ჯორდანო ბრუნო
ჯორდანო ფილიპო ბრუნო (დ. 1548, ნოლა ― გ. 17 თებერვალი, 1600, რომი) — იტალიელი ასტრონომი, ასტროლოგი, ფილოსოფოსი და პოეტი, დომინიკელთა ორდენის წევრი, პანთეიზმის წარმომადგენელი.
ციტატები
[რედაქტირება]მეცნიერება მშვენიერი გზაა იმისკენ, რომ ადამიანის სული გმირული გახდეს. |
ციტატის წყარო: ჟურ. „თბილისელები“; 5-11 აპრილი, 2010; N14 (484) — გვ. 112.
მხოლოდ თავისუფალი ადამიანია უშიშარი. |
ციტატის წყარო: ჯორდანო ბრუნო
არ არსებობს დაბრკოლება, რისი გადალახვაც შეუძლებელი იქნება შრომით. |
ციტატის წყარო: ჯორდანო ბრუნო
ცოცხალი გონების ნიშანი ისაა, რომ საკმარისია ცოტა ნახოს, ცოტა მოისმინოს, რათა შემდეგ დიდხანს იფიქროს, ბევრი გაიგოს და შექმნას. |
ციტატის წყარო: ჯორდანო ბრუნო
სიყვარულს არა ჰყავს ეჭვიანობაზე მახლობელი და მასზე დიდი მტერი ასევე, რკინის უდიდესი მტერია ჟანგი, რომელიც მისგანვე გამოდის. |
ციტატის წყარო: ჯორდანო ბრუნო
მე ვარ უაკადემიო აკადემიკოსი და არა მყავს კოლეგები უმეცართა შორის. |
ციტატის წყარო: ჯორდანო ბრუნო
არასოდეს არ მჯერა, რომ ღვთაებრივს ეზიარება ის, ვისაც ეშინია მიწიერი ტანჯვისა. |
ციტატის წყარო: ჯორდანო ბრუნო
ცივი არავინ მიწოდოს, რადგან ჩემი ვნებათა ღელვის გასაგრილებლად არ იკმარებდა კავკასიის მთების თოვლი. |
ციტატის წყარო: ჯორდანო ბრუნო
იყავი მტკიცე, არ დაკარგო ვაჟკაცობა, თუნდაც უმეცართა სამსჯავრო წამებით დაგემუქროს, განუკითხველად შეეცადოს, მოსპოს შენი კეთილშობილური შრომა. არსებობს გონების უზენაესი ტრიბუნალი, რომელიც გაარჩევს წყვდიადს შუქისაგან. |
ციტატის წყარო: ჯორდანო ბრუნო
ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს. |
ენთუზიაზმი - ეს არის სიყვარული და ოცნებები მშვენიერებაზე, რომლის წყალობითაც შევქმნით ჩვენში იდეალს და დავემგვანებით მას. |
ჩვეულებრივ, ვისაც გაგება აქვს, ჰგონია, რომ იცის უფრო მეტი, ხოლო ის, ვინსაც არაფრის გაგებაში არ არის, ჰგონია, რომ ყველაფერი იცის. |
სინაამდვილეში აწმყო უფრო მტკივნეულია, ვიდრე წარსული, მაგრამ ეს ორიც ვერ შეძლებს გაგვაძლიეროს ისე, როგორც ჯერ კიდევ უცნობმა მომავალმა შეიძლება იმედით და მოლოდინით მოახერხოს. |
მიმტკიცებენ, რომ ჩემი მტკიცებულებებით მე მესურს გადავატრიალო მსოფლიო, მაგრამ განა კარგი არაა გადატრიალებული სამყაროს გადატრიალება?! |
ჭეშმარიტება ჭეშმარიტებას ვერ დაუპირისპირდება. |
წვეთი ხვრეტს ქვას არა ძლიერი დარტყმით, არამედ სწრაფი წვეთებით. |
არაფერია ისეთი, რასაც შრომით ვერ გადაიტან. |
გმირის ერთადერთი საქმე ჭეშმარიტებისკენ სვლაა. |
დაწვა არ ნიშნავს უარყოფას! |