არქიმედე
არქიმედე (დ. დაახლ. ძვ. წ. 287 ― გ. ძვ. წ. 212) — ძველი ბერძენი მეცნიერი, მათემატიკოსი და მექანიკოსი, დაიბადა და ცხოვრების მეტი ნაწილი გაატარა კუნძულ სიცილიაზე მდებარე ქალაქ სირაკუსაში, სადაც რომაელთა მიერ ქალაქის აღების დროს დაიღუპა.
ციტატები
[რედაქტირება]მომეცით საყრდენი წერტილი და მე დავძრავ დედამიწას. | |
δος μοι που στω και κινω την γην (Dos moi pou sto kai kino tayn gayn) |
ციტატის წყარო: გადმოცემით, წარმოადგენს მის მტკიცებას ბერკეტის პრინციპის დემონსტრირებისას; დამოწმებულია პაპოს ალექსანდრიელთან, „მათმატიკურ კრებულში“ (Synagoge), წიგნი VIII, ა.წ. 340 ს.
როდესაც ფულიანი ადამიანი ხვდება გამოცდილ ადამიანს, გამოცდილი ადამიანი მიდის ფულით, ფულიანი კი გამოცდილებით. |
თუ გინდა რომ სჯეროდეთ შენი, თქვენ უნდა დაუმტკიცოთ ხალხს, რომ გჯერათ მათი. |
სიყვარული თეორემაა, რომელიც ყოველდღიურ დამტკიცებას მოითხოვს. |