შინაარსზე გადასვლა

ბიძინა ივანიშვილი

ვიკიციტატიდან
ბიძინა ივანიშვილი (2012)

ბიძინა ივანიშვილი (დ. 18 თებერვალი, 1956, ჭორვილა, საჩხერის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და მეცენატი. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 20 ნოემბრამდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2000 წლიდან სან-მარინოს საპატიო კონსული საქართველოში, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

დიდი ილიას სიტყვები ლექსად, სიმღერით წარმოთქვა ჩვენმა მგოსანმა, ჩვენმა აკაკიმ „ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო“.

|- |   | ციტატის წყარო: ივანიშვილი: „ილიას სიტყვები ჩვენმა აკაკიმ სიმღერით წარმოთქვა“. ინტერნეტ ტელევიზია iTV (18 აპრილი 2012). დამოწმების თარიღი: 28 მაისი 2012.

  •  

უნივერსიტეტებში საოცრება ხდება. რასაც უნივერსიტეტების თვითმმართველობა დაარქვეს, „მხედრიონისა“ და „კომკავშირის“ ნაჯვარია. ძალადობასა და დოგმაზე დამყარებული რაღაც იდეოლოგია აქვთ და საოცარია, რომ ამას ექვემდებარება ახალგაზრდების ერთი ნაწილი და ეს იმართება ცენტრალიზებულად.

|- |   | ციტატის წყარო: რასაც უნივერსიტეტების თვითმმართველობა დაარქვეს, „მხედრიონისა“ და „კომკავშირის“ ნაჯვარია. გაზეთი „კვირის პალიტრაა“ (21 მაისი 2012). დამოწმების თარიღი: 28 მაისი 2012.

  •  

იყო ქართველი, ნიშნავს მღეროდე „მრავალჟამიერს“, ცეკვავდე ხორუმს, წერდე „ვეფხისტყაოსანს“, უძღვებოდე ქართულ სუფრას და შენს თავში ატარებდე ვაჟა-ფშაველას

|- |   | ციტატის წყარო: Error on call to template:cite web: Parameters url and title must be specified. გაზეთი „ინტერპრესნიუსი“ (14 დეკემბერი 2019). დამოწმების თარიღი: 14 დეკემბერი 2019.

  •  

საქართველო ევროპაში არა უბრალოდ, ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, არამედ თავისი კუთვნილი, კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში.

|- |   | ციტატის წყარო: Error on call to template:cite web: Parameters url and title must be specified. გაზეთი „ინტერპრესნიუსი“ (14 დეკემბერი 2019). დამოწმების თარიღი: 14 დეკემბერი 2019.

  •  

მე მე მაქვს ეს კომპლექსი... მე სულ მექნება იმის კომპლექსი, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვიღებ იმისთვის, რომ ჩემი თანხები, იქნებ, როგორმე დამიბრუნონ და არა ის, რომ ჩემს ქვეყანას რაღაც სიკეთე განუვითარდეს.

|- |   | ციტატის წყარო: ქართული ოცნებიის საპატიო თავჯდომარის ინტერვიუ TV იმედთან. ტაბულა (21 ოქტომბერი, 2024). დამოწმების თარიღი: 17 აპრილი 2025.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]