კი- დაუძინებელი მტრები. |
ცხოვრება მოკლეა, ხოლო სიმართლე დიდხანს ძლებს, ამიტომ, მოდით, ვილაპარაკოთ სიმართლე. |
რაც უფრო ბედნიერია სიჭაბუკე, მით უფრო სევდიანია სიბერე. ამიტომ, ჭაბუკმა უნდა დაზოგოს თავისი ძალა. |
ყველა სასოწარკვეთილი სულელი, რომელსაც საამაყო არაფერი გააჩნია, სიამაყის უკანასკნელ რესურს, იმ ნაციაში ხედავს, რომელსაც ეკუთვნის. იგი ყოველთვის მზადაა, კბილებით დაიცვას მისი ყოველი შეცდომა და უგუნურება, ასე ემალება ის საკუთარი არარაობის შეგრძნებას. |
