ბარაკ ობამა

ბარაკ ჰუსეინ ობამა II (ინგ. Barack Hussein Obama II; დ. 4 აგვისტო, 1961, ჰონოლულუ, ჰავაი) — ამერიკელი იურისტი და პოლიტიკოსი-დემოკრატი, აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი 2009–2017 წლებში. პირველი აფრო-ამერიკელი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს.
ციტატები
[რედაქტირება]თუ სწორ გზას ადგახარ და სიარული არ გეზარება, მაშინ აუცილებლად მიაღწევ იმ სამყაროს, რომელსაც ყოველთვის ეძებდი. |
ცვლილებები არასდროს მოხდება, თუ სხვის დახმარებას ან „საჭირო მომენტს“ დაელოდები; იყავი მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე, რადგან თვითონ ყველაზე კარგად იცი, რა გაქვს შესაცვლელი! |
ახალგაზრდების მთავარი პრობლემა – სულსწრაფობაა. ერთის მხრივ, მოუთმენლობა კარგია, რადგან სამყარო კალეოდოსკოპიური სისწრაფით იცვლება, მაგრამ სასურველი ცვლილებების ლოდინში, ბევრს იმედი უცრუვდება და სწრაფად ნებდება წარუმატებლობას. |
ნებისმიერი ქვეყნის მთავარი გამოწვევა არა გრანდიოზული პრობლემები, არამედ მეწვრილმანე ადამიანები არიან, რომლებიც ყოველთვის საკუთარ სარგებელს ეძებენ საერთო პრობლემაში. |
თუ საკუთარი აზრი გაქვს და სითამამე გყოფნის წინააღმდეგობის გასაწევად, მაშინ ნუ შეგეშინდება იმ სისასტიკის, რომელსაც ადამიანები შენ მიმართ გამოიჩენენ. |
