ჯორდანო ბრუნო

ვიკიციტატიდან
ჯორდანო ფილიპო ბრუნო

ჯორდანო ფილიპო ბრუნო (დ. 1548, ნოლა ― გ. 17 თებერვალი, 1600, რომი) — იტალიელი ასტრონომი, ასტროლოგი, ფილოსოფოსი და პოეტი, დომინიკელთა ორდენის წევრი, პანთეიზმის წარმომადგენელი.

ციტატები[რედაქტირება]

  •  

მეცნიერება მშვენიერი გზაა იმისკენ, რომ ადამიანის სული გმირული გახდეს.

  ციტატის წყარო: ჟურ. „თბილისელები“; 5-11 აპრილი, 2010; N14 (484) — გვ. 112.

  •  

მხოლოდ თავისუფალი ადამიანია უშიშარი.

  ციტატის წყარო: ჯორდანო ბრუნო

  •  

არ არსებობს დაბრკოლება, რისი გადალახვაც შეუძლებელი იქნება შრომით.

  ციტატის წყარო: ჯორდანო ბრუნო

  •  

ცოცხალი გონების ნიშანი ისაა, რომ საკმარისია ცოტა ნახოს, ცოტა მოისმინოს, რათა შემდეგ დიდხანს იფიქროს, ბევრი გაიგოს და შექმნას.

  ციტატის წყარო: ჯორდანო ბრუნო

  •  

სიყვარულს არა ჰყავს ეჭვიანობაზე მახლობელი და მასზე დიდი მტერი ასევე, რკინის უდიდესი მტერია ჟანგი, რომელიც მისგანვე გამოდის.

  ციტატის წყარო: ჯორდანო ბრუნო

  •  

მე ვარ უაკადემიო აკადემიკოსი და არა მყავს კოლეგები უმეცართა შორის.

  ციტატის წყარო: ჯორდანო ბრუნო

  •  

არასოდეს არ მჯერა, რომ ღვთაებრივს ეზიარება ის, ვისაც ეშინია მიწიერი ტანჯვისა.

  ციტატის წყარო: ჯორდანო ბრუნო

  •  

ცივი არავინ მიწოდოს, რადგან ჩემი ვნებათა ღელვის გასაგრილებლად არ იკმარებდა კავკასიის მთების თოვლი.

  ციტატის წყარო: ჯორდანო ბრუნო

  •  

იყავი მტკიცე, არ დაკარგო ვაჟკაცობა, თუნდაც უმეცართა სამსჯავრო წამებით დაგემუქროს, განუკითხველად შეეცადოს, მოსპოს შენი კეთილშობილური შრომა. არსებობს გონების უზენაესი ტრიბუნალი, რომელიც გაარჩევს წყვდიადს შუქისაგან.

  ციტატის წყარო: ჯორდანო ბრუნო

  •  

ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს.


  •  

ენთუზიაზმი - ეს არის სიყვარული და ოცნებები მშვენიერებაზე, რომლის წყალობითაც შევქმნით ჩვენში იდეალს და დავემგვანებით მას.


  •  

ჩვეულებრივ, ვისაც გაგება აქვს, ჰგონია, რომ იცის უფრო მეტი, ხოლო ის, ვინსაც არაფრის გაგებაში არ არის, ჰგონია, რომ ყველაფერი იცის.


  •  

სინაამდვილეში აწმყო უფრო მტკივნეულია, ვიდრე წარსული, მაგრამ ეს ორიც ვერ შეძლებს გაგვაძლიეროს ისე, როგორც ჯერ კიდევ უცნობმა მომავალმა შეიძლება იმედით და მოლოდინით მოახერხოს.


  •  

მიმტკიცებენ, რომ ჩემი მტკიცებულებებით მე მესურს გადავატრიალო მსოფლიო, მაგრამ განა კარგი არაა გადატრიალებული სამყაროს გადატრიალება?!


  •  

ჭეშმარიტება ჭეშმარიტებას ვერ დაუპირისპირდება.


  •  

წვეთი ხვრეტს ქვას არა ძლიერი დარტყმით, არამედ სწრაფი წვეთებით.


  •  

არაფერია ისეთი, რასაც შრომით ვერ გადაიტან.


  •  

გმირის ერთადერთი საქმე ჭეშმარიტებისკენ სვლაა.


  •  

დაწვა არ ნიშნავს უარყოფას!

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]