შინაარსზე გადასვლა

ბეჭდის საძმო

ვიკიციტატიდან

ბეჭდის საძმო (ინგლ. The Fellowship of the Ring) — ჯ.რ.რ. ტოლკინის ეპიკური რომანის „ბეჭდების მბრძანებელი“ პირველი წიგნი, რომლის მოქმედებას ადგილი აქვს შუახმელეთში. წიგნი გამოიცა 1954 წლის 24 ივლისს. წიგნი შედგება პროლოგისგან, რომელშიც მოთხრობილია ჰობიტებსა და სხვა საკითხებზე, რასაც მოჰყვება წიგნები I და II.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

სამი ბეჭედი ელფ მეფეებს, ვინც ცისქვეშ მართავს,
შვიდი – იმ ჯუჯებს, ქვის დარბაზებში ვინაც მეფობდა,
ცხრა მოკვდავ მეფეთ, ბედისწერად სიკვდილი რომ ხვდათ,
ერთი ბეჭედი ბნელ მეუფეს, შავ ტახტზე მჯდომსა.
მორდორის მხარეს, სადაც წვანან გრძელი ჩრდილები.
ერთი ბეჭედი ყველას სამართავად, ერთი ბეჭედი ყველას მოსაძებნად
ერთი ბეჭედი ყველას შესაკრებად და წყვდიადში დასაკავშირებლად
მორდორის მიწაზე, იქ, სადაც ჩრდილები განისვენებენ

  •  

ყველაფერი, რაც ოქროა, არ ბრწყინავს,
ყველა მოხეტიალე არ არის დაკარგული;
ძველი, რომელიც ძლიერია, არ ჭკნება,
ღრმა ფესვებში ყინვა ვერ აღწევს.
ფერფლიდან ცეცხლი გაიღვიძებს,
ჩრდილებიდან შუქი გამოვა;
აღდგენილი იქნება მახვილი, რომელიც გატეხილია,
უგვირგვინო კვლავ მეფე იქნება.

  •  

არ ვიცი და არც მინდა რომ გამოვიცნო

  •  

როგორც ჩანს, აქ დრო არ გადის: უბრალოდ ასეა.

  •  

ვინც ნივთს ტეხავს იმის გასარკვევად, თუ რა არის, მას სიბრძნის გზიდან გადახვეული აქვს.

  •  

ჩვენ უნდა გავიაროთ რთული გზა, გაუთვალისწინებელი გზა. თუ სადმე იმედია, იქ არის ჩვენი იმედი. საშიშროებამდე სიარული - მორდორში. ჩვენ უნდა ჩავაგდოთ ბეჭედი ცეცხლზე.

  •  

- ბეჭედს ავიღებ, - თქვა მან, - მიუხედავად იმისა, რომ გზა არ ვიცი.

  •  

სამყარო მართლაც სავსეა საშიშროებით და მასში ბევრი ბნელი ადგილია; მაგრამ მაინც ბევრი რამ არის სამართლიანი და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყანაში სიყვარული შერეულია მწუხარებით, ის შესაძლოა უფრო დიდი იყოს.