ბანქოს საიდუმლო
იერსახე
ბანქოს საიდუმლო — იუსტაინ გორდერის ნაწარმოები, სადაც არა ერთ საინტერესო ციტატას ვხვდებით.
ციტატები
[რედაქტირება]- ფანტაზიას მოსდგამს საოცარი უნარი — ცოცხლად შეინახოს და სამარადისო სინორჩე შეუნარჩუნოს თავის ქმნილებებს.
- ეს ჩვენ ვბერდებით და ვჭაღარავდებით, ჩვენ ვიქანცებით და ვქრებით, — ჩვენ და არა ჩვენი ოცნებები: მათ შეუძლიათ განაგრძონ სიცოცხლე სხვა ადამიანებში მაშინაც, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით.
- ბავშვი ზის და ქვიშისაგან კოშკებს აშენებს, სულ ერთი წუთით შეჰხარის, მერე კი ისევ ანგრევს. ზუსტად ასევე, დროს სათამაშოდ მიეცა ეს ჩვენი პლანეტა: მასზე იწერება ქვეყნიერების ისტორია, მასზე იტვიფრება მომხდარი მოვლენები... და ყველაფერი ისევ დროის ხელით იშლება. აქ სიცოცხლე გრძნეულის ქვაბივით თუხთუხებს. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენც იმავე მყიფე მასალისგან გვძერწავენ, რითაც ჩვენს წინაპრებს. დროის ქარი უბერავს ჩვენში და მიგვაქანებს... ის — ჩვენ ვართ... და ბოლოს ხელს გვიშვებს. ჩვენ მოჯადოებულნი და მოტყუებულნი ვრჩებით. მუდამ რაღაცა დუღს და ელოდება, როდის დაიკავებს ჩვენს ადგილს. რადგან ჩვენ მყარ ნიადაგზე არ ვდგავართ, ქვიშაზეც კი არ ვდგავართ: — ჩვენ თვითონ ვართ ქვიშა.
- დროს ვერსად დაემალები. შეიძლება დაემალო მეფეებსა და იმპერატორებს, თვით ღმერთსაც კი, მაგრამ დროს — ვერსად! ის ფეხდაფეხ მოჰყვება ჩვენს ყოველ მოძრაობას, რადგან ჩვენ ირგვლივ ყველაფერი მის სტიქიაშია ჩაფლული.
- დრო არ გადის და არც წიკწიკებს: ეს ჩვენ ვქრებით და ჩვენი საათები წიკწიკებენ.
- მთელი ქვეყანა ისეთი სასწაულია, რომელზეც არც კი იცი - იტირო თუ იცინო.
- ჩვენ ერთი ისტორიის ნაწილები ვართ, რომელიც ჩვენზე დიდხანს იცოცხლებს.
- დროის გასვლასთან ერთად, როცა მოგონებები უფრო და უფრო შორდებიან თავის პირველწყაროს, ეჭვიც უფრო და უფრო წამოყოფს ხოლმე თავს.
- ქვეყნად უდიდესი რამ სიყვარულია. დრო მას ისე იოლად ვერ გაახუნებს, როგორც ძველ მოგონებებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება]- იუსტაინ გორდერი, ბანქოს საიდუმლო, გამომცემლობა „პალიტრა L“